მოდის სიკვდილი ზამთართან ერთად
ზამთარი რატომ არ გიყვარსო.. იანვარია სამი დღის წინ გათოვდა ისევ ვხედავ კადრებად. პაპას რომ მიწა მიაყარეს, დაჟანგებული რკინის სკამიდან თოვლს ვხვეტავდი ცრემლებით დამდნარს. მანამდელ სიკვდილს სად შევხდვი და ახალ წლის ღამით, ჩემი მეგობრის გაცილებით, კუბოს სკამებთან. მეორე პაპის სიკვდილისას შეშას ვეჯექი, ნახშირად ქცევას ვერ ასწრებდა, ახალს აგდებდნენ. გათოვდა ისევ სამიოდ დღის წინ, გუშინწინ დადო, შენ საბნად თოვლი დაგეფინა, დაგკრძალეს გუშინ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი