საახალწლო (საბავშვო)


საახალწლოდ საჩუქრებს
თოვლის პაპა მოგვიტანს,
კარგად უნდა ვისწავლოთ
გიამ, საბამ, გოგიტამ,

ტანს რომ გადაითეთრებს,
ბუნება და ზამთარი,
ბავშვებს გაგვიხარდება
მაგარია, მაგარი!

გულზე ფიფქებს დაიბნევს
მინდვრები და ნაძვები,
სურვილები აგვიხდეს,
გულით ნაკარნახევი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი