დავეძებთ არ ვიცით რას
ყოველდღე ფიქრით ვაწვალებთ თავებს ვეძებთ მომავალს, მივტირით წარსულს ველით ჩვენივე თავს როდის ვავნებთ და ამ გვემისგან კურნება არ გვსურს დავეძებთ გრძნობას, თუ ადამიანს და მარტოობის მტანჯველი შიშით ვერ გავერკვიეთ ვისი ბრალია რომ გულის ტკივილს ვერ ვშველით ძილშიც ვფიქრობთ და ვხვდებით დღესა და ღამეს მიწის სულელი ჭიების მსგავსად დავრბოდით თითქოს ვეძებდით რამეს და ეს რამე კი არ იყო არსად
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი