აწმყო


სულში ყვავილები ააყვავე, 
გაათავისუფლე ადგილი, 
წარსულს თავის თავი გაატანე —
ასე ცხოვრებაა ადვილი.

სადაც სიბნელეა, გაანათე,
წარსულს არ აჩუქო აწმყო.
უნდა გაიღიმო, გაატარო,
შენში მზის სხივები აწყო.

იქნებ დღეს ბოლოა — დაფიქრდი,
იქნებ არც გათენდეს ღამე...
შემდეგ შენს ცხოვრებას დააკვირდი —
დღეს ხომ არ გეშლება რამე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი