ნერვოზიფხიზლე


ბოროტი ისრები უგრძნობლად ჩამესმის
თითქმის რომ სამია გარეთა საათზე
ძილისთვის მინდოდა, არაა ღამე სმის
და გალაკტიონთან ვთანხმდები კამათზე.

გათოშილს თანდათან კანკალი ამიტანს
ფიქრების ნაკადი და აურზაური
გემბანზე დარჩენილ მარტოსულ კაპიტანს
ჩემსავით ამუნჯებს საშიში ხმაური.

ამ სუსხმა სისხლიც კი გაყინა ვენებში
ვერაფერს ვუხერხებ უსაზღვრო ტკივილებს
მე ვუსმენ სონატას ლურჯ ყურსასმენებში
ღამე კი მოელის მამლისგან ყივილებს.

წითელი თვალები ვისრისე ცერებით
პატარა ისრები სამს აღარ უჩვენებს
დალევის იდეას აღარ ვემტერები
ჩემს საწოლს ახლა გვერდს არაყი უმშვენებს.

საათმა წიკწიკი შეწყვიტა მაჯებთან
ცოტაც და გაივსო გემბანი ეული
დეკემბრის ბნელ ღამეს ჩამომხმარ საჭესთან
ნელ-ნელა ცივდება კაპიტნის სხეული

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი