ზაფხული
ივნისის თვეში სილამაზე მხრებს გაშლის მორცხვად, ვარდების სუნთქვა ჰაეროვნად დაჩრდილავს ეზოს, სად მწვანე ცეცხლით აფეთქდება მცენარე ნორჩად და გვირილები იპოვნიან ივლისში ჩეროს, ვარდისფერ ყვავილს ჩაიცვამენ ხეები ატმის, აგვისტო ღიმილს დაიტოვებს მოვა გაისად, ზაფხულის სითბო ჩაიცურებს ჯიბეში ყვავილს, ვით დასასრული დროის, საათის, წუთის, წამისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი