სიკეთე თესე
სიცივე გამქრალა, და სითბო ჩამდგარა, მაგ უტყვი თვალები, სიკეთემ ანაცვლა. სითბოა გულუხვი, გრძნობაა ნათელი, მე სითბოს გავიღებ, ამ გულით ნაგვემით. მატკინეთ?გპატიობთ, მახარებთ? გახარებთ, გიყვარვარ ასმაგად სიყვარულს განახებ. სიკეთე ქმენი და მოკეთე ახარე, სიკეთის საზღაურს უფალი განახებს. გიყვარდეს,ეტრფოდე, ფასია აქვს ყოველ დღეს, სიყვარულს მის გრძნობებს ყოველ დღე ვეტრფოდეთ. გიყვარვარ,მიყვარხარ, სიცოცხლეს განაცვლებ, არ გჯერა,ჩამხედე თვალები განახებს. მიყვარხარ გჯეროდეს, ცხოვრებით პირობებს არასდროს ელოდე. გაიღე სიკეთე და სითბოს ეძმოდე, საზღაურს სხვებისგან არასდროს ელოდე. სიკეთე თესე და სიკეთეს ემონე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი