დამარწმუნე, რომ ისევ გიყვარვარ...


დამარწმუნე, რომ ისევ გიყვარვარ,

თორემ გავგიჟდები.

ვიქნები ქარში და ვიქნები ყინვაში,

ოღონდ შენი მჯეროდეს.

დამარწმუნე, რომ გიყვარდი მაინც,,

ღირსება შემინახე,

მითხარი, გამიმეორე, გამიმეორე,

გამიმეორე...

 

დამარწმუნე, რომ არ გაცივდა შენი სიყვარული,

არ გასიძულვილდა,

დამარწმუნე, რომ შეზიზღება მხოლოდ ნიღაბია,

გეხვეწები,

დამრწმუნე, რომ თუ ოდესმე ზეცა ჩამოწვება

სამოთხეში მაინც შევრიგდებით.

 

თავზე დამაწვიმდა. ქუჩაში ვიდექი,

ბოლოს როცა გნახე

გალუმპული,

კბილები მტკიოდა, ძვლები მტკიოდა, მტკიოდა ძარღვები,

რადგან მე დავიჯერე, რომ შენ მიღალატე, ხმა ამოიღე!

 

არაფერს არ ყვები...

 

დამარწმუნე, რომ ისევ გიყვარვარ,

თორემ გავგიჟდები.

ვიქნები ქარში და ვიქნები ყინვაში,

ოღონდ შენი მჯეროდეს.

დამარწმუნე, რომ გიყვარდი მაინც,,

ღირსება შემინახე,

მითხარი, გამიმეორე, გამიმეორე,

გამიმეორე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი