სიბნელის მიღმა სინათლე


წყენა მცვივა, ვით ოქტომბერს ხეთა ძველი ფარჩა,
პატიება დაიბადა, როგორც მშობლის ერთადერთი ბავშვი.
ვტოვებ ეგოს დამწვარ ლექსთა გადარეულ კვამლთან,
ჭეშმარიტი გზა და სიყვარული მაწვიმს.
მივდივარ და ფიქრი ჩურჩულს მატანს,
სიტყვას, როგორც ახალგაზრდა არწივს.
შენ მიყვარხარ, რომ კითხულობ ამას —
სიყვარული დავარიგოთ აწი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი