თაფლის ცრემლები


წვიმდა და მეხურა სიმშვიდის საბანი,
ყინავდა სახლში და ცხელოდა კარს იქით
და საბანს, თაფლივით ცრემლისგან დაბანილს,
სხეულზე ვიკრობდი ფუტკარის გარსივით.

რომელსაც დიდი ხნის ნაკაწრი იარა
ასობდა ხორთუმით გამხმარი ფიჭიდან, 
ვდარდობდი უშენოდ დარჩენას კი არა, 
იმას, რომ უშენოდ აღარც კი მიჭირდა.

მესმოდა ტირილი ჩუმი და მწუხარე,
ვუსმენდი ღამეს და ტიროდა მთაწმინდა,
იწვოდა, მაგრამ ვერ მათბობდა ბუხარი
და თითქოს გარეთაც ამიტომ გაწვიმდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი