ბარდნის ლეთესთან
ჩირაღდნის შუქზე ვუყურებ ქურუმს, ვაბიჯებ ტოტებს გამოცვლილს ხეთა. ბილიკი არ ჩანს, ვაბრუნებ ურემს, წყლის გემო წარსულს შუაზე კვეთავს. სინათლის ალში სახეებს ვურევ, ვიძახი, თითქოს მიყურებს მე და ვერ ცნობენ შვილის სახეს და სურნელს, ლეთესთან ჩემი მშობლები სხედან. მიყინავს ნასუნთქს ჰაერი, თუ მე გავგიჟდი?! მიწას ყვავილი პენტავს. რომ დავიბადე ბარდნიდა თურმე, და სიკვდილისას თუ მოთოვს ნეტა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი