გადიან ჩემგან...


გადიან ჩემგან შენზე გრძნობები

გადიან ჩემგან

და ფერს იბრუნებენ ფერწართმეული წითელწართმეული მწვავე ჭრილობები.

გადიან ჩემგან...

 

შენი დანახვა ხელმეორედ

შენი დანახვა

იცოდე აღარ მინდა

წარსულს ჩაბარდა ის მოწყობა

შენ რომ მაბამდი და მაწამებდი.

 

გადიან ჩემგან შენი საწამები

იარაღები და ნაჯახები

სტეპლერის ტყვიები

და რკინის უსითბო

ხელის მტევანი ჩემს მყვირალ პირზე.

შენ როცა გულს გიხსნიდი

შენ როცა ცრემლს გიხსნიდი

შენ როცა გიკიოდი დანამარილები!

მართლა მჯეროდა, რომ გამომიძიებდი.

 

...მაგრამ ტელეფონს არ იღებდი.

 

შენ ხომ არ შემპირდი...

ძირში ჩავჩეხოთ მოთხოვნის საფუძველი!

 

ახლა როცა ისევ

შევცურე იმ სისხლში

შევცურე იმ სახლში, ჩემ სახლში,

გამახსენდა

როგორ მიყვარდი და რატომ მიყვარდი

და წასვლა აღარ მინდა.

 

-მაგარი დებილი ვარ.

 

-არ მიყვარს ეგ სიტყვა!

 

...სახლში შემოსულმა

სხვა რამე დავინახე

სხვა მტერი დავინახე

მთლად ძირფესვიანი

შენ რომ დამიშავე

შენ რომ წამიშალე

შენ რომ დამიჩეხე-ჩემო თავო

ყოველწამს ტირილით და სისხლით ნაძიები

იმდენი არავინ.

მუცელში თევზივით ცოცხალ აღშფოთებას

მართლა შავი რკინის ხელით აკავებდი

გეგონა, პირიკუ ვერ შემოგიტევდი?

გეგონა, ლავის ღარებს ვერ ჩამოგაკაწრავდი?

 

შენი ქვის კედელი

ლამის ბოლომდე მაქვს განაბურღი

ჩემი ქვსიმდამფქვავი თვალით.

შენი ტყუილები

საშინელო,

შენი მორჩილების სალაფავი.

ჩემი თვალკუთხიდან

მარილწყალი

წივილ-კივილით ნამშობიარები.

გამოგრეცხავს და ფხვნილად გამოგიტანს

ჩემი ანთებული, პირღია იარებით.

 

ის ვიღაც მესამე...

 

თავიდან მას მიება

ქინძისთავებით შიდა ომი.

მწვავე და ანთებული გულის ქვემოთ

მუცლის მარცხენა მიდამოში.

 

ვინ ხარ?

 

ალბათ იმიტომ მენატრებოდი რომ

ჩემი სული განასახიერე

მე მკვლელი ვიყავი

და შენი ლურჯი წყალი-

ჩემი მაგიერი.

 

ვინ ხარ?

 

არასწორია, არასწორია ჩემი ფიქრები.

ჩექმადაჭერილი ადამიანის კონფიგურაცია.

ისარგაღუნული განცდები.

ირაციონალური.

აბერაცია.

 

მითხარი.

 

აცალე, იდინოს სისხლმა ძარღვებში

თუნდაც მოწამლულმა.

იქნიონ გრძნობებმა ცოცხალი კუდები

იქნიონ როცა უნდათ.

 

მას:

 

ჩემი ამბოხება შენთვის დიდი იყო

ამიტომ ყოველთვის გიწუნებდი.

შენს ბრაზს მეხამრიდი გაფანტავს გარშემო.

ადრესატს დაზოგავს.

ნგრევას აირიდებს.

უცებ მიჩუმდები.

 

ბოლომდე არც გიცნობ

უბრალოდ იმდენად ერთი იყო

ჩემი შიდა პლანი

შენი შიდა პლანი

გეგმილი შეუცვლელად გადმოვიტანე

და ასე შეგიპყარი.

ჩემს გზაზე სიარულით.

 

ესეც პროექცია.

იომე შენი.

შეშლილი ომი!

 

გადიან გრძნობები ჩემგან,

გადიან გრძნობები შენზე

აქამდე შენ გამო დახოკილი სახის

ახლა ისე

შემრცხვა.

აღარ გელოდები.

 

კივიან მკლავები,

რომლებიც დამილურჯე,

გულზე ჩაქცევის ისტორიები.

ადრე თუ ნაჩეხებად ვხედავდი ყველაფერს

ახლა აფექტი ანალიზს მიება.

 

და... ისევ:

 

სისხლის ზღვაში თვალი გავახილე

ძარღვებს შიგნებიდან ყვავილდები.

შენ რომ ჩემთან იყო

ჩემი რისხვისა და ჩემი ომისა და ამბოხების გარდა

რას არ გავიღებდი.

​

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი