ახალი წელი


ფიფქები ცვივა ციდან, სიტყვებს ასველებს ნისლი, 
ხელზე წვეთები მრჩება და სადღაც ქრება ფიფქი,
წელიც ფიფქივით დნება, წუთი მეყრება მხრებზე, 
თოვლი ედება მიწას, წამები რბიან გზებზე, 
ახლა ბუხართან ვთბები, გარეთ სიცივე მართობს, 
ახალი წელი თმებზე, ბუხართანაც კი მათოვს, 
წელი ახალი მოდის, ძველ წელს კი ეძინება, 
წამზე მეომარ საათს ძილზეც კი ეცინება, 
დასაწყისია ზამთრის სიცივე დადის კენტად, 
წელი უსიტყვოდ გადის, დამშვიდობებას ვბედავ, 
წელი მოდის და თმებზე ბუხართანაც კი მათოვს, 
ძველი წელი კი მხრებზე ხელით იბერტყავს მანტოს, 
ახალი წელი მოდის, ძველ წელს კი ეძინება,
 წამზე მოლაშქრე საათს ძილზეც კი ეცინება.
                                                     07.12.2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი