ნუ განიკითხავ
ნუ იტყვი ცუდსა სხვაზედა, ენას დააკელ სიტყვანი, ჭორების ამწევ დამწევსა აღარ სჭირდება ისარი, ნუ იტყვი ცუდსა უგულოდ, შენს სიცუდეებს ეწვიე, სიკარგეების ნატეხი გზადაგზა ყველგან ეძიე, ნუ იტყვი სხვა რომ ცუდია, დაკარგე ტყვია, სიტყვების, თვითსიყვარულის მწვერვალზე ჩაცალე შენი ფიქრები, ნუ იტყვი ცუდსა, ვერ ხედავ, სხვისი ფანჯრიდან რა მოჩანს, სარკმელს მზის სხივი ანათებს თუ ზამთრის სუსხი სჭარბობდა, ნუ იტყვი ცუდსა, ნუ იტყვი გაყარე ქარმა ღრუბლები, ნისლში ჩაკარგე მწვერვალი ან მანდვე დაიღუპები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი