ღამეც მანათებს


ისევ ჩაყლაპა ღამემ ზამთარი,
ისევ სიბნელე ჩამოწვა მთებზე, მოდი დავწეროთ რამე ახალი
ყველაფერზე და თან არაფერზე,

ღრმა მდუმარება ჩამოიშალა
მეგობარივით მიმზერდა ღამე,
სიცივე გარეთ კვლავ კარავს შლიდა, 
დამალობანას თამაშობს მთვარე,

მიზეზი ჩაქრა წერის და მაინც გაღარიბებულს ღამე მანათებს, 
სადმე ხომ მაინც დავჯდები მშვიდად 
და მთვარე ისევ გამოანათებს,

თოვლი კვლავ და კვლავ, ფიფქი კვალდაკვალ, 
ჩემს ნაფეხურებს თანდათან შლიდა,
მე კი ხანდახან ზაფხულზე ვნატრობ და თან ზაფხულის მთვარეზეც მინდა,

ისევ ჩაყლაპა ღამემ ზამთარი, 
ისევ სიბნელე ჩამოწვა მთებზე,
ჯერ არ მინახავს წიგნი ამგვარი
ყველაფერზე და თან არაფერზე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი