ხიდზე


შრიალებს ფოთლების არმია
უკრავენ მოცარტის არიებს
ღრუბელმა ამინდი არია
ვუყურებ ჩემს ქუჩას ცარიელს

ხიდზე ვარ ჩუმი ვედრებით
ხიდია პატარა ვერანდა
რომელზეც წყვილია მტრედების
და ყველაფერი მელანდა

თურმე სახლში ვარ თენდება
ღვინის ტალღებში დინებით
ქარი თვალებში მედება
ვარ შენი მოლოდინებით 

მზერა აწყდება შენს სახეს
შენს ხელისგულებს სხივებად
თითებმა წვერი შეახეს
და ცრემლი მომდის მძივებად

ვერასდროს ვბედავ ყურებას
და ან მოსმენას ყურებით
ვაგრძელებ შენს გაცურებას
გულგრილი გამოყურებით

ჩემი სურვილი ქარს მიაქვს
ნელა იძერწავს კიდურებს
როცა ვუყურებ ამ წყვდიადს
ისიც თვალებში მიყურებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი