უდარდელიადა
ოთახში მომწყვდეულ ვინმეს წვეთები გისველებს მინას გონება იგონებს წვიმებს რაც იყო ასი წლის წინად. სოფელი, ბავშვობის წლები ეზოში სირბილი ბალთან წითელი ნაყოფის წვენით ბებიის დასვრილი კალთა ბალახის წვეთები თმებში მიწაზე გულაღმა წოლა სხივების მოჩრდილვა მზეში და ასკინკილებით რბოლა ბოსტანში კაკლის ხე დიდი და ჩრდილში დამჯდარი პაპა ტყემლისგან აჭრილი კბილი გვერდით კი კახური ჭაჭა წვიმისგან ღრმულები გუბის ტბორებში საპრანჭად ცქერა ხელში კი წიგნაკი უბის და შიგნით ლექსების წერა მალევე ვბრუნდები სახლში აპრილი მისველებს ვარდებს რატომღაც კიდემდე გაშლილს ბოლომდე ვაფარებ ფარდებს და მერე ვრჩები სულ მარტო თაროსკენ გამირბის მზერა ვუყურებ სურათს და ვდარდობ რა უცებ წავიდა ყველა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი