ასე თქვა ჩვენმა ბატონმა
მთვარე ცას მოეჭიდება, ვარსკვლავნი გაიშლებიან, აბობოქრებულ სიბნელეს სინათლედ მოედებიან მზე რომ გაიშლის ლაღად თმებს დღეები აენთებიან, სინათლისათვის სიბნელეს ჩრდილებად დაედებიან, მცირედი თესლის დათესვით დიდები დაიზრდებიან, ამ სილამაზის შემყურე მთაბარნი გაშეშდებიან, მდინარეები ივლიან ბატონმა როგორც უბრძანა და ყველა მდგომი სიცოცხლეს მარადიულად უდგანან, ასე თქვა ჩვენმა ბატონმა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ჩვენ კი დიდ თავისუფლებით ცოდვას ცოდვაზე მივათრევთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი