მამა
დიდიხანია მინდოდა,რომ რამე დამეწერა.არ ვიცი რითი დავიწყო და რა დავწერო.მაგრამ ის ვიცი,რომ ეს უნდა ეხებოდეს ჩემს ტკივილს,რომლის განდობაც მინდა. 2018 წლის, 21 ივნისი დილით ხმა ჩამესმის, რომ მეუბნებიან გაიღვიძეო. ვახელ თვალებს თუ არა ვამბობ რამოუვიდა. უკვე მივხვდი, რომ ,,მამა” გარდაიცვალა. დავიწყე ტირილი, ყვირილი. გონს, რომ მოვედი ავდექი და ჩავიცვი. გავდივარ გარეთ და მეშინია, მეშინია ყველაფრის. არ მინდა,რომ მამა გარდაცვლილი ვნახო გავიგე , რომ ჯერ არ იყო მოსვენებული დამეწყო მანქანის ხმის შიში, რადგან მეგონა, რომ უკვე მოყავდათ. ამ ყველაფერს ადამიანი ვერსად გაექცევა და ვერ დაემალება. დადგა დრო და მოიყვანეს, რომ დავინახე გული შემეკუმშა, ვტირი, ვყვირი. მიჭერენ, რომ არ დავვარდე რადგან ვერ ვაკონტროლებ ჩემს სხეულს. ვხედავ, ვუყურებ და ცოცხალი მგონია. ვფიქრობ, რომ ნეტა ეს სიზმარია თუ ცხადი, მაგრამმმ............... ეს რეალობაა და არა ერთი კოშმარი. პირველად ვწერ და იმედია მოგეწონებათ ❤️❤️🙂
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი