მე შენში მომწონს ოცნება წრფელი ..
მე შენში მომწონს ოცნება წრფელი, შენს თბილ სუნთქვას ვგრძნობ საკინძის პირას, ეჰ, გამაგიჟებს თვალები შენი და შემოდგომა შენს სულს რომ კინძავს. შენი ბაგენი მე მიწვევს თრთოლვით და ყინვის ლანდებს გააქცევს ლტოლვა, ვერ შემაშინებს სამყარო ქროლვით, მე შენს მკლავებში სიმშვიდე მმოსავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი