ჭორფლები
პატარა ჭორფლებად ვეყრები ღამის ცას ლოყების ბორცვია მთაწმინდის ფერდობი ზაფხულის შემდგომი სუსხისგან დამიცავს ნეტა ვინ, როდესაც არავის ვენდობი სიმძიმით მაწვება ზურგზე და კისერზე კუპრივით შავი და მრისხავი ფიქრები ერთხელაც მოვიხსნი და მერე კი სერზე დავიფშვნი სხეულს და მსუბუქი ვიქნები ჭორფლებად გაბნეულს, სექტემბრის მეხიდან დამაჭერს ნათება და ცაზე ვიწვი მე ჩამქრალი ვარსკვლავი მოვწყდები მე ხიდან და დედამიწაზე ცრემლებად ვიწვიმებ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი