გაზაფხული
იდუმალი გაზაფხული მოდის, ზამთარს თითქოს აღარ უნდა წასვლა, აქ ბუნებას კვლავ უხდება თოვლი და ქათქათა საპატარძლო კაბა, გაზაფხული ზამთარივით ცეკვავს, შეხვედრაა თითქოს ერთად ორის, ცა ზევიდან თაიგულებს ბერტყავს, სიყვარულს კი ვარსკვლავები წონის, გაზაფხულის სილამაზე მოვა, ტოტი კვირტებს ფურცლებივით გაშლის, მერცხლის მოსვლა ააყვავებს მინდვრებს, სიცოცხლეს კი ვერაფერი წაშლის, გაზაფხულის სინარნარე მოდის, ზამთარს თითქოს აღარ უნდა წასვლა, აქ ბუნებას კვლავ უხდება თოვლი და ქათქათა საპატარძლო კაბა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი