ზეცავ
რატომ მოიწყინე, ზეცავ, რატომ აღარაფერს ამბობ? ხომ არ დაგიბერდა მთვარე, ხომ არ მეჩვენება — დარდობ? ვარსკვლავს აანთებდი უწინ, თოვლში ჩაატევდი ღამეს, მთვარეს ჩაიკრავდი გულში, ღრუბელს აჩუქებდი ქარებს. ხომ არ დაიღალე, ზეცავ, რატომ აღარაფერს ამბობ? ნუთუ დამიბერდი შენცა, ხომ არ მეჩვენება — დარდობ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი