ქარვა (დეტექტივი)


1 თავი
- კვიპროსში დასვენება კარგი აზრი იყო ძვირფასო, სიცხე, ლურჯი ზღვა კუები... ღმერთო ინგლისშიც ასეთი სანაპირო რომ იყოს ამხელა გზაზე არ წამოვიდოდი-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქალი და ქმარს მხარზე ეხუტებოდა.
- კი ძვირფასო მაგრამ ამ ნანგრევებში წამოსვლა რატომღა მოინდომე. დავმტკბარიყავით თბილი ზღვით და გავრუჯულიყავით. ამ კარიერზე რას ვაკეთებთ? - უკმაყოფილო ჯოფი ქვიდან ქვაზე გადახტა, ფეხი დაუცურდა და გადაბრუნებულმა კენჭმა კოჭი ატკინა. ცოლისთვის შეხედვაც კი აღარ უნდოდა, გაბრაზებული ჯიუტად მიიწევდა გზისკენ.
- ჯოფ, ჯოფ - უკან მისდევდა ემა და ცდილობდა თბილი სიტყვებით დაეყოლიებინა ქმარი უკან დაბრუნებულიყო. - ძვირფასო გთხოვ, ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ, დავათვალიეროთ. წელს ყველაზე მეტი ნალექი მოვიდა ბოლო ორმოცდაათი წლის მანძილზე და საინტერესო იქნება წყლის დონის ცვალებადობამ როგორ შეცვალა სანაპირო ზოლი. რამდენიმე ფოტო კიდევ ჯოფ. გთხოვ სტუდენტებს უნდა ვაჩვენოთ.
- ამ მიტოვებულ კარიერზე რამდენი სურათი უნდა გადაიღო? -ჯიჯღინით გამოხედა ქმარმა და კოჭლობით განაგრძო გზა.
- ჯოფ შენ არასერიოზულად უყურებ ჩემს საქმეს და ეს მე არ მომწონს - გაჩერდა ქალი. გულზე ხელები დაიკრიფა და ფეხები დააბაკუნა.
- კარგი ემი, მხოლოდ რამდენიმე ფოტო - გაბუტული ცოლის დანახვაზე გული მოულბა კაცს.
- მიყვარხარ ჯოფ. - გამხიარულებულმა ემამ ტაში შემოკრა და ლოდს გადაახტა.
 რამდენიმე  წუთი ჯოფი ხან ემას უღებდა სურათებს და ხანაც ქალის მითითებულ ქვებს, წყალსა და მისგან სანაპიროზე გამორიყულ ნივთებს. მოთმინება აღარ ყოფნიდა და ერთი სული ქონდა როდის მოშორდებოდა ამ წყეულ ადგილს. გამხიარულებული ემა კი პატარა ბავშვივით ყველაფერს ხელით ეხებოდა და აღტაცებული ყვირილით აყრუებდა იქაურობას
- აქ მარტო ქვები რატოა ემი? მცენარე არსად ჩანს და ნეტავ თევზები არიან წყალში?
-ჯოფ, ჯოფ ეს ხომ მარმარილოს კარიერია. მერე წყალი დაგუბდა და ტბა წარმოიშვა. ნახე რა წითელი წყალია, ალბათ პატარა თევზები იქნებიან მაგრამ მრავალფეროვნება არ მგონია.
- შეხედე ემი, მგონი აქ ჩემოდანია - ხელი გაიშვირა ჯოფმა ქვებში გაჩხერილი ნივთისკენ და თვალები მოჭუტა კარგად რომ დაენახა.
- ვნახოთ რა ჯოფ, იქნებ მეკობრეების განძია - აღტაცებული ქალი მითითებული ქვებისკენ გარბოდა. უკან კი ზურგჩანთის სიმძიმისგან აქოშინებული ქმარი მისდევდა.
- საყვარელო ეს ტბააო, შენ ასე არ მითხარი? რა უნდა აქ მეკობრეებს. მაგრამ რადგან ასე გინდა, მაინც ვნახოთ. ნაგვით იქნება სავსე. როგორც იქნა დაეწია ქალს ქმარი და აქოშინებული მუხლებზე ხელდაწყობილი დააჩერდა მოზრდილ ჩემოდანს.
- აბა ვნახოთ - ხელები მოიფშვნიტა ქალმა და ჩემოდანს შესაკრავი ძლივს გაიხსნა.
- ჯეფ ჯეფ - აკივლდა ემა - აქ მკვდარია.
2 თავი
  ჯერ ნანათლები არ იყო, ქალაქი სრულ სიჩუმეს მოეცვა. ეს ის დროა, როცა ერთ ძილს მტკვარიც კი ასწრებს. ჰაერი ქალის განწირულმა კივილმა გაკვეთა. ხუთსართულიანი სახლის ყველა კარი ერთდროულად გაიღო, თუმცა მხოლოდ შუა ხნის მამაკაცმა გაბედა კიბეზე გამოსვლა და დაბლა ჩაუყვა მას.
მეორე სართულის კიბის უჯრედის მარჯვენა კარი შეღებული იყო. სისხლის რამდენიმე წვეთის გარჩევაც შეიძლებოდა მქრქალ განათებაზე. შესასვლელში მამაკაცის შიშველი ფეხის კონტურები ჩანდა, რომელიც არაბუნებრივად მოკეცილიყო და არ მოძრაობდა. 
ხელის ერთი შევლებით შეაღო კარები შუა ხნის მეზობელმა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. ბინის შესასვლელი სისხლის შხეფებს დაეფარა. იატაკზეც დიდი გუბე იდგა. მის მარჯვნივ კი ქალის სხეული კედელთან ჩაკეცილიყო. თავი გადაედო, ხელები ჩამოეყარა და სისხლში ცურავდა. მკერდიდან ჯერ კიდევ მოჟონავდა ჟანგისფერი სითხე. მეზობელმა უკან დაიხია. სადარბაზოში შეკრებილებს თვალი მოავლო და სასწრაფოს გამოძახება ითხოვა. მერე დარაჯივით ჩადგა კარებში რომ ცნობისმოყვარე ჭორიკნებისგან დაეცვა ბინაში მყოფნი.
რამდენიმე წუთში სასწრაფოს მანქანებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოყვნენ ხმაურით და გააღვიძეს მიჩუმებული ქალაქი. ყვითელი ლენტი გაჭიმეს. ჩემოდნიანმა ექიმებმა კი სწრაფი ნაბიჯით აიარეს ორი სართული.
შემთხვევის ადგილზე მისულ გამომძიებელ მარინე ნაკაშიძეს თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა როცა კარებში ჩამდგარი საღამურებში გამოწყობილი საგამოძიებო სამსახურის უფროსი გურამ ჯიშკარიანი დაინახა. მამაკაცი განკარგულებებს იძლეოდა და ისე იქცეოდა თითქოს ცისფერყვავილებიან ტანსაცმელში კი არა, შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხში ყოფილიყო გამოწყობილი და თეძოზე ტაბელური იარაღი კეთებოდა. მარინემ მორიდებულად შეათვალიერა უფროსი და ოდნავ შესამჩნევი ღიმილით მისკენ დაიძრა.
- ბატონო გურამ მკვლელობაა? - კითხა ქალმა თან ცდილობდა თვალი მისი ყვავილებისკენ არ გაქცეოდა.
- - კი მარინე. კვლელობაა. ახალგაზრდა მამაკაცი მკვდარია. ქალი ჯერ ისევ ცოცხალია. სასწრაფოს ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვნახოთ თუ გადარჩება. 
- შეიძლება შიგნით შევიდე? ექსპერტები უკვე აქ არიან? - მიმოიხედა მარინემ და შესასვლელი კარისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. 
- ექსპერტები მუშაობენ. შედი და ყველაფერი კარგად დაათვალიერა. ეს შენი ჩვენთან დაბრუნების შანსია იმ შემთხვევის შემდეგ. გამომძიებელი შეიშმუშნა. მისმა უფროსმა კი გამომცდელი მზერით შეხედა. - აბა მზად ხარ დაბრუნებისთვის? თვალი გაუსწორა ქალს. რამდენიმე წამის შემდეგ თავი კმაყოფილმა გადაიქნია - გვამი პირველმა მე ვნახე, ჩემს გამოკითხვას დაველოდები. 
- აქ ცხოვრობთ ბატონო გურამ? ახლა მიხვდა ქალი რატომ იყო მისი უფროსი ცისფერ საღამურებში გამოწყობილი. 
- არა მარინე, ეს ახალი უნიფორმაა - გაბრაზებულმა დაიხედა შარვალზე კაცმა, მაგრამ თვითონვე გაეღიმა თავისივე შიშველი ფეხების დანახვისას. 
- მეხუთეზე ვცხოვრობ, პირველი მე ჩამოვედი და მიცვალებულიც და დედამისიც მე ვნახე. 
  სახლის ოდნავ შეღებულ კარებში რამდენიმე ადამიანი მოჩანდა. გვამს დატრიალებდნენ. მარკერებს ნიშნავდნენ და სურათებს იღებდნენ. წითელ შხეფებს მთელი შესასვლელი დაეფარა. კედელს სიგრძეზე ეტყობოდა სისხლის კვალი. მარინემ გვერდი აუარა ექსპერტებს და დიდ ოთახში გავიდა. თეთრი ავეჯი პრიალებდა. წიგნებით სავსე თაროებს შიგადაშიგ სუვერინები ამშვენებდა. ტელევიზორზე საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლირება მიმდინარეობდა. პატარა ჟურნალების მაგიდაზე ერთი ბოთლი ლუდი და მიწის თხილის გაუხსნელი კოლოფი იდგა. დივანზე ჭრელი პლედი უწესრიგოდ მიეგდოთ. 
  მსხვერპლთაგან რომელიმე ტელევიზორს უყურებდა და თავდასხმას არ ელოდა. ამასვე მოწმობდა მოპირდაპირე საძინებელი. არეულ საწოლს ჯერ კიდევ ეტყობოდა ადამიანის ფორმა. 
  მარინეს თვალში სარკის წინ დალაგებული კოსმეტიკური საშუალებები მოხვდა. იდეალურად დაწყობილ ქილებს და ტუბებს შორის მტვრის ნასახიც არ ჩანდა. კარადის თაროები და უჯრები ქალი თეთრეულს და წვრილმან ნივთებს დაეკავებინა. შიდა ნაწილში ფეხსაცმელებს დაედო ბინა. ერთი შეხედვით ყაჩაღობას არ გავდა. 
მეორე საძინებელი უფრო 15-16 წლის ბიჭის ეგონა მარინეს, ვიდრე ზრდასრული მამაკაცის. არეული საწერი მაგიდა, საწოლის თავთან ჩამოკიდებული მაიკლ ჯეკსონის სურათი და როკისა და ჯაზის შემსრულებლების "პოსტერები" თავის ბავშვობას აგონებდა გამომძიებელს. "ეს ბიჭი ნეტავ რამდენი წლის იყო, თუ ჩამორჩენილია ასაკს" ფიქრობდა ქალი და თან ცდილობდა ამ არეულობაში რამე გაერკვია. 
  გამომძიებელს ოთახის დათვალიერება პოლიციის ექსპერტ-კრიმინალისტმა შეაწყვეტინა, რომელიც საძინებლის კარებში ჩამდგარიყო და ელოდა როდის შეამჩნევდნენ. 
- გისმენ ვოვა რა ხდება? - მისკენ შებრუნდა ქალი. 
- მიცვალებული წაიყვანეს ქალბატონო მარინე. შეგიძლიათ შესასვლელი დაათვალიეროთ. 
- პირველადი დათვალიერებით რა გავიგეთ? 
- ახლო მანძილიდან ესროლეს. ტყვიამ საძილე არტერია გაგლიჯა და არტერიულმა სისხლმა შადრევანივით ამოასხა.  ვოვამ დანანებით გადაიქნია თავი. - აი აქ კი - შესასვლელი დერეფნის ბოლოს სისხლიან კედელთან ჩაიმუხლა - ქალი იყო ჩაკეცილი. ტყვია მკერდში მოხვდა. როგორც ჩანს ხმაურზე გამოვიდა. 
მარინემ დერეფანი გადაჭრა და შემოსასვლელი კარის საკეტს დაუწყო დათვალიერება. 
- საკეტი არც ნაწვალებია და არც გატეხილი. კარს შიგნიდან ჯაჭვი აქვს, საკეტითაც ისე იკეტება, რომ გარედან შეუძლებელია მისი გაღება. ესე იგი კარი ბიჭმა გაუღო, მკვლელი არც გაქურდვას აპირებდა და არც ძარცვას. იარაღი ამოიღო და პირდაპირ ესროლა. საინტერესოა ერთის მოკვლას აპირებდა თუ ორივესას? რა ქონდა ამ ხალხს ასეთი რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს. 
- არ ვიცი მარინე, მაგრამ ექსპერტიზამ იქნებ უფრო მეტი გვითხრას. მე გვამის გაკვეთაზე წავალ. როგორც კი რამეს გავიგებ, შეგეხმიანები. 
- მე კი მეზობლებს გამოვკითხავ და  პირველად ჩვენი ცისფერსაღამურიანი უფროსით დავიწყებ.- სიცილი ვერ შეიკავა გამომძიებელმა. ქერა თმა აიკეცა და მოხდენილი ნაბიჯით დაიძრა ცნობისმოყვარე მეზობლებისკენ. 
3 თავი
  პროკურორი იორღოს პალიკარისი გამომძიებელ სოფოკლესთან ერთად წითელი ტბის გარშემო დაყრილ ლოდებს ათვალიერებდა. მარმარილოს კარიერში ჩამდგარ წყალს საზიზღარი სუნი ასდიოდა. აქა-იქ რამდენიმე მკვდარი ფრინველიც ეგდო. ექსპერტები და პოლიციელები სახეზე გაკეთებული ნიღბებით მარკერებს ნიშნავდნენ. ნაპოვნ ჩემოდანს კი სურათებს უღებდნენ. ინგლისელი ცოლ-ქმარი ისეთი შეშინებული იყო, სიტყვა ვერ დააძვრევინეს. გამწარებულმა იორღომ აღარ იცოდა რა ექნა. მისი კარიერა ისედაც ბეწვზე ეკიდა. ზღვის სეზონის გახსნისთანავე უამრავი ტურისტი შემოვიდა, მათ თან ნარკოტიკების დიდი ნაკადი შემოყვა. გადამეტებული დოზით დაღუპულებს ვეღარ აუდიოდა პოლიცია. უცნობი შემადგენლობის წამალმა წალეკა ზღვის სანაპირო ბარები და თანდათან მთელ ქვეყანაში გავრცელდა. მთავარი პროკურორი უკვე დაბარებული ყავდა პრეზიდენტს და მისგან ეფექტურ მოქმედებას ელოდა. ეს საინფორმაციო საშუალებებმა გადასცეს, სინამდვილეში კი ისეთი სახე აწითლებული გამოვიდა უმაღლესი მთავარსარდლის კაბინეტიდან პალიკარისი, საეჭვოა მშვიდი საუბარი ყოფილიყო შიგნით. ახლა ჩემოდანში ჩატენილი გვამის ნარჩენები აცოფებდა კაცს. პირი ისე უჩანდა, რომ ამ საქმეს გადაყვებოდა მისი თანამდებობა. 
  კრიმინალისტებმა თავზე დამდგარი, ერთიანად გაწითლებული და ოფლში გაწუწული პროკურორი რომ დაინახეს, თითქოს გაშეშდნენ. 
- რას მომაშტერდით, გააგრძელეთ. მალე მინდა ყველაფერში გარკვევა - უღრიალა პალიკარისმა და დაცვარული შუბლი მოიწმინდა. 
- გადავასვენებთ  ექსპერტიზაზე და ანგარიშს მალევე მოგაწვდით - მისი დამშვიდება სცადა სოფოკლემ. 
- სოფოკლეს სოფოკლეოს ყველა საქმე გადადე და ამას მიხედე. ესეც თუ ნარკოტიკითაა მკვდარი ყველას ერთიანად გაგიშვებთ სამსახურიდან. მეც თქვენთან ერთად გადავდგები და ის დროა აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანას ვთხოვოთ თავშესაფარი, თუ არა აქ არაფერი გვესაქმება. 
გენპროკურორის ყვირილზე შეშინებულმა პოლიციელებმა აქეთ-იქით უთავბოლო სირბილი დაიწყეს, რითაც კიდევ უფრო აღიზიანებდნენ უფროსს. 
მზემ როგორც იქნა გადაიწია. სიცხე ისე აუტანელი აღარ იყო. სოფოკლემ ადგილის გეგმა გაშალა ქვაზე და ტბასთან მისასვლელ გზებს და მის გარშემო ადგილებს ათვალიერებდა. პროკურორი თავზე ედგა და მისი შიშით უკვე ათასჯერ ნანახს, კიდევ თავიდან უკირკიტებდა. 
- აქვე სამხედრო ბაზაა 5 კმ-ში. იქიდან დავიწყოთ. მათი სათვალთვალო კამერები ყველაზე ახლოს არის ტბასთან. კამერების ჩანაწერები მჭირდება, ვინ როდის და რა მანქანით გაიარა. ყველაფერი უნდა შევამოწმოთ. მაგრამ ეს უზარმაზარი სამუშაა, მარტო ვერ შევძლებ. კნუტის თვალებით შეხედა უფროსს. 
- როგორც კი მეტყვი რამდენი ხალხი და ვინ გჭირდება, მაშინვე გაგიჩენ. ოღონდ სწრაფად და გახმაურების გარეშე უნდა გაკეთდეს ეს საქმე. წადი სამხედრო ბაზაზე, გამოკითხე ვინც გინდა. კამერების ამოღების ორდენს იქვე მოგიტანენ. როგორც კი მორჩები პროკურატურაში გელოდები. ეს საქმე პირად კონტროლზე ამყავს - ღრიალს აგრძელებდა პალიკარისი და დაცვარული შუბლიდან ოფლს იწმენდდა. 
  სოფოკლეოს ისე უნდოდა ამ დაწყევლილი ადგილიდან წასვლა, მზად იყო მთელი კვიპროსის ჯარისკაცები სათითაოდ დაკითხა. მანქანაში ჩაჯდა და ბუღი დააყენა გზაზე ისეთი სისწრაფით გავარდა სამხედრო ბაზისკენ. 
  სასწრაფოს მანქანაში ჩემოდანი მოეთავსებინათ. პირბადეაფარებული ხალხი სარტყელებით ამაგრებდა, მაგრამ იქიდან ამოსული სუნის ატანა უკვე შეუძლებელი იყო. როგორც იქნა მანქანა დაიძრა და პროკურორი მას ფეხდაფეხ გაყვა. ცოტა დამშვიდდა და მოდუნდა. გული უგრძნობოდა რაღაც ძალიან დიდის პატარა ნატეხს მიაგნო და ახლა ის დიდი აშინებდა. ის ის იყო კონდიციონერის სიგრილემ ტვინი დაუმშვიდა, რომ ტელეფონზე ზარი აწკრიალდა. 
- გისმენთ - მობეზრებული ხმით უპასუხა კაცმა. 
- ბატონო პალიკარი, პრეზიდენტი ითხოვს თქვენთან საუბარს - მოესმა ქალის წკრიალა ხმა. 
- სად მის კაბინეტში? - იმ იმედით იკითხა იორღომ, რომ დროს მოიგებდა, სანამ ეახლებოდა ქვეყნის მთავარსარდალს. 
- არა, ახლა ტელეფონით - უპასუხა ქალმა, რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ მამაკაცის ბოხი ხმაც გაისმა. 
- იორღოს - სახელით მიმართა პრეზიდენტმა - რა ხდება? რა გვამია ტბაში? ისევ ნარკოტიკებია? 
- ბატონო პრეზიდენტო - წამიანი პაუზა გააკეთა პროკურორმა, თან ფიქრობდა, ამ კაცს ყველგან თვალები და ყურები როგორ ქონდა, როგორ   იცოდა ყველაფერი ზოგჯერ ისე, რომ მომხდარიც არ იყო.
- გახრწნილი გვამია ჩემოდანში, მარმარილოს კარიერის გვერდით. როგორც ექსპერტები ამბობენ ჩემოდანმა დიდი ხანი გაატარა წყალში. როგორც ჩანს წელს წვიმების გამო ადიდებულმა ტბამ გამორიყა ნაპირზე. მეტი ჯერ არაფერი ვიცი. დაღამებამდე ექსპერტიზას დაასრულებენ და დეტალებს გვაცნობებენ.
- და დროც უნდა იყოს, თუნდაც შუაღამე, დამირეკე და ყველაფერი შემატყობინე.
- დიახ, რა თქმა უნდა - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო პროკურორმა და ტელეფონი გაითიშა. იორღო კიდევ დიდხანს დააჩერებოდა აპარატს, მერე უცებ გაახსენდა,რომ მისი მანქანა ჯერ კიდევ მოძრაობდა და გზაზე გადაიტანა ყურადღება. 


  სამხედრო ბაზაზე მისულ სოფოკლეს უკვე აფორიაქებული ბატალიონის უფროსი შესასვლელში შეეგება.
- რაღაც მიმოსვლა და ხმაური გავიგე წითელ ტბასთან სოფოკლეოს და მშვიდობაა?- იკითხა სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა 55-60 წლის ულვაშიანმა მამაკაცმა.
- სამწუხაროდ არა, ჩემოდანში გვამი იპოვნა ინგლისელმა ცოლ-ქმარმა.ჯერ მეტი არაფერი ვიცით. თქვენი სათვალთვალო კამერები პირდაპირ გზას უყურებს. მათი ჩანაწერები მჭირდება.თქვენი ბიჭებიც უნდა გამოვკითხო. ვინმეს რამე საეჭვო ხომ არ დაუნახავს?
- ჩანაწერებს ვერ მოგცემთ,სანამ ზუსტად არ მეცოდინება რომელი პერიოდის გინდათ.ბიჭებს შევკრიბავ და ყველას ერთად კითხეთ,თუ რამე იციან არ დამალავენ.- თქვა მამაკაცმა და დიდი შენობისკენ გაუძღვა გამომძიებელს.
  ნახევარ საათში საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ ბატალიონს სოფოკლე ყელგამოწეული ეხვეწებოდა, რამე გახსენებოდათ. თუმცა უშედეგოდ. კამერების ჩანაწერებს კი ვერცერთი მოსამართლის ორდენი ვერ უშველიდა, თუ დაახლოებით მაინც არ ეცოდინებოდა რომელი პერიოდის ჭირდებოდა. იმედგაცრუებული კაცი გამწარებული აღმუვლებდა მანქანას და ჯავრს მასზე იყრიდა. ახლა პროკურორთან მისვლა თვითმკვლელობა იყო.ამიტომ გეზი მორგისკენ აიღო,სადაც სავარაუდოდ უკვე ჩემოდნის შიგთავსის დათვალიერება დაწყებული ექნებოდათ.. 
  დიდ მაგიდაზე ჩემოდნიდან თანმიმდევრობით ალაგებდნენ ნახევრად გახრწნილ სხეულის ნაწილებს.პირბადე აფარებულ ექსპერტებს მძაფრი სუნი ცხვირს უწვავდათ. გამომძიებლის დანახვაზე 30-35 წლის სათვალიანმა მამაკაცმა ხელთათმანი გაიძრო და მისკენ დაიძრა.
-მეგობარო შენ იძიებ ამ საქმეს? მძიმე ამბავი შეგხვდა, გაგაძრობენ ტყავს. -უთხრა და მასაც პოლიეთილენის ხალათი მიაწოდა.- პირზე აიფარე, ვერ გაუძლებ.
- ანდრეა,შენი იმედი მაქვს და აქ ამიტომ ვარ.შენ საუკეთესო ხარ,აბა რას მეტყვი? ნარკოტკებია?
- რატომ იძახით ყველა ნარკოტიკებს.ნარკოტკის ციებ-ცხელება დაგეწყოთ თუ რა ხდება.არამგონია მარტო ეგ იყოს.
- აბა?- გაკვირვებით გახედა გვამის ნარჩენებს სოფოკლემ.
- ისე კარგადაა დაჭრილი,სახსრები ისე გადახსნილი, მკვლელი ადამიანის ანატომიას კარგად იცნობს.არც პირველად გაუკეთებია.ზუსტი ნამუშევარია.თავი პირველ მალაზე აქვს გაკვეთილი.ყელი ხორცზე დიდი სიზუსტით გაჭრილი. ხელები იდაყვებში,ფეხები კი მუხლებში მოჭრილი.მენჯი გახსნილი და მოკეცილი. აი ჩემოდანში ტანსაცმელს რომ ჩაალაგებ ,ზუსტად ისე იყო ყველაფერი დალაგებული.
- ქალია თუ კაცი? - გაოცებისგან მხოლოდ ამის კითხვა მოახერხა გამომძიებელმა.
- ქალია ვერ ხედავ? დაახლოებით 25-30 წლის.თეთრკანიანი. ბუნებრივად ქერა თმით. ბულგარელი, რუმინელი, რუსი, ინგლისელი, ბალტიისპირელი, გერმანელი. გესმის რას გეუბნები?- ხელი კრა ანდრეამ გამომძიებელს.
- ხო მესმის . ესე იგი ჩამოსული უნდა ვეძებოთ? თითები? თითები ააქვს? იქნებ ანაბეჭდებიით ვიპოვნო.
- არა თითები არ აქვს.ყველა ზუსტად სახსრებში აქვს მოკვეთილი.მაგით ვერ იპოვნი.
- ნივთები იყო ჩემოდანში?
- კი ტანსაცმელი, რომელიც სავარაუდოდ მოკლულს ეკუთვნის.მაისური, შარვალი, ბუსჰალტერი, საცვლები. ფეხსაცმელი არა. ყველაფერი დაზიანებულია. რამდენიმე საათში მოდელებს აღადგენენ. სახის რეკონსტრუქციასაც დაიწყებენ. დაახლოებითი ფოტორობოტი გექნება.
- რამდენი ხნის გარდაცვლილია?
- დაახლოებით ერთი წლის. წინა ზაფხულის. ჩემოდანიც ზაფხულში ჩააგდეს წყალში.გვამმა გახრწნა იქ დაიწყო. მაგრამ ეტყობა ჩემოდანი ჰერმეტულად იყო დახურული და კუნთები და შინაგანი ორგანოების ნაწილი კარგადაა შენახული.
- სიკვდილის მიზეზი? ნარკოტკები? ალკოჰოლი?
- რამდენიმე საათში გეტყვი.როცა ყველაფერს კარგად შევისწავლით.ანალიზებს გავაკეთებთ.დნმ-ისთვის მასალა ავიღეთ - ხელები გაშალა ანდრეამ და მხრები აიჩეჩა.თითქოს ამბობდა გვაცადე მუშაობსო.
- წავალ მაშინ მე - შებრუნდა სოფოკლე და სწრაფად გაიხადა თეთრი ხალათი. სახეზე აფარებული პირბადე მოიძრო და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
4 თავი
  დილა ადრიან მარინე ნაკაშიძე განყოფილებაში იჯდა და მაისურაძეების მეზობლების ჩვენებებს კიდევ ერთხელ კითხულობდა. მათმა ნაამბობმა არაფერი მისცა გამომძიებელს. არავინ არაფერი იცოდა.არაფერი დაენახათ და გაეგონათ.მარინესთვის მკვლელობის გამოძიება პირველი იყო და დამოუკიდებლად საქმის გაძღოლის ეშინოდა. ბატონ გურამთან კი მხოლოდ კონსულტაცია შეეძლო გაევლო,რადგან ის მოწმე იყო და მასთან საუბარიც კი კანონდარღვევად შეიძლება ჩათვლილიყო. რამდენჯერმე გახედა კიდეც უფროსის კაბინეტს, შესვლაც გადაწყვიტა მაგრამ გადაიფიქრა. მოულოდნელად თავზე ჩრდილი დაადგა. ბატონი გურამი თვითონ გამოსულიყო კაბინეტიდან და ახლა მარინეს წარბშეკრული უყურებდა.
-რაო ქალბატონო მარინე უფროსი საღამურებში  ვნახე და აღარ ვაღიარებ უფროსადო?
- არა ბატონო გურამ, რას ბრძანებთ.  - დაიბნა ქალი და თან მისი ცისფერ ყვავილებიანი საღამურის გახსენებაზე გაეცინა- თქვენ ხომ მოწმე ხართ ამ საქმეში და იმიტომ არ მოვედი.
- ხო ვიცი რომ მოწმე ვარ, მაგრამ ახლა მინდა ჩემს თანამშრომელს მეგობრულად ვესაუბრო.გავიგო როგორ მიდის მისი საქმეები. პირადი ცხოვრება და ასე შემდეგ.ამიტომ ზუსტად ათ წუთში ჩემს კაბინეტში მობრძანდი  ყავა დავლიოთ.
- დიახ ბატონო გურამ - გაეხარდა გამომძიებელს და ფეხზე წამოხტა.- ყავას მე მოვიტან.ჩვენს წინ ისეთი კარგი "სტარბაქსის" ყავა იყიდება,გაგიჟდებით. თქვენს საყვარელ კრუასანებსაც გამოვაყოლებ.
- გელოდები - თვალი ჩაუკრა ჯიშკარიანმა და წელში გასწორდა.- სამი ყავა წამოიღე.ორი მე მინდა.

 გურამ ჯიშკარიანი თავდახრილი იჯდა საწერ მაგიდასთან და რაღაცას გაფაციცებიით წერდა. მარიინემ კარებზე ნაზად მიაკაკუნა და შეიხედა. გაღიმებულმა უფროსმა მაშინვე თავი ანება წერას, პატარა მაგიდასთან სავარძელში გადმოჯდა და აქაფქაფებულ ყავას ისე დაეწაფა, თითქოს სულ ვერ გრძნობდა მის ტემპერატურას.
- დილით საუზმობა ვერ მოვასწარი. ჩემი ცოლი ოცდაათი წელია ყოველ დილით მიმზადებს საუზმეს და მივეჩვიე.როცა ვერ ვასწრებ, მერე სულ მშია.
- ქალბატონი ნინო ძალიან საყვარელი ქალია- გაიღიმა გამომძიებელმა.
- ხო, შენ სულ ორჯერ შეხვდი და კია საყვარელი, ახლა მე მკითხე საფულეს რომ მისუფთავებს თუ მესაყვარლება. ორი წამი შეჩერდა,მერე თვალებში სითბოს სხივი გაუკეთა. - არა ვიტყუები. ჩემი ცხოვრების ნაწილია. ის რომ არ მყოლოდა რა მეშველებოდა საერთოდ. ხელფასიც ჩემზე მეტი აქვს, ჩემზე უკეთესი და წყნარი სამსახურიც, მაგრამ მაინც მე მიისუფთავებს საფულეს. გურამის სითბოჩაღვრილი თვალები გასუფთავებულ საფულესაც წონიდა და მშიერ კუჭსაც.
- შენთან რა ხდება მარინე? კიდევ დადიხარ ფსიქოლოგთან ხო?ხომ არ აცდენ შეხვედრებს?
- არა ბატონო გურამ, სისტემატურად დავდივარ, კარგად ვგრძნობ თავს. ახლა ერთი თვე შვებულებაში იქნება და თვითონ გამგზავნა თავის კოლეგასთან.ახალგაზრდააო მაგრამ ძალიან კარგიაო. თუ გინდა არ მიხვიდე და მე დამელოდეო. არ ვიცი, ვერ გადამიწყვეტია.ახალი ადამიანის გაცნობა და მასთან თავისუფალი საუბარი არ მინდა. მგონი დაველოდები.
- ერთხელ მიდი და მერე გადაწყვიტეთ. იქნებ კარგია. 
- კარგად ვარ უკვე არ მინდა ახალი ფსიქოლოგი. - შეკამათება სცადა მარინემ.
- მარინეეე, მე შენთვის მხოლოდ საუკეთესოს ვისურვებ.ჩემს თავს ვადანაშაულებ იმაში რაც დაგემართა.არ უნდა გამეშვი, ფაქტიურად ცეცხლში შეგაგდე. ამიტომ ახლა მინდა რომ ისეთივე მარინე დამიბრუნდე როგორიც მანამდე იყავი.შიშების გარეშე. შენს წინსვლაზე ვფიქრობ სულ. დიდი მომავალი გაქვს, ჭკუაც გაქვს და მონაცემებიც. განათლებაც და ინტერესიც. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შენი რეაბილიტაციისთვის.
  მარინე თავჩაღუნული უსმენდა, თვითონაც კარგად იცოდა რომ მალე უნდა დაბრუნებოდა ძველ ფორმა,მაგრამ ბატონი გურამისგან მოსმენილი მაინც სხვაგვარად ხვდებოდა ყურს. 
- ისევ მშობლებთან ხარ?- კითხა უფროსმა და ფიქრი შეაწყვეტინა ქალს.
- კი ჯერ ჯერობიით. ფსიქოლოგი ამბობს, ღამე მარტო დარჩენა ჯერ ადრეაო.
- წამლებს იღებ?
- არა, აღარ. მხოლოდ დამაძინებლებს საღამოობით. მსუბუქი რომანების კითხვას მაიძულებს და ძაღლი მაყიდინა. შენს ოთახში უნდა ეძინოს. მეც პეკინესი ვიყიდე და ყოველ დილით და საღამოს ვასეირნებ.
- კარგია, ყველაფერი გამოსწორდება დამიჯერე. გურამმა კიდევ ერთ კრუასანს მოუღო ბოლო და ყავაც თითქმის ბოლომდე ჩაიყვანა.
-მაისურაძეების საქმე ძალან მნიშვნელოვანია შენი კარიერისთვის. პროკურორი შეგიცვალეს და ახალი ლევან არაბული იქნება. მასთან ნებისმიერი კითხვით შეგიძლია მიხვიდე. ძალიან კარგი ბიჭია. უშუალო მოსაუბრე და უძლიერესი თავის საქმეში. ორ წუთში აქ იქნება და გაგაცნობ. წინადადება დამთავრებული არ ქონდა,ოთახში ახალგაზრდა მამაკაცმა რომ შემოიხედა. 
- მოდი მოდი ლევან. ეს მარინე ნაკაშიძეს.გაიცანი.მაისურაძეების საქმეს ის უძღვება - მიიპატიჟა სტუმარი გურამმა. 
- ბევრი გამიგია თქვენზე ქალბატონო მარინე, - ხელი გაუწოდა ქალს მისივე ასაკის მაღალმა და დაკუნთულმა მამაკაცმა. - თქვენ ხომ უდიდესი ოპერაციის სული და გული იყავით. ის ტრეფიკინგის მამები თქვენი ძალისხმევით არიან ახლა "სადაც ჯერ არს". საჩვენებელი თითი მაღლა აწია კაცმა და გაიცინა.
- ხო მაგრამ მაგ ამბავმა ჩემი ფსიქიკაც შეიწირა და კინაღამ თვითონ მეც გამიყოლა - ოდნავ გაატოკა ტუჩები მარინემ.
- ეგ ამბავი ვიცი. უბრალოდ კარგზე გავამახვილე ყურადღება. ბევრი ვერ გაუძლებდა იმ ჯოჯოხეთს თქვენ რომ გაუძელით.
- დაჯექი ლევან და ყავა მიირთვით. კრუასანები უგემრიელესია. მარინე დაგვიბრუნდა და ბოლომდე ახალ საქმეშია ჩაფლული. შენი იმედი მაქვს . მე მკვლელობის მოწმე ვარ, ამიტომ მხოლოდ შორიდან შემიძლია გადევნოთ თვალი - უსიამოვნო საუბარი გააწყვეტინა ჯიშკარანმა წყვილს.
- რა თქმა უნდა ბატონო გურამ, ჩემი იმედი გქონდეთ - ლევანმა ყავის ჭიქა აიღო და ერთი კრუასანიც პირისკენ გააქანა - მოდი დავიწყოთ რა გვაქვს და რას ვაკეთებთ.... მიუბრუნდა მარინეს. ქალმა ფურცელი მოიმარჯვა და ჩანაწერებს ჩახედა. 
- გარდაცვლილი ირაკლი მაისურაძე 30 წლის. ოფიციალურად უმუშევარი. როგორც მეზობლები ამბობენ ძირითადად უბნის ბიჭებთან ერთად " აბირჟავებდა." დედამისი ქალბატონი ლილი კერძო ბაღის მფლობელია. პატარა ბაღია. დიდი შემოსავალი არ უნდა ქონდეს.საჯარო რეესტრის ამონაწერი გამოვითხოვე და შემოსავლები ვნახე. ამ საკითხმა იმიტომ დამაინტერესა რომ, სახლის დათვალიერების დროს თვალში ძალიან ბევრი ძვირფასი სუნამო, ქალის ძვირადღირებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ოქროს ნივთები მომხვდა. ერთი სიტყვით ამ ნივთების ღირებულება ბევრად დიდია ვიდრე მისი მფლობელის შემოსავლები.
- ბინა საკუთრებაში აქვთ?
- კი ბინაც და ძვირადღირებული მანქანაც დედასაც და შვილსაც. ამის გარდა ირაკლი ფლობს აგარაკს საგურამოში. რომელიც რეესტრის მიხედვით შეადგენს ორ ჰექტარ მიწას და ახალ აშენებულ ორსართულიან სახლს.
- პო ეს საინტერესოა... - კიდევ ერთ კრუასანს დასწვდა ლევანი. - ბატონო გურამ, თქვენ მეზობელს მეგობარი მამაკაცი თუ ყავდა? - მიუბრუნდა ჯიშკარიანს.
- ვიის ? - დაიბნა კაცი.
- ქალბატონ ლილი მაისურაძეს. 
- არაა - ჩაფიქრდა გურამი. - მე სახლში შუაღამისას მივდივარ და დილას გამოვდივარ. მამაკაცი კი არა თვითონ მასაც ძლივს ვიცნობდი.ორი წელია რაც ჩვენთან გადმოვიდნენ.მანდ ერთი მოხუცებული ქალი ცხოვრობდა. მისი სიკვდილის შემდეგ, დისშვილებმა გაყიდეს ბინა. ირაკლის უფრო ხშირად ვხედავდი ეზოში. სულ მზესუმზირას აკრატუნებდა და ლუდს აყოლებდა. მოიცა კაცო ქმარი არ ყავდა ლილის? - გაკვირვებულმა გადახედა გურამმა მარინეს.
- ბატონო გურამ, ბატონო გურამ - გაეცინა გამომძიებელს. - მოქმედი ქმარი რომ ყოფილიყო ოჯახში მეგობარ მამაკაცს დავუწყებდით ძებნას? 
- რა ვიცი, რა ვიცი. აშკარად ჩამოვრჩი სამეზობლოს ჭორებს. იცი რა მარინე, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, პირველ სართულზე ერთი გაუთხოვარი თამარა ცხოვრობს ერთ ოთახიანში. წადი იმასთან. ტკბილეული იყიდე და ერთი- ორი- სამი- ოთხი საათი ეჭორავე. იმდენ რამეს გაიგებ, შეიძლება პირდაპირ მკვლელი მოგიყვანოს და გაგაცნოს.
- ეს უკვე კარგია ბატონო გურამ - გაუღიმა ქალმა.
- სახლის ამბავი გავარკვიეთ...ე. ი. მემკვიდრეობით არ მიუღიათ. იყიდეს - საუბარში ჩაერთო პროკურორი. - საგურამოს სახლი? ისიც იყიდეს? 
- კი ისიც იყიდეს, ხუთი წლის წინ. თან საბაზრო ღირებულების თითქმის ნახევარი გადაიხადეს. სახლი ერთ გაკოტრებულ ბიზნესმენ დიტო ცინცაძეს ეკუთვნოდა. ალბათ ფინანსური პრობლემები ქონდა და სასწრაფოდ გაყიდა.
- სად არის ახლა ის კაცი? მასთან გასაუბრება საინტერესო იქნება - ჩაფიქრდა ლევანი. 
- არ ვიცი მაგრამ მოვძებნი. თქვენ ფიქრობთ, რომ რამე კავშირი შეიძლება ქონდეს ამ ამბავთან?
- ყველაფერი შეიძლება მარინე - ჩაფიქრდა პროკურორი.- ქალბატონ ლილის არ ყავს ქმარი. ოფიციალურად არ აქვს დიდი შემოსავალი. ყავს ერთი უსაქმური შვილი, რომელსაც სავარაუდოდ თვითონ არჩენს. ამ დროს ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ყიდულობს აგარაკს, ბინას და მანქანას. აქვს ძალიან ბევრი ოქროულობა და ძვირფასი ნივთი. ამ ვინმე აფინანსებს, ან უკანონო შემოსავალი აქვს.
- იქნებ ირაკლი არის გარეული საეჭვო საქმეებში? მკვლელმა პირველად ხომ მას ესროლა. იქნებ იცის იყო სამიზნე.
- არც ეგაა გამორიცხული, მაგრამ მე დედა უფრო მგონია და რა ვქნა. ამხელა კაცი ოცდაოთხი საათი რომ ქუჩაში იდგა, რა ფულს შოულობდა, დედას რომ ასეთ ფუფუნებაში აცხოვრევდა. რაღაც არამგონია.- შეეპასუხა ლევანი და ფეხზე წამოდგა. 
- ბატონო გურამ მოწევა შეიძლება? - იკითხა და ხელში სიგარეტი შეათამაშა.
- აი იქ ფანჯარასთან,ოღონდ არ გამამხილო, ხომ იცოდი სახელმწიფო დაწესებულებებში არ ეწევიან.
- არა რას ამბობთ. პროკურატურაშიც სამ- ოთხ საათიანი თათბირი და წყვეტა- გლეჯვა რომ გვაქვს, სულ ეზოში დავრბივართ ხოლმე.დავიღალე კაცი - გაუღიმა გურამს პროკურორმა და ბედნიერმა ფანჯარასთან გადაინაცვლა.
- ქურდობა ან ყაჩაღობა ხომ არ იყო? თუ ამდენი ძვირფასეულობა ქონდა,. ვინმეს თვალში მოხვდებოდა - დაინტერესდა ჯიშკარიანი.
- სახლის კარები არც გატეხილია და არც ნაწვალები. შიგნიდანაა გაღებული ჯაჭვიც. ესე იგი მკვლელს ან იცნობდნენ, ან რამე ისეთი უთხრა, რის გამოც სახლში შეუშვეს. მკვლელმა მხოლოდ ორი- სამი ნაბიჯი გადადგა შესასვლელში და ესროლა ირაკლის. მეორე ტყვია დედამისს და უკან გამობრუნდა. გაძარცვა ან ქურდობა რომ დომოდა, სხვაგვარად მოიქცეოდა. იარაღი კალაშნიკოვის ტიპისაა, აკ-47.
- რააა??- გაოცებულმა მამაკაცებმა სიტყვა შეაწყვეტინეს მარინეს.
- ეგ ხომ ტერორისტების იარაღია. ადვილად საშოვნელი არაა, შავ ბაზარზეა. ძირითადად უკანონო შეიარაღებული ფორმირებები იყენებენ. მაგით რატომ არ დაიწყე. - საყვედურიანი სახით შეხედა გურამმა. 
- არაუშავს ბატონო გურამ, სხვა დროს გაითვალისწინებს. რაც გვითხრა ისიც საინტერესო იყო. - დაამშვიდა საგამოძიებოს უფროსი პროკურორმა. 
  მარინემ თავი ჩაღუნა და სახეზე წამოწითლდა. თმა აიკეცა და მამაკაცებს შეხედა.
- ვოვამ რა თქვა იარაღზე? - ჩაეკითხა გურამი. 
- ეს იარაღი მაშინვე კლავსო.ტყვია მოხვედრისთანავე იფანტება ორგანიზმში და ფატალური შედეგი აქვსო. ისეთი სიზუსტით არის ნასროლი, რომ მკვლელი სნაიპერია, ან ძალიან კარგად ფლობს იარაღსო. 
- ეს კიდევ უფრო ამყარებს ჩემს ეჭვს, რომ მკვლელი ან მოგზავნილი იყო, ან თავისი ნებით მისული. მისი მიზანი ამ ადამიანების განადგურება იყო.
- საავადმყოფოდან რა ისმის?
- ორი პოლიციელი დარაჯობს ქალბატონ ლილის,როგორც კი შეძლებს საუბარს,გაგვაგებნებენ. 
- მეტი არაფერი გვაქვს? - ლევანმა საათს დახედა.
- არა ჯერ მეტი არაფერი - ფურცლებს ჩახედა მარინემ- მე ქალბატონ თამარასთან წავალ და მერე დიტო ცინცაძეს მოვძებნი.
- კარგით ხალხო, დავიშალოთ მაშინ, მეც მამყოფეთ საქმის კურსში. ახლა საქმეებს მივხედოთ - ხელები გაშალა ჯიშკარიანმა.
  ქალბატონი თამარა გაპრანჭული, ნახევარ საუკუნეს კარგა ხნის გადაცილებული, წითლად თმა შეღებილი ქალი აღმოჩნდა. მარინემ დიდი კალათით საუკეთესო ტკბილეულობა,რომ მიართვა დიდი სიამოვნებით შემოდგა თავისივე ასაკის ჩაიდანი, თავისივე ასაკის გაზზე და მურაბიანი ჩაის მომზადება დაიწყო.
- ორი წელია რაც ჩვენთან გადმოვიდნენ, მაგრამ მე ლილის დიდი ხანია ვიცნობ. ბინა მე ვაყიდინე ჩემს მეზობლად.ტკბილეულობა მოქონდა ხოლმე ჩემთვის - სიამაყით განაცხადა ქალმა და კალათში ჩაყო ხელი. ერთი ფილა შოკოლადი ამოიღო და ისეთი სიამოვნებით ჩაკბიჩა, მარინეს ხველება აუტყდა.
- საიდან იცნობდით ლილის ქალბატონო თამარა?- როგორც იქნა სული მოითქვა გამომძიებელმა.
- თბილისი პატარაა. ლილი ახალი ჩამოსული იყო სოფლიდან და მამაჩემმა ქარხანაში დააწყებინა მუშაობა. სულ პატარა გოგო იყო. ობოლი არავინ ყავდა. ჩვენ კი არაფერი გვაკლდა.ბევრი სტუმარი მოდიოდა ხოლმე ჩვენთან. მამას ლილი მოყავდა, სახლის საქმეებში და სტუმრების გამასპინძლებაში დასახმარებლად.
- თქვენ მაშინაც მეგობრობდით?
- არა რას ამბობ - შეიცხადა ქალმა- სოფლელ გოგოს თავს როგორ გავუყადრებდი.ლაპარაკი და ქცევა არ იცოდა. განათლება არ ქონდა, როიალზე ის არ უკრავდა,  არ მღეროდა, არ ცეკვავდა. მაგის გამოჩენა სირცხვილი იყო ყველგან.
- აბა როდის დამეგობრდით? - დაინტერესდა გამომძიებელი.
- ცხოვრება რომ აირია, მამაჩემს ინფაქტმა დაარტყა.აღარაფერი დაგვრჩა.მერე დედა მოკვდა და ლილიც წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან. წლები გავიდა და ერთ დღეს მომაკითხა ძვირფასი მანქანით. ძვირფასი ქურქით, ლილი ვარო. ჩამსვა მანქანაში და ქალაქის მაღაზიები დავიარეთ. 
მარინეს გაეღიმა. თამარა ტიპიური მედროვე, კარგ ცხოვრებას მიჩვეული ქალი იყო, რომელსაც ძვირფასი ნივთები და ფული ყველაფერს ერჩივნა.
- რა გითხრა,სად ვიყავიო?საიდან მაქვს ეს მანქანაო- კითხა გამომძიებელმა.
- უკრაინაში წასულა. ვიღაც მდიდარ კაცს გაყოლია ცოლად და ირაკლიც იქ გაუჩენია. უკან რომ დაბრუნდა, ირაკლი მაშინ 15 წლის იქნებოდა. ახლა აღარ არის ჩემი ბიჭი ცოცხალი - თვალზე ცრემლი მოადგა ქალს. 
- ისევ ისეთი საუბარი და ქცევა ქონდა? თუ შეიცვალა? თქვენი მოსაწონი გახდა?
- რას ქვია მოსაწონი - აიმრიზა თამარა - მე ყოველთვის მომწონდა.მშვენიერი მოსაუბრეა ლილი. ქართულად, რუსულად და უკრაინულად საუბრობს. არაფერი ეშლება. ისე გაკაპასდა თამარა, თითქოს ორი წუთის წინ თვითონ არ აკრიტიკებდა ლილის ახალგაზრდობის დროინდელ ეტიკეტის წესებს. 
- თქვენი წყენინება არ მინდოდა ქალბატონო თამარა, თქვენ ხომ თქვით დაკვრა და სიმღერა არ იცოდაო. იმიტომ გკითხეთ. - მის დამშვიდებას შეეცადა მარინე.
- ხო მართალია დაკვრა არც ახლა იცის.არც სიმღერის გაეგება რამე, მაგრამ ჩაცმა,ქცევა და ძვირფასი ნივთების ცნობა იცის. მოდას მიყვება და არც პატივისცემას ივიწყებს.
- პატივისცემაში რას გულისხმობთ? - დაინტერესდა გამომძიებელი და ჩაი მოსვა. ამ ცხელი სითხის მოყვარული არასდროს ყოფილა, ახლა კი თამარას ისე დაეტკბო მაყვლის მურაბით, რომ მალე დიაბეტი დაემართებოდა.
- იცის რომ კარგად ცხოვრება,, ძვირფასი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მიყვარს და ხშირად მოაქვს ხოლმე. ფულსაც მიტოვებს, აბა მარტო პენსიით როგორ ვიცხოვრო.
- ახლა რას საქმიანობს ლილი?
- შენ გამომძიებელი არ ხარ? - გვერდიდან შეხედა ნახევრად დახუჭული თვალებით თამარამ მარინეს.
- გამომძიებელი ვარ,მერე?- ახლა მარინემ შეხედა თვალმოხუჭულმა.
- მერე ვერ გაიგე რომ ბაღი აქვს? ეგ ყველამ იცის.ძალიან კარგი კერძო ბაღი აქვს. იქიდან აქვს ყველაფერი - გაწიწმატდა ქალი.
- აგარაკიც, ბინაც, მანქანაც? - ჩაეკითხა მარინე
- კი ყველაფერი. ხელები გულზე დაიკრიფა ქალმა. 
- რაღაცას მატყუებ ქალბატონო თამარა.მე მეგობრულად მოვედი თქვენთან სასაუბროდ. მაგრამ მეგობრობა თუ არ გინდათ, ოფიციალური ორდენით მოვალ პოლიციელებთან ერთად - ხმაში მუქარა გაურია ქალმა.
- ბაღი აქვს,რატომ უნდა გატყუებდე?
- თქვენ არ მითხარით, მანქანით მოვიდაო და მაღაზიოებში წამიყვანაო? მაშინ ხომ არ ქონდა ბაღი. 
- მაშინ უკრაინიდან იყო ახალი ჩამოსული. იქ მუშაობდა და იმ ფულით იყიდა მანქანა. 
- რაზე მუშაობდა უკრაინაში?
- არ ვიცი,მე საიდან ვიცი
- კიდევ მატყუებთ... თვალებში დაჟინებით ჩახედა მარინემ.
- როვნოში მუშაობდა ქარვის გადამამუშავებელ ქარხანაში.- გამოტყდა თამარა.
- მერე ეს რა დასამალი იყო? თუ კიდევ მატყუებ რაღაცას?
- არა, არაფერს.უბრალოდ არ უყვარს ლილის ამ ამბის გახსენება.
- ირაკლიზე რას მეტყვი, როგორი ბიჭი იყო?
თამარას თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ხმით აღრიალდა. შავი ფანქარი ლოყებზე ჩამოუვიდა, ცრემლებმა მთელ სახეზე შავი ტალები დატოვეს.
- ჩემი გაზრდილია, ჩემი გაზრდილია - იძახდა და თავს ვერ იკავებდა. მარინემ ერთი ჭიქა წყალი მიუტანა და მის დამშვიდებას დაელოდა.
- რა გითხრა ირაკლიზე, მაგაზე კარგი ბავშვი არ არსებობდა. თბილი, ტკბილი და მოსიყვარულე. სკოლა ისე კარგად დაამთავრა, გვეგონა საზღვარგარეთ გააგრძელებდა სწავლას,მაგრამ უცებ ვიღაც გოგოს გადაეკიდა. უფრო სწორად შვილებიან ქალს. მერე იმან მიატოვა და ქმარს დაუბრუნდა. ეს კი ნარკოტიკებს მიეძალა. ქუჩაში გავიდა. აქ რომ. გადმოვიდნენ ეკლესიაში წავიდა.წამალსაც შეეშვა და დედას ეხმარებოდა ხანდახან.
- ადრე სად ცხოვრობდნენ?
- ვარკეთილში ნაქირავებში. მერე საგურამოში. აქ ორი წლის წინ გადმოვიდნენ. ჩემს ირაკლის უნდოდა ახლოს ეცხოვრა ჩემთან. 
- დამშვიდდით ქალბატონო თამარა. ახლა ძალა და ენერგია გჭირდებათ. მაისურაძეებს ნათესავები ყავთ ირაკლი რომ დაკრძალონ?
- არავინ ყავთ ჩემს გარდა, მეზობლებმა თქვეს, ჩვენ მივხედავთ ყველაფერსო. ირაკლი ყველას უყვარდა.
- ქალბატონ ლილის მეგობარი მამაკაცი ყავდა?- იკითხა მარინემ, თითქმის სულ არ აინტერესებდა.ქალი გაშეშდა,თვალები სწრაფად შეიმშრალა და სიბრაზისგან დაკვესა.
- რას ლაპარაკობ,შენ ლილი როგორი ქალი გგონია. რა იკადრე,რადგან მარტო ზრდიდა შვილს,კაცი უნდა ყოლოდა?
- საწყენად არ მითქვამს ქალბატონო თამარა.რა გასაკვირია ასეთი ლამაზ ქალს ვინმე რომ ყოლოდა.მამაკაცების ყურადღებას მიიპყრობდა.
- ხო მოსწონდათ, - უცებ დამშვიდდა ქალი- მაგრამ ახლოს არავის იკარებდა. რომ ეფიქრა ვინმეზე,აუცილებლად მეცოდინებოდა. 
- მეც ეგ გითხარით, ლამაზი ქალია და ეყოლებოდა თაყვანისმცემელი აბა რაა. თქვენ ხომ საერთოდ,არაჩვეულებრივად გამოიყურებით. დარწმუნებული ვარ, ბევრს მოსწონხართ
- ასეცაა - გაინაზა თამარა- მაგრამ ჩემი შესაფერისი ვერავინ ვიპოვნე
- მართალია,რთულია - დაეთანხმა მარინეც და ქალი კვლავ ლაპარაკის ხასიათზე მოიყვანა.
- შენ არ გყავს ქმარი? - დაინტერესდა უცებ თამარა. 
- არა,არ მყავს.
- რატომ? მართალია ლამაზი ხარ,მაგრამ ისე არა როგორიც მე ვიყავი.
გამომძიებელს გაეცინა: ჯერ ვერც მე ვიპოვე შესაფერისი.
- ჩვენი ეზოს ბიჭები ლაპარაკობდნენ, ირაკლი საქმეს ლამაზი ქალი იძიებსო. შეგირჩევ ვინმეს.
- კიდევ რას ლაპარაკობდნენ ბიჭები? - დაინტერესდა მარინე.
- პატარა გოგოა, მაგან რა უნდა გამოიძიოსო. გამომძიებელი ქალი რა დედის ტ... არისო. 
გამომძიებელს გაეცინა. მაგრამ არ გაკვირვებია.
- ქალბატონო თამარა რას ამბობენ ბიჭები,რა მოხდაო? იქნებ ცოტა დამეხმაროთ.
- ირაკლის არავინ არაფერს დაუშავებდაო...
- ხო მაგრამ... -აღარ გააგრძელა გამომძიებელმა.
- არ ვიცი გენაცვალე,ბიჭებმაც არაფერი იციან. 
ქალი გაჩუმდა, მარინე მიხვდა, რომ აუდიენციის დამთავრებუოს დრო იყო, დაემშვიდობა მასპინძელს და ბინა დატოვა.
5 თავი
  იორღოს პალიკარისი მძიმე დღის შემდეგ დასვენებას გეგმავდა, მაგრამ ცოლის უამრავი ზარის შემდეგ იცოდა, რომ სიმშვიდე არ ეღირსებოდა. მისი კარიერა ბეწვზე ეკიდა. ოჯახი კი უკვე სამ წელზე მეტია თავზე ენგრეოდა. მუდმივად სილამაზის სალონებსა  და მაღაზიებში მოსიარულე ქალს, აღარ ყოფნიდა პროკურორის შემოსავალი პლასტიკურ ქირურგიასა და ბრენდულ სამოსებზე.ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუფუჭდათ,რაც ერთადერთმა შვილმა მეგობარ გოგოსთან საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა.დედა ეჭვიანობდა, საზრუნავი აღარ ყავდა და მთელ ჯავრს ქმარზე იყრიდა. 
  იოორღომ მანქანა სახლის წინ გააჩერა თუ არა, კარები გაიღო და გაპრანჭული მარია გამოჩნდა. კაცს იმედი მიეცა, იქნებ სადმე აპირებდა წაბრძანებას ქალბატონი თავის მრავალრიცხოვან სადაქალოსთან ერთად.
- იორღოს პალიკარის, რომ გირეკავ, ტელეფონს რატომ თიშავ? - თეძოებზე ხელი შემოიწყო ქალმა
- ძვირფასო, ჩემი სამუშაო ხომ იცი, რთული დღე მქონდა, ახლა ვივახშმოთ და ყველაფერზე ვისაუბროთ, რაზეც გინდა - გაკაპასებული ცოლის დაწყნარება სცადა პროკურორმა. 
- არც ვახშამი და არც საუბარი, ჩაიცმევ შარვალ- კოსტუმს და ახალი სასტუმროს გახსნაზე მივდივართ. - გაანჩხლდა ქალი- შენ რა არ გახსოვს, რომ დღეს უნდა წავსულიყავით? 
- მახსოვდა ძვირფასო, მაგრამ იქნებ გადავიფიქროთ, დავიღალე - თავი მოისაწყლა კაცმა, არადა წარმოდგენა არ ქონდა, რომელი სასტუმრო იხსნებოდა და საერთოდ, ქონდა თუ არა საუბარი ამ თემაზე ცოლთან.
- არავითარ შემთხვევაში, ჩაიცმევ და მივდივართ,მთელი ქალაქი იქ იქნება და მე ვერ გამოვაკლდები - არ ცხრებოდა მარია და თან ფეხებს აბაკუნებდა.
- მარტო რომ წახვიდე? - შეაპარა კაცმა, რასაც სამზარეულოს თეფშის მსხვრევის ხმა მოყვა. იორღოს მსგავსი სცენა უკვე არაერთხელ ქონდა ნანახი, მანქანის გასაღები ჯერ ისევ ხელში ეკავა. შებრუნდა და ქალის ისტერიკებისთვის აღარ მოიუქცევია ყურადღება, ისე გავარდა სახლიდან.
  პროკურორის მანქანის სპიდომეტრი უკვე კრიტიკულ ნიშანს უახლოვდებოდა, ტელეფონს რომ დაწვდა და საგულდაგულოდ შენახული ნომერი მოძებნა.
- გისმენ იორღოს- მოისმა ქალის ნაზი ხმა ტელეფონში. 
- სახლში ხარ? - დაბალი ხმით იკითხა მამაკაცმა.
- დიახ, გელოდები მოდი - იყო პასუხი.
- რესტორანში გავივლი,რამეს წამოვიღებ.ათ წუთში შენთან ვარ - თქვა და ტელეფონი გათიშა. 
  სოფია იორღოს პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო, უდედმამო პალიკარისს დიდი ამბიციები ქონდა. არაფრისმქონელი და ღატაკი თავისი თავიც ძულდა და მიუხედავად სოფიასადმი გიჟური სიყვარულისა მაინც " კარგ მამიკოიან" მარიაში გაცვალა ღარიბი გოგონა.
  სოფია წლები არ გამოჩენილა მის ცხოვრებაში,მაგრამ როცა მიხვდა, რომ ცოლთან მშვიდად ყოფნა მის ძალებს აღემატებოდა, სოფიას სახით მშვიდი თავშესაფარი მოძებნა. ჯერ მის უმამოდ დარჩენილ შვილს დაეხმარა ბრიტანეთში სწავლის გაგრძელებაში. მერე კი მარტო დარჩენილ სოფიას არ აკლებდა ყურადღებას. თითქოს დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობდა.
  რამდენჯერმე ცოლთან ოფიციალურად დაშორებაც გადაწყვიტა გენპროკურორმა, მაგრამ სკანდალების და ყვითელი პრესის მოყვარული მისი ცოლი კარიერას გაუნადგურებდა. ეს უკანასკნელი კი ერთადერთი იყო რაც გააჩნდა და ვერავის და ვერაფრის გულისთვის შეელეოდა. 
  კარები შუა ხნის ძალიან ლამაზმა ქალმა გაუღო. მისი ცოლისგან განსხვავებით არც წივილ- კივილი დაუწყია და არც ფეხების ბაკუნი. ნაზად აკოცა ლოყაზე და კარებში შეატარა. იორღომ ორივე ხელი წელზე მოხვია,. დაატრიალა და ყელში ხანგრძლივი კოცნით დააჯილდოვა, რასაც ქალის გულიანი კისკისი მოყვა. მამაკაცმა ლავიწის ძვალზე გადაინაცვლა და ნელა ჩაუყვა მკერდისკენ. 
- შენ გშიოდა როგორც მახსოვს - გაიღიმა ქალმა.
- ჯერ შენ უნდა შევჭამო - ისე უპასუხა იორღომ, რომ არ გაჩერებულა. ქალი ხელში აიტაცა და მეორე სართულის კიბეებისკენ დაიძრა. ნელა შემოაძარცვა ტანსაცმელი და ორივე საბნის ქვეშ გაუჩინარდა.

  სოფოკლეს სულაც არ უნდოდა დილა ადრიან გენ პროკურორის შეჩეხება, ამიტომ გეზი ლაბორატორიისკენ აიღო, იმ იმედით,რომ ქვეყნის საუკეთესო ექსპერტი ანდრეა რამე საიმედოს იტყოდა. თეთრხალათიანი თანამშრომლები აქეთ- იქით დაბორიალობდნენ. სამუშაო დღე ჯერ არ დაწყებულიყო და ერთმანეთის მოკითხვებით იყვნენ დაკავებული. გამომძიებელს რამდენიმე წუთი მოცდა დაჭირდა,როგორც იქნა კარებში ანდრეას შავი თმა და სახე გამოჩნდა. გაკვირვებისგან წარბები აწია და სოფოკლესკენ დაიძრა. 
- ასე დილა ადრიან რა ხდება სოფოკლეოს? - ხელი გაუწოდა ექსპერტმა გამომძიებელს.
- თუ საქმე დროზე არ დავამთავრე, ჩვენი გენ პროკურორი ცოცხალს არ დამტოვებს - შესჩივლა კაცმა ანდრეას.
- უფ წარმომიდგენია გუშინდელი დღის შემდეგ რა ხასიათზე იქნება. ყური მოვკარი, პრეზიდენტმა აიყვანა პირად კონტროლზე ეს საქმეო.
- დავღუპულვარ ანდრეა და ეგაა. შენ რას ფიქრობ, რასთან გვაქვს საქმე?
- ჯერ რამის თქმა ნაადრევია, მაგრამ... - პაუზა გააკეთა კაცმა - სუფთა ნამუშევარია, ისე კარგადაა დაჭრილი გვამი, ქირურგის ნახელავი გეგონება. თითქოს სიამოვნებას იღებდა მკვლელი. არავითარი დნმ და რამე საიდენტიფიკაციო მასალა.არაფერი საერთოდ. 
- ნუ მაშინებ ანდრეა, გინდა მითხრა, რომ სადისტი მკვლელი გვყავს? - შიში დაეტყო სახეზე გამომძიებელს.
- მე იმის უფრო მეშინია,რომ მარტო ერთი არ იქნება - თავი გადააქნია კაცმა.
- რამე მაინც მომეცი ამოსაცნობად,რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ.
- წამოდი, გუშინ გვიან ღამემდე ვმუშაობდით. სახე აღადგინეს,ასე რომ ფოტო რობოტი გაქვს, შეგიძლია დაკარგულთა ბაზაში მოძებნო.
  მამაკაცები საუბრით დერეფანს გაუყვნენ და რამდენიმე მინებიანი კაბინეტის გვერდის ავლით დიდ და კარგად განათებულ ოთახში შევიდნენ.
- აი ტანსაცმლის ექსპერტიზა გაუკეთებიათ ნარჩენების მიხედვით. მოდი გადახედე - მაგიდაზე დადებული თხელი საქაღალდე მიაწოდა ანდრეამ გამომძიებელს.
- მშვენიერია, ვიცით უკვე რაც ეცვა ქალს, ფოტოც გვაქვს.სიკვდილის მიზეზი რა არის? - საქაღალდედან თავი აწია სოფოკლემ. 
- ასფიქსია, ხელით მოახრჩვეს.
- წინააღმდეგობას უწევდა? თავდასხმა იყო? 
- არ ვიცი, ხელის კიდურები რომ ქონდეს, შეიძლება ფრჩხილების მდგომარეობით რამე მეთქვა. ახლა კი ძნელია ვარაუდის გამოთქმა. მაგრამ მენჯის ძვალი და საშოს კუნთები გაფართოებულია, რაც მაფიქრებინებს, რომ სიკვდილის მომენტში სექსით იყო დაკავებული.
- რააა?- თვალები დააჭყიტა გამომძიებელმა.
- ან პარტნიორმა მოკლა, ან ერთთან სექსი ქონდა და მეორემ მოკლა. ეგ უკვე შენი საქმეა - თავი დაუქნია კაცმა.
- უფრო და უფრო არ მომწონს ეს ამბავი - საქაღალდეს ხელი დაავლო სოფოკლემ და დაუმშვიდობებლად გავარდა დერეფანში.

6 თავი
  საწოლიდან თავი ძლივს აწია მარინემ, ჟინჟლავდა და ციოდა. დაბურული ცა არ თენდებოდა. ამინდი ხასიათზე მოქმედებდა და ისედაც უძილო ღამის მერე დილით ლოგინიდან ადგომა არ უნდოდა. მთელი ღამე თვალს როგორც კი მოხუჭავდა, ისევ ბნელ სარდაფში ხვდებოდა, სადაც ტირილი, კვნესა და იარაღის ხრჭიალი ისმოდა. სიბინძურესა და ანტისანიტარიაში ოთხი ქალი იტანჯებოდა.მაგრამ მშველელი არსად იყო. ზუსტად იმ დღეებში გარეთ ჭექა-ქუხილი არ ჩერდებოდა. მარინეს კოშმარებიც ამიტომ ცოცხლდებოდა ხოლმე და მთელ ღამეს ტელევიზორის ყურებაში ატარებდა.გამთენიას დაღლილ -დაქანცულს ჩაეძინებოდა და დილას გაღვიძება უჭირდა.
  როკი არ ჩერდებოდა, გასეირნება უნდოდა და ხან საბანზე ექაჩებოდა და ხანაც სახეს ულოკავდა. როგორც იქნა აიძულა პატრონი ფეხზე ამდგარიყო. ახლა ფუმფულა კუდის ქიცინით კარებთან ცქმუტავდა. 
  მარინე ახალი ფსიქოლოგის მონახულებას არ აპირებდა, მაგრამ წუხანდელი კოშმარის შემდეგ, სხვა გზა არ ქონდა. სავარაუდოდ ცუდი ამინდი კიდევ სამი- ოთხი დღე გაგრძელდებოდა. ტელეფონს დასწვდა და ექიმთან ვიზიტი დაგეგმა. როკიც იქვე ეზოში გაასეირა და დივანზე მოიკეცა თვალის მოსატყუებლად.
  ლევან არაბული ქაღალდებს ალაგებდა, რაღაცას ნიშნავდა, რაღაცას ბეჭდავდა. ლამის თავზე ეყარა საქმე და მაინც ტელეფონს დაჩერებოდა. ვერ ისვენებდა. ბოლოს მოთმინება გამოელია და დარეკა.
 - ლაშა მარინე ნაკაშიძე მოვიდა შენთან?- მიაყარა ჩქარ-ჩქარა.
- არა ჯერ არ მოსულა. ერთ საათში ველოდები. რა მოხდა რატომ კითხულობ?
- ეგ გოგო ტრეფიკინგის საქმეში იყო. გაიტაცეს და ძლივს გადარჩა. ახლა პირველად იძიებს მკვლელობის საქმეს იმ ამბების შემდეგ და მინდა დავრწმუნდე რომ თავს გაართმევს. რთული საქმე ჩანს, თუ მზად არაა სხვა გამომძიებელს მოვითხოვ.
- ვნახავ, დაველაპარაკები და გეტყვი. მეტი რა ვქნა - მოკლედ მოუჭრა დვალმა.
- კარგი შენი იმედი მაქვს. ახლავე მინდა ვიცოდე მქონდეს  თუ არა მაგ გოგოს იმედი.
ლევანმა ტელეფონი გადადო და ისევ ქაღალდეს მიუბრუნდა. რაღაც აწუხებდა და არ ასვენებდა პროკურორს.
  ლაშა დვალის კაბინეტი ერთი ჩვეულებრივი პატარა ოთახი იყო.  არც დიპლომებით გადაჭედილი კედლები და არც ფსიქოლოგიური წიგნებით გადავსებული თაროები. ერთი საწერი მაგიდა და ორი სავარძელი შეადგენდა ოთახის ინტერიერს. ფსიქოლოგი პატარა სავარძელში იჯდა და გამომძიებელ მარინე ნაკაშიძის საქაღალდეს კითხულობდა. მის წინამორბედს საკმაოდ ბევრი ჩანაწერი გაეკეთებინა. უმრავლესობა საკმაოდ მძიმე იყო. მიხვდა რატომ შფოთავდა პროკურორი ნაკაშიძეზე. საქაღალდეში თავჩარგულს კარებზე დაკაკუნება არ გაუგია. მხოლოდ მაშინ აწია თავი, როცა ოთახში მოხდენილი , ქერა თმიანი ქალი შემოვიდა. კლასიკურ შავ შარვალში პერანგი ჩაეკეცა, მოკლე მკლავიანი, ტანზე მომდგარი პიჯაკი შეეკრა. და მომხიბვლელად უღიმოდა ფსიქოლოგს. დვალი ერთ წამს დაიბნა და თვალი გაუშტერა.
- უკაცრავად, ლაშა დვალს ვეძებ - გაუღიმა ქალმა. 
- მე ვარ,მაგრამ ახლა შეხვედრა მაქვს და თუ შეგიძლიათ დამელოდეთ.
- კარგი დაგელოდებით, მაგრამ ჩვენ ამ დროზე შევთანხმდით და - ქალი შეყოვნდა - ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს მერე, თუ შეგიძლიათ სწრაფად მიმიღოთ.
- შევთანხმდით? შემახსენეთ სახელი - განრიგი გადმოიღო დვალმა.
- მარინე ნაკაშიძე - გაიღიმა გამომძიებელმა.ლაშამ თავი ნელა ასწია ფურცლებიდან.ასეთ მომხიბვლელ და გაღიმებულ გამომძიებელს არ ელოდა.მისი წარმოდგენით ნაკაშიძე ღრმა დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი,ნახევრად გათიშული, ალბათ გაწეწილი და მოუვლელი უნდა ყოფილიყო.
- დიახ, დიახ თქვენ გელოდით. მობრძანდით. მისი წინ მდგარ სავარძელზე ანიშნა დვალმა. 
მარინე მოკალათდა, გრძელი ფეხები ერთმანეთზე გადადო და გაიღიმა.
- მე ლაშა დვალი ვარ, ფსიქოლოგიის დოქტორი. ძალიან მიხარია რომ მობრძანდით.
- მადლობა, - გაიღიმა მარინემ - ჩემი სახელი და გვარი გეცოდინებათ და ალბათ ჩემი სამედიცინო ისტორიაც ზეპირად იცით.  ამიტომ თავს არ შეგაწყენთ.
- თუ გნებავთ მომიყევით, დრო მაქვს 
- ახლა არა სხვა დროს იყოს - თავიდან აიცილა ფსიქოლოგის შემოთავაზება მარინემ - ახლა სხვა საკითხზე მოვედი.  ზოგჯერ როცა ჭექა- ქუხილია დაძინება მიჭირს. ჩემმა ფსიქოლოგმა, თქვენმა წინამორბედმა მსუბუქი დამაწყნარებელი გამომიწერა. დამიმთავრდა და რეცეპტი მჭირდება. მარინემ ჩანთიდან წამლის კოლოფი ამოიღო და ფსიქოლოგს მიაწოდა.
- მხოლოდ ამას სვამთ? - შეათვალიერა კოლოფი ლაშამ.
- დიახ, - გაეცინა გამომძიებელს - თქვენ მართლა გიჟი ხომ არ გგონივართ?
- არა რას ამბობ, არც მიფიქრია, პირიქით მშვენივრად გამოიყურებით. უძილობის გარდა რამე ხომ არ გაწუხებთ? მოლანდებები, შიშები...
- არა, არაფერი. ჩვეულებრივად ვარ. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სამსახურში დავბრუნდი და ახალ საქმეს ვიძიებ მოტივირებული და ენერგიით სავსე ვარ. 
- ძალიან კარგი, რეცეპტს ახლავე მოგცემთ. თუ დაგჭირდეთ კიდევ მობრძანდით, თუ არა ერთ თვეში თქვენი ფსიქოლოგიც დაბრუნდება.
- დიდი მადლობა - წამოდგა ქალი, რამდენიმე წუთი დაელოდა, რეცეპტი გამოართვა და კაბინეტიდან გავიდა.ლაშა დვალი კი ისევ ისე გაოცებული დატოვა როგორც შემოსვლისას.დვალმა თავი გაიქნია გამოსაფხიზლებლად და ტელეფონს დაწვდა.
- ლევან მარინე ნაკაშიძეზე ვსაუბრობდით ნამდვილად? ქერა თმით და ულამაზესი თვალებით? - მიაყარა სულმოუთქმელად.
- ხო კიდევ გრძელი ფეხებით და ტრ.. . ით.იყო მოსული? 
- იყო და მე თუ რამე გამეგება ფსიქიატრია- ფსიქოლოგიაში გეტყვი, რომ გიჟები თქვენ ხართ და არა ის ქალი. ან ძალიან მაგარი მსახიობია და კარგად იტყუება, ან მართლა კარგადაა.რა ეჭვები გეპარება, ისეა მოტივირებული, ერთი საქმე კი არა, მთელი პროკურატურა რომ აკიდო ზურგზე, იმასაც გაუძლებს.
- მაგის ისტორია რომ მოგასმენინა...
- ვიციი და გირჩევ დაივიწყო - აღარ გააგრძელებინა საუბარი დვალმა პროკურორს და ტელეფონი გაუთიშა.
  
- ბატონო დიტო, დიდი მადლობა შეხვედრაზე რომ დამთანხმდით. მხოლოდ რამდენიმე კითხვა მაქვს დიდ დროს არ წაგართმევთ.- გაუღიმა მარინე ნაკაშიძემ დიტო ცინცაძეს. კაცს რომელიც საკმაოდ დიდ და ძლიერ ბიზნესმენად ითვლებოდა, სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, ახლა მხოლოდ ორი სასურსათო მაღაზიის მფლობელი იყო .სწორედ მისგან იყიდა ნახევარ მილიონ დოლარად შეფასებული აგარაკი ლილი მაისურაძემ.
- დრო მაქვს, გისმენ გენაცვალე - სათვალე შეისწორა კაცმა.
- რამდენი წლის წინ გაყიდეთ საგურამოს აგარაკი?
- აგარაკი?... ჩაფიქრდა ცინცაძე - ალბათ ხუთი წლის წინ.
- შეიძლება ვიკითხო რატომ?
- გავკოტრდი მეტი რა გითხრა. ბენზინის ექსპორტს ვაკეთებდი. ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოვიდა. ფასი დააგდო. მე ვერ გავუძელი. ყველაფერი გავყიდე ფული რომ მქონოდა. ერთი სიტყვით ვერც საქმე შევინარჩუნე და აგარაკიც გავყიდე. 
- სახლი ლილი მაისურაძემ იყიდა პირდაპირ თუ ვინმე სხვამ და მერე გადასცა მაისურაძეს?
- არა მაისურაძემ იყიდა. შვილი ყავდა 25-26 წლის და ის ბიჭი მეკონტაქტებოდა ხოლმე.
- თანხა მთლიანად მოგცა თუ ნაწილ- ნაწილ.იმიტომ ვკითხულობ, რომ ამხელა თანხა ადვილი გადასახდელი არაა ერთად.
- ნაწილ-ნაწილ არ მაწყობდა, არც შემვაჭრებია, როგორც კი ვთქვი ფასი,მაშინვე გადამიხადა. მეორე დღესვე გადავუფორმე
- საიდან მოვიდა ეს ქალი, ვინ მოიყვანა თქვენთან?
- ბევრმა იცოდა რომ ვყიდდი. ერთმა ნაცნობმა მოიყვანა.
- ხომ არ დაინტერესდით ამდენი ფული საიდან ქონდა ასე ერთიანად?
ცინცაძეს გაეცინა: მართლა დამაინტერესა და რაღაცები ვიკითხე ამ ქალზე.უფრო სწორად შემეშინდა რამე შარში არ გავბმულიყავი. რაც გავიგე ისაა, რომ აქ ბევრი არაფერი, ერთი პატარა კერძო ბაღი აქვს,მაგრამ უკრაინაში შოულობს ძირითადად ფულს.
- როგორ გგონიათ, რას საქმიანობს უკრაინაში ქალბატონი ლალი?
- მე როგორც გავიგე ქარვის ბიზნესში იყო, მაგრამ რა და როგორ, დეტალებით არ დავინტერესებულვარ.
- ძალიან დიდი მადლობა ბატონო დიტო.თუ რამე გაგახსენდათ დამიკავშირდით გთხოვთ.
- რა მოხდა, რატომ დაინტერესდით ასე მაგ ქალით.შეიძლება მითხრა?
- შვილი მოუკლეს და თვითონ კომაშია.- თითქმის ჩურჩულით უთხრა მარინემ.
- რას ამბობ კაცო, რა უბედურებაა. რომელი უნდა ვუსურვო, გამოჯანმრთელება თუ სიკვდილი აღარ ვიცი. შვილის სიკვდილის შემდეგ რაღაა სიცოცხლე.- თავი ჩაღუნა კაცმა, მერე მარინეს დაემშვიდობა და მძიმე ნაბიჯებით დატოვა შეხვედრის ადგილი.

 ის ის იყო გამომძიებელმა მარინე ნაკაშიძემ მანქანა გააჩერა და თავისი საყვარელი "სტარბაქსის" ყავა იყიდა, რომ ტელეფონი აწკრიალდა. პროკურორ არაბულის ნომრის დანახვაზე გული აუჩქარდა და ხელები ისე აებნა ერთმანეთში, ლამის ცხელი ყავა გადაისხა ფეხებზე.ასეც იქნებოდა, რომ არა ვიღაცის ხელი, რომელმაც ბოლო წამს აართვა ქაფქაფა სითხე. მარინეს არ შეუხედავს მშველელისთვის, ისე უპასუხა ტელეფონს.
- გისმენთ ბატონო ლევან, მარინე ნაკაშიძე ვარ

- მარინე საავადმყოფოდან რეკავს პოლიციელი, მაისურაძე გონს მოვიოდაო.მაგრამ ჯერ ექიმი არავის აკადრებს.როგორც კი უფლებას მოგვცემენ მაშინვე უნდა ვესაუბროთ. უჩვენოდ არავის შეუშვებენ.
- კარგი ბატონო ლევან. დროებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა ცხელი ყავით ხელში მდგარ გადამრჩენელს, რომელიც მოთმინებით ელოდა და უღიმოდა.
- ბოდიში და მადლობა. აა თქვენ ბრძანდებით? ბატონი ლაშა დვალი, ფსიქოლოგიის დოქტორი - გაუღიმა ქალმა.
- დიახ მე ვარ, კარგად დაგიმახსოვრებიათ.როგორ ბრძანდებით?
- კარგად მადლობა. მშველის თქვენი აბები. 
- ცუდ სიზმრებს აღარ ხედავთ? - მომხიბვლელად უღიმოდა ფსიქოლოგი.
- არა კოშმარები მხოლოდ ჭექა- ქუხილის დროს მაწუხებს.
- მაგ დროს მარტო არ უნდა იყოთ - ურჩია დვალმა.
- არც ვარ, ჩემთან სულ როკის ძინავს.
- უკაცრავად? - ვერ მიუხვდა ფსიქოლოგი.
- როკის ძინავს, ჩემს ძაღლს- გაუღიმა მარინემ 
- ახლა გასაგებია, შენს საწოლს როკის უყოფ მარტო? - დააზუსტა ლაშამ.
მარინე იცინოდა და თან ქარი მის ქერა თმას აქეთ-იქით აფრიალებდა.
- ბატონო ლაშა,იმის გაგება თუ გნებავთ, ღამის პარტნიორი მყავს თუ არა, გეტყვი რომ არა. ასე რომ ჩემს როკიზე ნუ გაბრაზდებით. ახლა კი ჩემი ყავა მომეცით და დიდი მადლობა რომ გადამარჩინეთ.
- არაფრის, მიმსახურეთ როცა გნებავთ. - გაიღიმა დვალმა და მარინეს ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად.

ლილი მაისურაძის პალატასთან ორი პოლიციელი იდგა. ორივეს ხელში ტელეფონი ეკავა და თავს ირთობდა. ლევან არაბულის და მარინე ნაკაშიძის დანახვისთანავე ჯიბეში ჩამალეს ტელეფონები და მიესალმნენ მოსულებს.
პაციენტს სახე გათეთრებოდა, ბევრი სისხლის დაკარგვის გამო. უსინათლო თვალები მიანათა სტუმრებს და ჩუმად ჩაიჩურჩულა : ირაკლი ცოცხალია?
მარინემ პროკურორს გადახედა. არ იცოდა რა ეპასუხა. პროკურორმა კი ექიმს შეხედა. პაციენტი დაპროგრამებულივით ერთი და იგივეს იმეორებდა : ირაკლი ცოცხალია, ირაკლი ცოცხალია" . როგორც იქნა ლევანმა გამბედაობა მოიკრიბა.
- არა ქალბატონო ლილი, გარდაიცვალა. ვწუხვარ.
ქალს თვალები გაუფართოვდა, მერე ერთმანეთს დააჭირა. ცრემლებით აევსო და ტირილის ხმამაც არ დააყოვნა. ექიმმა ანიშნა გარეთ გასულიყვნენ პოლიციელები.
დერეფანში ნახევარი საათის ცდის და ორ-ორი ჭიქა ცხელი ყავის დალევის შემდეგ, როგორც იქნა ექიმმა ლილი მაისურაძესთან შესვლის უფლება მისცა პროკურორს და გამომძიებელს.
- ქალბატონო ლილი საუბარი შეგიძლია? - კითხა მარინემ თვალებდახუჭულ ქალს. 
- დიახ, - შეხედა ლილიმ სველი თვალებით. ცრემლები ლოყებზე ჩამოდიოდა და ყურის კუთხეში თმაში იკარგებოდა.
- მე გამომძიებელი მარინე ნაკაშიძე ვარ, თქვენზე თავდასხმას და თქვენი შვილის მკვლელობას ვიძიებ. შეგიძლიათ კითხვებზე მიპასუხოთ?
- კი შემიძლია, მისუსტებული ხმით თქვა ქალმა.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ იმ საღამოს რას აკეთებდით?
- ადრე მოვედი,ძალიან დაღლილი ვიყავი,თან მაღალი წნევა მქონდა. ირაკლი სახლში იყო, ფეხბურთს ელოდებოდა.ვივახშმეთ.მე წამალი დავლიე.ირაკლი მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. უკნიდან მივეპარე და კისერზე ვაკოცე. შემომხედა და წარბშეკრულმა მითხრა "პატარა ბიჭი ხომ არ ვარო" მერე ადგა და ჩამეხუტა. ქალს ცრემლები უფრო მოერია და ქვითინი დაიწყო.
მარინემ რამდენიმე წუთი აცადა,სანამ დაწყნარდებოდა.
- მერე რა მოხდა? შეგიძლიათ გაიხსენოთ?
- მე დავიძინე. გასროლის ხმამ გამაღვიძა. თითქოს კვნესა გავიგონე.ავდექი და ოთახიდან გავედი. შემოსასვლელში შუქი ენთო.ირაკლის დავუძახე. აქეთ არ მოხვიდე დედაო, ძლივს მითხრა. გავიქეცი. ძირს ეგდო და სისხლში ცურავდა. მერე მეორე გასროლა გავიგონე და მკერდში ტკივილი ვიგრძენი. მეტი აღარაფერი მახსოვს.
- დაინახე ვინ გესროლა?
- არ ვიცნობ. უცხო იყო.- ამოიკვნესა ქალმა და თვალები დახუჭა.
- ქალბატონო ლილი შეგიძლია აღმიწერო როგორ გამოიყურებოდა?- ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა მარინემ ავადმყოფს.თან ფურცელი და ფანქარი მოიმარჯვა. 
- მაღალი, ძალიან მაღალი იყო. შავი ტანსაცმელი ეცვა.დიდი მხარ-ბეჭით.ცოტა კეხიანი ცხვირი და სქელი ტუჩები.თვალები ვერ დავინახე. "კეპკიანი"  ქუდი ეფარა. 
- კიდევ გახსოვს რამე?- თავი აწია მარინემ და თვალებში შეხედა ქალს.
- თხელი სახე და გამოკვეთილი ნიკაპი. მეტი არაფერი მახსოვს.
მარინემ ფურცელი სახესთან მიუტანა ავადმყოფს
.- დაახლოებით მაინც გავს?- კითხა და ნახატზე მიუთითა.
- კიი გავს, ცოტა უფრო პატარა ცხვირი და გამოკვეთილი ყვრიმალები. გამომძიებელმა ნახატი გაასწორა.
- ახლა? - კიდევ ერთხელ მოიუთითა ფურცელზე.
- ახლა ნამდვილად ისაა. - თავი დააქნია ავადმყოფმა.
პროკურორი ლევან არაბული თვალებ გაფართოვებული უყურებდა ქალებს და საუბარში ჩარევას არ ჩქარობდა.
- რას საქმიანობთ ქალბატონო ლილი?- კითხვა ლილის გამომძიებელმა, ნახატი რომ შეინახა.
- კერძო ბაღი მაქვს.
- დიდი შემოსავალი აქვს თქვენს ბაღს?
- არც ისე, იმდენი რომ მშიერი არ მოვკვდე.
-მაშინ ამიხსენით, როგორ შეიძინეთ ძვირადღირებული აგარაკი საგურამოში და ბინა დიღმის მასივში?
- თქვენ ჩემს დასადანაშაულებლად მოხვედით აქ?- წამოენთო ქალი.
- არა იმის დასადგენად, ვინ შეიძლება ასე ძალიან გმტრობდეთ,რომ თქვენი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა.
მაისურაძე გაჩუმდა და ისევ ცრემლები გადმოცვივდა.
- რას საქმიანობდით  უკრაინაში?- საუბარში ჩაერთო არაბული.
- ქარვის ქარხანაში ვმუშაობდი.მინერალს ვწმენდდი მინარევებისგან.
- ახლაც გაქვთ რამე კავშირი უკრაინასთან?
- არა,აღარ.
- ჩვენ კი გვითხრეს, რომ ახლაც გაქვთ ბიზნესი - სულის მოთქმა არ აცადა მარინემ.
- ნაცნობები ჯერ კიდევ შემომრჩნენ.ბიზნესი არ მაქვს.
- არ მეტყვით აგარაკის საყიდელი ფული საიდან გქონდათ? - ძველი კითხვა გაიხსენა გამომძიებელმა.
- უკრაინაში მუშაობის დროს დავაგროვე და სანამ სარფიანად არ დაბანამდე, ვინახავდი.მარინემ ლევანს შეხედა.კაცმა თვალები დახუჭა და გაიღიმა.
- ირაკლის მამა ვინ არის, შეიძლება გავიგო?
- გენადი ბაბროვიჩი, 10 წლის წინ გარდაიცვალა.
- დაქორწინებული იყავით?
- არა ცოტა ხანი ვცხოვრობდით ერთად.
- თქვენ რას ფიქრობთ მომხდარზე? ვის შეიძლება ასე გაემეტებინეთ და რატომ?
-წარმოდგენა არ მაქს. - ამოიხვნეშა მაისურაძემ.
აპარატურამ წკაპუნს უმატა.მარინეს კიდევ უნდოდა კითხვების დასმა,მაგრამ ექიმი უკვე ანიშნებდა შეეწყვიტათ გამოკითხვა.
- ახლა დაგემშვიდობებით ქალბატონო ლილი, დაისვენეთ და გამოჯანმრთელდით - ფეხზე წამოდგა პროკურორი.
-შეიძლება ახლობლები მოვიდნენ? ირაკლი მყავს მისახედი - აუცრემლიანდა თვალები ავადმყოფს.
- კი შეიძლება მიიღოთ ვინც გნებავთ.თუ ექიმი ნებას დაგრთავთ.- ფეხზე წამოდგა მარინე და ქალს დაემშვიდობა.ფეხდაფეხ პროკურორი მიყვა.
- რას ფიქრობ ბატონო ლევან? მიუბრუნდა გამომძიებელი პროკურორს ეზოში გასვლისთანავე.
- მგონია რომ რაღაცას მალავს.
- მეც ასე მგონია, იქნებ უკრაინასთან არის დაკავშირებული ეს ამბავი.ქალბატონი ლილი ერიდება როვნოზე საუბარს.
- მეც ეგ მაეჭვებს.ოფიციალურად მივწერ კიევს და მოვითხოვ ირაკლის მამის გენადი ბაბროვიჩის საქმიანობის გარკვევას. ლილი მაისურაძის მუშაობის წლებზე იქნებ რამე გავიგოთ. მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული უკრაინასთან. დაგვეხმარებიან.არაბული გაჩუმდა.მანქანა დაძრა და მერე თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
- არ ვიცოდი თუ ხატავდი
- ხანდახან როცა დრო მაქვს- ჩურჩულითვე უპასუხა ქალმა.- ეს ნახატი არაოფიციალური ფოტო რობოტია, მაგრამ იქნებ დაგვეხმაროს.
- დაგვეხმარება.
მარინეს სახლამდე გზა ისე გაიარეს, ხმა არცერთს ამოუღია.კარებთან კი აწკმუტუნებული როკი ელოდა, რომელიც სიხარულით შეახტა პატრონს და ხელები გაულოკა.

 
7 თავი
იორღოს პალიკარისი დილიდან ცოფებს ყრიდა, მისი ღრიალის ხმა მთელ შენობაში ისმოდა. გამწარებული თანამშრომლები დამფრთხალი თაგვებივით დარბოდნენ აღმა- დაღმა.ამჯერად საგანგებო სიტუაციების სამსახურზე იყო გაბრაზებული გენ პროკურორი, რომლებმაც უარი უთხრეს წითელ ტბაში ჩაყვინთვაზე და სპეციალურ აღჭურვილობას ითხოვდნენ.
წითელი ტბა ტოქსიონებით იყო სავსე, ჩვეულებრივი აღჭურვილობით იქ ჩასვლა სიკვდილზე ხელის მოწერას ნიშნავდა. ინფორმაციამ დილიდან პრესასა და ტელევიზიაში გაჟონა და ყველგან ეს ამბავი ისმოდა. მხოლოდ პირადმა მდივანმა გაბედა გენპროკურორის კაბინეტში თავის შემოყოფა და სოფოკლეს მოსვლა აცნობა.
სავსე საქაღალდით გამოცხადდა სოფოკლე პროკურორის კაბინეტში. მშვიდად ამოალაგა ქაღალდები და მაგიდაზე გაშალა.იორღო ელოდა, როდის დაიწყებდა საუბარს გამომძიებელი.მაგრამ მოთმინება ნელ-ნელა ეწურებოდა.როგორც იქნა ფოტოებს დაწვდა სოფოკლე და პროკურორს აჩვენა.
- ჩვენი გარდაცვლილი ნიკოლა პეტროვაა, ბულგარელი,განქორწინებული.ქმარი ბულგარეთშია. ყავს შვილი 12წლის სტეფანი.მათი გაუჩინარების შესახებ განცხადება ნიკოლას მეგობარმა პეტრო იივანოვმა გასული წლის მარტის თვეში გააკეთა.ერთ საათში ველოდები დეტალური გამოკითხვისთვის.
- რას საქმიანობდა პეტროვა კვიპროსში? - სურათს დახედა იორღომ, საიდანაც მომხიბვლელი ქერა ქალი იმზირებოდა. სავსე წითელი ტუჩებით და დიდი ცისფერი თვალებით.
- რესტორანში მუშაობდა მზარეულის დამხმარედ, ჯერ არ გავსაუბრებივარ მის თანამშრომლებს.
- ქმარი?
- ქმარი არ ვიცი, ბულგარეთშია. ოფიციალურად შვიდი წლის წინ განქორწინდნენ.იმის შემდეგ ჩამოვიდა ქალი კვიპროსში.
- ნარკოტიკები, ძარცვა, ქურდობა, პროსტიტუცია, რამეში ხომ არ იყო გარეული? - გააკეთა დიდი ჩამონათვალი პროკურორმა.
- ყველაფერი გადავამოწმე, არსად არაფერია.ორჯერ არის დაჯარიმებული მანქანის სიჩქარის გადაჭარბებაზე და არასწორ პარკირებაზე. თუ რამეს აკეთებდა არ ვიცი, მაგრამ პოლიციას არ გამოუჭერია. მისი სამოსი იაფფასიანი საშუალო ხარისხისაა, დიდი შემოსავალი რომ ქონოდა, ასეთი ლამაზი ქალი აუცილებლად იყიდდა ძვირფას ნივთებს.
- შვილს ვერ პოულობ?
- ვერა, ვერცერთ სკოლაში ვერ ვნახე რეგისტრირებული ამ სახელის და გვარის გოგონა. აი მოვა ივანოვი და უფრო მეტს გავიგებ.
- ექსპერტიზამ რა თქვა?
- ანდრეამ გააკეთა, იმის თვალს კი ვარაფერი გამოეპარება ხომ იცი.
იორღომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
- ხოდა ანდრეამ თქვა, ხელით არის დახრჩობილიო, სექსის დროს, კულმინაციურ მომენტშიო.
-რააა?- პირი დააღო და თვალები გადმოცვივდა გაკვირვებულ იორღოს.
- მეც ეგ რეაქცია მქონდა ბატონო პალიკარის, მაგრამ იმას გეუბნებით რაც მითხრა ექსპერტმა.
- შენ ამბობ, რომ საყვარელმა მოკლა?
- ან ერთი ღამის პარტნიორმა.
- ხო, ეგეც შეიძლება - თავის დაქნევით ჩაილაპარაკა პროკურორმა.
- თითები არ არის ჩემოდანში. სხეული ისეა დანაწევრებული და ჩალაგებული, მკვლელი ანატომიაში ძალიან კარგად ერკვევა და ხელიც გავარჯიშებული აქვსო.ტანსაცელიც კი იდეალურად იყო დაკეცილი.
- სულ ნუ გამაგიჟებ სოფოკლე - თითი დაუქნია პალიკარისმა გამომძიებელს.
- რა ვქნა ბატონო პალიკარის, ასეა..- ამოიხვნეშა გამომძიებელმა.
- კიდევ რამეა?
- არა მეტი არაფერი. წავალ ივანოვს შევხვდები.მერე მოგახსენებთ დანარჩენს.  სოფოკლემ ისევე დინჯად აკრიბა თავისი ქაღალდები როგორც დააწყო და კაბინეტი დატოვა.იორღოს პალიკარისი კიდევ რამდენიმე წამი იჯდა გაშეშებული, მერე თვალებში ნაპერწკლები აენთო და ტელეფონს დასტაცა ხელი.

პეტრო ივანოვი მაღალი ახალგაზრდა მამაკაცი იყო. თხელი სათვალე და იდეალურად დაყენებული ვარცხნილობა ამშვენებდა. გამომძიებლის კაბინეტში თეძოს რხევით შევიდა და მომხიბვლელი ღიმილით დაუჯდა წინ სოფოკლეს. მის ფონზე ჯმუხი გამომძიებელი კიდევ უფრო უხეში გამოჩნდა.
- მე პეტრო ივანოვი ვარ, ნიკოლა პეტროვას უახლოესი მეგობარი. - ტუჩების პრანჭვით გააცნო თავი სოფოკლეს.
- თქვენც ბულგარელი ბრძანდებით? - დაინტერესდა გამომძიებელი და ფურცელი მოიმარჯვა.
- დიახ, მეც და ნიკოლა ბულგარელები ვართ.
- დიდი ხანია რაც კვიპროსში ცხოვრობთ?
- თითქმის შვიდი წელია, მას შემდეგ რაც ნიკოლა ქმარს დაშორდა

- რატომ დაშორდა? ძალადობის მსხვერპლი ხომ არ იყო და იმალებოდა?
- არა რას ამბობ, მშვენიერი ცოლ-ქმარი იყვნენ, დიმიტრის სხვა შეუყვარდა და მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს.
-დიმიტრი ქმარს ქვია? რას საქმიანობს?
- დიახ, დიმიტრი პეტროვი მშვენიერი მამაკაცია - გაინაზა პეტრო- პატარა რესტორანი აქვს სოფიაში, მზარეულობაც მან ასწავლა ნიკოლას.
- როდის გაუჩინარდა ნიკოლა პეტროვა?
- არ გაუჩიინარდა,. დამემშვიდობა და ისევ წავიდა - ხმა გაუტყდა ივანოვს.
- ვერ გავიგე - გაუკვირდა გამომძიებელს.
- 15 მაისს წავიდა. მანამდე ერთად ვცხოვრობდით, მე ნიკოლა და სტეფანი, მისი შვილი.
- სტეფანი სადაა ახლა?
- ისიც დაიკარგა დედასთან ერთად.
- მერე აქამდე რატომ არ განაცხადეთ ამის შესახებ?- თვალებიდან ცეცხლი გადმოყარა გამომძიებელმა.
- პოლიციაში მითხრეს, დედას თუ ვიპოვით შვილი გამოჩნდებაო. - გაღიზიანება დაეტყო ივანოვსაც ხმაში.
გამომძიებელმა ამოიხვნეშა, აღარფერი უთქვამს, მაგრამ მისი გახშირებული სუნთქვა სიბრაზეს აფრქვევდა.
- შენ ამბობ, რომ დაგემშვიდობა.სად წავიდა და რატომ? - მიუბრუნდა იოვანოვს. 
- ზამთარში, დაახლოებით იანვრის ბოლოს ერთი მამაკაცი გაიცნო.მაისის თვემდე მიმოწერა ქონდათ ინტერნეტით. ხანდახან ტელეფონითაც საუბრობდნენ.მაისის დასაწყისში აია- ნაპაში თხოვა ჩასვლა.უნდოდა რომ მასთან გადასულიყო საცხოვრებლად. ნიკოლა დიდხანს ფიქრობდა, მაგრამ ბოლოს ბინა იქირავა აია-ნაპაში და იქ გაემგზავრა.ერთი კვირა ყოველ დღე მირეკავდა, მარიო ჯერ ვერ ვნახე, მივლინებაშიაო.ჩვენ კარგად ვართო.სამუშაოც იპოვა. მერე უცებ ერთ დღეს აღარ დამირეკა, არც მეორე, არც მესამე დღეს. ერთი კვირის მერე პოლიციაში მივედი. რომ მოვუყევი ყველაფერი, ასე მითხრეს, ალბათ მარიოსთან ერთად გაემგზავრა სხვა ქვეყანაშიო. არ დავიჯერე, მაგრამ ვეღარაფერი ვქენი - ცრემლებით დაასრულა მოყოლა პეტრომ.
- ბავშვი? შვილი სად წაიყვანა?
- თან წაიყვანა. ორივე ერთად გაქრნენ.
- თქვენთან რა ურთიერთობა ქონდა? თქვენთან ცხოვრობდა და სხვა მამაკაცებს ხვდებოდა?
პეტრო იოვანოვს გაეღიმა: ბატონო სოფოკლეოს, მე ჰომოსექსუალი ვარ, მამაკაცები მომწონს, ნუთუ ვერ მიხვდით აქამდე?
სოფოკლე დაიბნა, რა ეპასუხა არ იცოდა და ქაღალდებს დაუწყო ფურცვლა.
- ნიკოლა ნარკოტიკებს ხომ არ იღებდა?
- არა, არავითარი ნარკოტიკი. სასმელი და მსგავსი საშუალებები. სიგარეტსაც არ ეწეოდა.
- ბევრი მამაკაცი ყავდა?
- განქორწინების შემდეგ - ჩაფიქრდა პეტრო- ერთი, ორი, სამი. მარიო მესამე იყო.
მარიოზე რას მეტყვი, რა იცი?
- ზუსტად სადაურია არ ვიცი, ყოფილი სამხედროა.ახლა თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტზე მუშაობს.ნანახი არ მყავს, არც ფოტოთი ვიცი. ვიდეოთვალით საუბრობდნენ ხოლმე. ნიკოლა ამბობდა ძალიან მაღალი, ნავარჯიშები და ლამაზი მამაკაციაო. თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზეო. 
გამომძიებელმა რაღაც მოინიშნა.
- სად გაიცნო ნიკოლამ მარიო?
- გაცნობის საიტია OKKON.COM მე დავარეგისტრირე. ნიკოლას არ უნდოდა მაგრამ ზოგჯერ ერთად შევდიოდით და ვერთობოდით. 
- ამ ვებ-გვერდით კონტაქტობდნენ? თუ სხვა სოციალური ქსელებითაც?
- facebook- ითაც.
- კიდევ რამის დამატება ხომ არ გინდა?
- არა, არაფერი - თავი ჩაღუნა ივანოვმა.
- მაშინ დაგემშვიდობები. დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.კიდევ დაგიკავშირდებით და ინფორმაციას მოგაწვდით ხოლმე, როგორც ვატყობ, შენზე ახლობელი პეტროვას არავინ ყავს.
ბიჭი წამოდგა, ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა გამომძიებელს და გულდამძიმებული გავიდა კაბინეტიდან.

იორღოს პალიკარისი შუადღის მერე წითელ ტბასთან იყო და აწიიოკებდა მყვინთავებს. როგორც იქნა მათი მოთხოვნილი სპეციალური აღჭურვილობა იშოვა და ახლა ყველა სანტიმეტრს ათვალიერებინებდა წყლის ქვეშ მყოფებს.თვითონ ტბას გარს უვლიდა და მაძებარი ძაღლივით ყნოსავდა. უკვე ბინდდებოდა, მას კი ამ საქმის დამთავრება დღესვე უნდოდა.
მას შემდეგ რაც ნიკოლა პეტროვას გვამი აღმოაჩინეს, პრეზიდენტიც და პრესაც მოსვენებას არ აძლევდა.დღეს საღამოსაც უმაღლეს მთავარსარდალთან იყო დაბარებული გამომძიებელ სოფოკლეს სოფოკლეოსთან ერთად.   უკვე იმედი გადაწურული ქონდა, მყვინთავებმა რაღაც რომ შენიშნეს და უფრო ღრმად ჩაყვინთეს.იორღო ნავზე ავიდა და შუა ტბაში მოითხოვა გაყვანა.რაციაში ჯერ შიშინის ხმა მოესმა, შემდეგ კი სიტყვები გაარჩია  ,,ჩემოდანი, ჩაკეტილი ჩემოდანი,,. პალიკარისს ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და ცივმა ოფლმა დაასხა სახეზე. მყვინთავებმა შავი, წყლისგან გაფუჭებული ჩემოდანი ამოათრიეს ნავზე.იორღომ საკეტთან ჩაიმუხლა, დანის პირით გატეხა და ზედა ნაწილი აწია.თავის ქალის თვალის ფოსოებიდან კაკლები გადმოეკიდა. იორღომ სახურავს ხელი აუშვა, ნავის კიდეს დაეყრდნო და გული აერია.

საღამოს ცხრა საათი სრულდებოდა, გაწითლებული და ოფლში გაწურული გენპროკურორი იორღოს პალიკარისი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იჯდა და საათს მალ-მალე დაჩერებოდა. როგორც იქნა გამომძიებელი სოფოკლე გამოჩნდა.იორღოს საყვედური უდა ეთქვა დაგვიანებისთვის, მაგრამ პრეზიდენტის მდივანი გამოკაკუნდა მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით და მამაკაცები კაბინეტში შეიპატიჟა.
- როგორ არის საქმე ბატონებო? - მიმართა ქვეყნის მთავარსარდალმა პოლიციელებს და სავარძელზე მიუთითა.
- ცუდად, - უპასუხა პალიკარისმა.შექმნილი მდგომარეობის დამალვას აზრი არ ქონდა.
- ვინაა ახალი გარდაცვლილი?
- ალექსანდრა კალჩუ.რუმინელი 20 წლის.მარტო ცხოვრობდა.
- იგივე ხელწერაა?- დაინტერესდა პრეზიდენტი.
- პეტროვა დამხრჩვალია, კალჩუ კი ცეცხლსასროლი იარაღითაა მკვდარი.
- რა იარაღით?
- აკ-47. აკრძალულია ჩვენს ქვეყანაში. ძვირადღირებული იარაღია. ახლო მანძილიდან არის ნასროლი  კეფაში. არც ამ შემთხვევაშია ფალანგები, სხეული ზუსტად ისევეა დანაწევრებული როგორც წინა.ჩემოდანშიც ერთნაირადაა ჩალაგებული. საქმე სერიულ მკვლელთან გვაქვს.ორივე ქალი მსგავსი გარეგნობისაა, ქერა, ცისფერთვალება, მარტოხელა უცხოელი.დაახლოებით ერთი სიმაღლის და აღნაგობის. ორივე ძალიან ლამაზი.
- როდისაა გარდაცვლილი კალჩუ? - დაინტერესდა პრეზიდენტი.
- შემოდგომაზე.ორივე მსხვერპლი ერთმანეთის მსგავსი ჩემოდნებით იყო წითელ ტბაში ჩაგდებული. ორივე სოციალურ ქსელ OKKON.COM - ს იყენებდა.
- საინტერესოა  ე.ი სოციალურ ქსელით ეცნობა მკვლელი მსხვერპლს? - ჩაფიქრდა პრეზიდენტი.
- დიახ, როგორც ჩანს.- ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მჯდომმა სოფოკლემ- ორივე გოგონას პირადი გვერდი გავტეხეთ facebook-ზეც და okkon.com- ზეც. მიმოწერებს მთელი დღე ვკითხულობდით.ორივე შემთხვევაში  შინაარსი ერთი და იგივეა, მაგრამ ადრესატის სახელები სხვადასხვა. პეტროვა მარიოს ესაუბრება, კალჩუ კი პაბლოს.
- სურათები, მისამართები, რამე არის საიდენტიფიკაციო?
- არაფერი, გაცნობითი ხასიათის მიმოწერა და მერე ვიდეოთვალით საუბრები.ორივე შემთხვევაში მკვლელს პირადი გვერდი გაუქმებული აქვს სოციალური ქსელებიდან.
- ესე იგი არაფერი გაქვთ, რითაც მკვლელს დაიჭერთ?- თვალები დააკვესა პრეზიდენტმა.- სერიული მკვლელი ქვეყანაში თავისუფლად დადის და რა საქმითაა დაკავებული ამდენი პოლიციელი? ნარკოტიკებს მიაქვს კვიპროსი, ქურდობა და ყაჩაღობა ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, ტურისტებს ეშინიათ, ადგილობრივები კარჩაკეტილი ცხოვრობენ და თქვენ რას მიკეთებთ? 
  პოლიციელები  ხმის ამოუღებლად თავჩაღუნული უსმენდნენ ქვეყნის მთავარსარდლის ბობოქრობას. 
- სულ რამდენი დაკარგული გვყავს ბაზაში? - მიუბრუნდა გენპროკურორს პრეზიდენტი.
- 47 - ამოიკნავლა იორღომ.
- 47? რამდენი მათგანის დაკარგვის ფაქტზე მიდის ძიება?
- ოფიციალურად ყველაზე.- ჩაილაპარაკა ისევ პალიკარისმა.
- მე გეკითხები, აქტიურ ძიებას - ხმას აუწია პრეზიდენტმა
- არცერთზე აქამდე.
მთავარსარდალი წამოდგა, მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და ერთი ამოსუნთქვით დაცალა გრაფინი.
 - აქედან ქალი რამდენია?
- 13 ბატონო პრეზიდენტო, 5 ევროპელი, 3 სირიელი, 5 ფერადკანიანი აფრიკელი.
- ამ ხუთიდან ორი იპოვეთ ხო? შეიძლება დარჩენილი სამიც წითელ ტბაში განისვენებდეს.- გამოთქვა ვარაუდი პრეზიდენტმა.
- სამიდან ერთი ნიკოლა პეტროვას შვილია - ჩაილაპარაკა სოფოკლემ.
- ეგ ბავშვი ჯერ ვერ იპოვეთ?- კიდევ ერთხელ დააკვესა თვალები მთავარსარდალმა.
- როგორც პეტროვას მეგობარმა თქმა, ქალმა ბავშვი თან წაიყვანა და ერთად გაუჩინარდნენ. ან ბავშვიც მკვდარია, ან შეშინებული სადმე იმალება- ხმის ამოღება გაბედა სოფოკლემ.
- იმედია ცოცხალია - ჩაილაპარაკა იორღომ.
- ილოცე იორღოს პალიკარის, რომ ის ბავშვი ცოცხალი იყოს, თუ მოწმეა მკვლელი მასზე ინადირებს. ეს საქმე შენი ბოლო შანსია.ან მიიყვანე ბოლომდე და უმოკლეს დროში გახსენი, ან დაემშვიდობე პროკურატურას.ახლა კი თავისუფალი ბრძანდებით ბატონებო.
პოლიციელები ხმის ამოუღებლად გავიდნენ კაბინეტიდან. პრეზიდენტი კი კიდევ დიდხანს იჯდა სავარძელში თავჩაღუნული და ფიქრობდა.

გენპროკურორს პრეზიდენტთან მძიმე საუბრის შემდეგ ცოლის უაზრო ჩხუბის მოსმენა არ უნდოდა და სოფიასთან რამდენიმე საათის გატარება გადაწყვიტა. სახლში ისეთ დროს დაბრუნდა, რომ მარიას ეძინა, მის გაღვიძებას კი მისაღებ ოთახში დივანზე ძილი ერჩია.მოუხერხებლად წოლას კოშმარული სიზმრები დაემატა, პრეზიდენტი თავის ხელით აწერინებდა გადადგომაზე თხოვნის განცხადებას.ოფლში გაწურულმა იორღომ თვალი გაახილა და თავზე დამდგარი ცოლის შეშინებული სახე დაინახა.
- მშვიდობაა?- იკითხა დაბალი ხმით.
- არა- უპასუხა ქალმა და ზურგი აქცია.
- ბავშვს ჭირს რამე?- დივანზე წამოჯდა იორღო და საშინელების მოლოდინში გაიტრუნა. ქალს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მისი თვალები აფრქვევდა ცეცხლს.
- რა ხდება? - ამოიხვნეშა კაცმა - რა გითხრეს შენმა ჭორიკანა მეგობრებმა?
- მეგობრებმა არა, ტელევოზორმა - მკვახედ უპასუხა ქალმა და კედელზე ჩამოკიდებული ეკრანი ჩართო.
იორღომ ჯერ სიბნელეში დანთებული სანთლები გაარჩია, მერე კი მათი პატრონები. რამდენიმე ასეული ადამიანი შსს სამინისტროსთან იდგა ანთებული სანთლებით და ტრანსპარანტებით ხელში და შსს მინისტრის და გენპროკურორის გადადგომას ითხოვდა. ჟურნალისტი დეტალურად ყვებოდა წითელ ტბაში აღმოჩენილი  გვამების შესახებ და მათ უცხოელობას უსვამდა ხაზს.რამდენიმე რესპოდენტმა ისიც თქვა, რომ რადგან დაკარგულები კვიპროსის მოქალაქეები არ იყვნენ, მათი მოძებნით თავი არავინ შეიწუხაო.ტახტზე წამომჯდარმა იორღომ თავი ხელებში ჩარგო და მთელ ხმაზე აღმუვლდა.

8 თავი
გამჭვირვალე მინებში ოთახის მოწყობილობა ჩანდა, უმრავი მონიტორი ერთდროულად ციმციმობდა. მათი ზუზუნი უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც ისმოდა. სამი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი გოგონა ყურსასმენებით ისხდნენ სავარძლებში და მათი ბორბლებით გადაადგილდებოდნენ. მინის კარებთან მარინე რამდენიმე წამით შედგა. გაუკვირდა ასე თავისუფ კილად მოგორიალე ხალხი რომ დაინახა და წარმოიდგინა როგორი იქნებოდა, ერთმანეთს რომ შეჯახებოდნენ. კარებზე დაკაკუნებას აზრი არ ქონდა, მაინც ვერაფერს გაიგებდნენ.ის ის იყო კარები უნდა შეეღო, რომ სათვალიანმა ბიჭმა მოიხედა. წამოდგა და კარებისკენ დაიძრა.
- რა სიურპრიზია ქალბატონო მარინე შენი ნახვა - ორივე ხელი მოხვია მარინეს და ფართო გულ-მკერდზე მიიხურა. - არ მჯეროდა როცა მითხრეს, დაბრუნდაო. 
- მეც მიხარია შენი ნახვა საბა, მშვენიერად გამოიყურები.ამ სავარძელში ატარებ მთელ დღეს და ეს კუნთები დავიჯერო ონლაინში დაიყენე?- გამაგრებულ მკლავზე ჩაეჭიდა მარინე.
- ონლაინში რომ შეიძლებოდეს მთელი მსოფლიო დაკუნთული იქნებოდა და არა ჭარბ წონიანი.- ახვიხვინდა საბა. მარინეს ყოველთვის ეცინებოდა საბას ცხენივით ხმაზე. ამ ბიჭს აშკარად ოტოლარინგოლოგი ჭირდებოდა.
- აბა რაო მარინე რამ მოგიყვანა ჩემთან?
- დიღმის მასივში მომხდარ მკვლელობას ვიძიებ და სათვალთვალო კამერების დათვალიერება მინდა.
- ხო ვიცი ეგ ამბავი, ძალიან გახმაურდა უკვე.- საქმიანად დატრიალდა საბა - მკვლელობის დროის მიხედვით დავათვალიერე კამერები. ერთი მაღაზიიდან, ორი შუქნიშანთან დამონტაჟებული.მოდიო ნახე,  - მონიტორი ჩართო საბამ და თავისი სავარძელი დაუთმო ქალს- ორ კამერაში ჩანს მამაკაცი.მარტო გადაადგილდება მკვლელობამდე სამი წუთით ადრე.მეორეთ ის მამაკაცი შუქნიშნის კამერამ დააფიქსირა, მკვლელობიდან ორ წუთში სანაპიროსკენ მიდის.
მარინე ჩანაწერებს უყურებდა, გარე განათება აფერმკრთალებდა გამოსახულებას. 
- შეგიძლია შეანელო და მოაახლოვო? - თვალები დააწვრილა მარინემ.
საბამ მხოლოდ თავი დააქნია და თითები ააწკაპუნა კლავიატურაზე. ჩანაწერი შენელდა. მამაკაცის ფიგურა უფრო გამოიკვეთა.შავი ტანსაცმელი და შავი "კეპიანი" ქუდი, სწორედ ის იყო, ვისაც მარინე ეძებდა.
- ეს კადრი ამომიბეჭდე ფურცლებზე საბა. ზურგიდან რომელიცა ის კიდევ უფრო მოაახლოვე. ახლოს მიიწია მონიტორთან მარინე.საბამ უსიტყვოდ შეასრულა თხოვნა.
- ნახე საბა, დააკვირდი გთხოვ, კისერზე რამე ნახატი აქვს?
საბამ თვალები დააწვრილა, მერე სათვალე აიღო და ისევ კლავიატურას მიუბრუნდა.
- ნახატია მარინე, თან ფერადი.მხრებიდამ კისერს მიუყვება და კეფასთან მთავრდება. 
- შეგიძლია უფრო მკვეთრად მაჩვენო ნახატი? 
საბამ ისევ კლავიატურაზე აათამაშა თითები.
- ობობას ქსელს გავს, ეს ნაწილი კი საცეცები უნდა იყოს.
- დიდი ხნის გაკეთებულს გავს, ვერ გავიგებთ როდის და სად გაიკეთა.მაგრამ საიდენტიფიკაციოდ გამოდგება.გავაგზავნოთ ეს ფოტოები ყველგან სადაც საჭიროა.
-  დამატებით თუ რამეს გავარკვევ, დაგირეკავ მარინე. საბამ კიდევ ერთხელ გაშალა ხელები - მოდი ჩაგეხუტო, ძალიან მიხარია შენი დაბრუნება.ძალიან მიყვარხარ. შუბლზე აკოცა და თმები ისე აიჩეჩა, როგორც ბავშვობაში, როცა მარინეს გაბრაზება უნდოდა.


მარინეს ტელევიზორი ჩართული ქონდა და თვლემდა. როკი მის კალთაში მოკალათებულიყო და ცალი თვალით რეკლამებს უყურებდა. ღია ფანჯარაში ბავშვების ხმაური ისმოდა. მეზობლებს შვილები ეზოში ჩამოეყვანათ და ათამაშებდნენ. როკიმ მეორე თვალიც გაახილა და მარინეს ხელების ლოკვა დაუწყო. მისი გასეირნების დრო მოდიოდა და ქალს დაძინების საშუალებას აღარ მისცემდა. " დედაც არაა სახლში"- გაიფიქრა მარინემ და ქერა თმა ერთი ხელის მოსმით აიკეცა. ძაღლს პატარა ჯაჭვი ჩააბა.პირველივე ხელში მოხვედრილი სპორტული ფეხსაცმელი ამოიცვა და კარები გაიხურა.
ეზო სავსე იყო არა მარტო ბავშვებით და მათი მშობლებით, ბებია- ბაბუებიც კი გამოფენილიყვნენ და თბილი თვალებით უყურებდნენ ეზოში მორბენალ პაწიებს.
- მარინე გამარჯობა დაგავიწყდა გოგო?- გამოეხმაურა შუა ხნის ქალი და ბავშვს მოსაცმელი გაუსწორა.
- გამარჯობა ქეთო დეიდა, ბოდიში ვერ შეგამჩნიე. - გაუღიმა ქალმა.
- რას შემამჩნევ ისეთი სახით დადიხარ, გეგონება მილიონი იშოვე - არ ცხრებოდა ქალი- ზოგჯერ ეზოში უნდა გამოხვიდე, ხალხს დაენახო. თუ არა დარჩები გაუთხოვარი.
- გამოვივლი ქეთო დეიდა - დააიმედა მარინემაც და ბავშვებისკენ გაწეულ როკის ჯაჭვი მოუჭიმა.
- იმ ამბის მერე ამ გოგოს საქმე არაა კარგად. - ხმამაღლა აგრძელებდა ქეთო.- ვერც ბედს ეწევა ეგ. ჩემ ბიჭს მოწონდა ადრე, მაგრამ რო ვუთხარი მაგისკენ აღარ გაიხედო- თქო, დამიჯერა. თქვენ ხომ იცით რა დამჯერი შვილი მყავს მე - დაიმოწმა გვერდით მჯდომი ქალები. - ასე თქვა, ვინ იცის გატაცებული რომ იყო, იქ რა უქნესო. მასე ნათრევი ქალი მე რათ მინდაო.
" ახლა მე მკითხე როგორ მინდოდა შენი გამოშტერებული შვილი" - გაიფიქრა მარინემ და ცენტრალური გზისკენ გადაუხვია. როკიმ ბავშვები ვეღარ დაინახა და ახლა გაბუტული სახით ფეხდაფეხ მისდევდა პატრონს.
ასი მეტრი არ ექნებოდათ გავლილი, მანქანა რომ გაჩერდა და სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი პროკურორი ლევან არაბული გადმოვიდა.
- მარინე ძაღლით არ გელოდი - გაუღიმა კაცმა. 
- მე აქვე ვცხოვრობ ბატონო ლევან, თქვენ უფრო არ გელოდით ამ გზაზე.როგორ ბრძანდებით?
- კარგად, კარგად. საით გაგიწევიათ შენ და შენს პატარას? - როკისთან ჩაიმუხლა ლევანმა, მაგრამ ძაღლს აშკარად არ მოეწონა ორმეტრიანი მამაკაცი და თავისი პატარა ეშვები გამოუჩინა.
- ოპ არ მოვეწონე ქალბატონს?- გაეცინა არაბულს.
- ქალბატონი არა, ბატონია და როკი ქვია - გაეღიმა ქალსაც.
- აა იეჭვიანა? ზღვაზე მივდივარ ჩემი ტაისონის გასასეირნებლად, ხომ არ წამოხვალთ?- ფეხზე წამოდგა მამაკაცი. მარინემ გაკვირვებულმა შეხედა პროკურორს. აშკარად ვერ გაიგო ტაისონი ვინ იყო და სად ეპატიჟებოდა მას და მის პატარას არაბული.
 - ტაისონი ჩემი პიტბულია. მანქანაშია, წამოხვალთ? 
მარინეს ჯერ გაეცინა, მერე პიტბულის ხსენებაზე თვალები ააფახურა.
- ხომ შემჭმს თქვენი ტაისონი ბატონო ლევან - ნაბიჯი უკან გადადგა და რამდენადაც შეეძლო მოშორდა მანქანას.
- რატომ შეგჭამს. არაბულმა მანქანის კარები გააღო და შავმა არსებამაც ჭკვიანი თვალები მიანათა ქალს.
- ტაისონ ჩამოდი. ეს მარინეა,ეს კი როკი - მიმართა ძაღლს კაცმა. მიწაზე ჯერ წინა ორი თათი დაეშვა, მერე უკანა. წამოიმართა დ გვერდით ამოუდგა პატრონს. როკი ცალი თვალით შეათვალიერა, თითქოს არც კი არსებულიყო და მარინეზე გადაიტანა მზერა.
 პეკინესმა ერთი კი შეყეფა, მეტი ვეღარ გაბედა და ქალის ფეხებს უკან დაიმალა.
 - აბა მოდიხართ? - შეათვალიერა შეშინებული როკი და მისი პატრონი პროკურორმა.
- გავბედავთ - ჩაილუღლუღა მარინემ და მანქანისკენ დაიძრა. როკი არ ემორჩილებოდა.სულ არ უნდოდა ამ შავ გოლიათებთან ერთად მანქანაში ჩაჯდომა.
- წინა სავარძელზე დაბრძანდით და როკიც იქ დაისვით - გაიღიმა არაბულმა და მანქანის წინა კარები გაუღო სტუმრებს.
- გმადლობთ ბატონებო, სხვა დროს ჩვენ დაგპატიჟებთ სასეირნოდ - როგორც იქნა  გაუღიმა ქალმა
- სიამოვნებით წამოვალთ სადაც გვეტყვით - გაეპასუხა არაბული და თბილისის ზღვისკენ მიმავალ გზას დაადგა.

წერეთლის გამზირზე მანქანების ნაკადი არ წყდებოდა.დაბურულ მინებიანმა ძველმა ford- მა გზიდან გადაუხვია და მიყრუებულ ჩიხში შევიდა.ორი ახალგაზრდა მამაკაცი ერთდროულად გადმოვიდა და გაიარ- გამოიარა. ძველებური დაბალი სახლები ჩაბნელებულიყო. კედლებზე საღებავებით ახალგაზრდებს მხატვრული ნიჭი გამოემზეურებინათ და უხამსი ნახატებით მოერთოთ იქაურობა. მელოტმა კედელს ჩაუარა, ჩაიცინა და გვერდულად გახედა თანამგზავრს.
- ეე, ამას შეხედე რა ნიჭიერია, - გამოაჩინა გაფუჭებული კბილები - ს... დაუხატავს  თან რა ლამაზად, კოცნა მოგინდება.
- ხოდა მოდი და მაკოცე - გაეკრიჭა თანამგზავრი.
- შენ შ... - გაბრაზდა მელოტი და ნახატებს თავი ანება.
- კაიი ძმა ეგეთებზე იგრუზები? მაგ ჩემოდანს კარგად მოკიდე ხელი და მანქანაში ჩაჯექი.ძაან საეჭვოდ გაქ, ვინმემ რომ დაგინახოს - საუბრის თემა გადაიტანა დათომ და მამაკაცს ხელზე ხელბორკილით მიბმულ პატარა ჩემოდანზე მიუთითა.
- მართალი ხარ, რაც ამაში ქონებაა, ეს რომ ჩემი იყოს, მაიამიში მოვხევდი.
- არა ბრატ, ერთი ცალი რომ მოაკლდეს, დაგვხოცავენ ხო იცი.
- ვიცი და იმიტომ მაქვს მიბმული. ისე რათ უნდათ ამდენი ქარვა არ იცი?
- აბა მე საიდან - ხელები გაშალა დათომ, - მე ჩამოვიტანე და გადავაბარებ იმ პაკისტანეს თუ ერაყელს და მორჩა.ჩემ ფულს ავიღებ.
- უფრო მეტი უნდა მოთხოვო ბრატ , ორად გატეხილი ცოტაა - უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა ჩემოდნიანმა და მანქანისკენ დაიძრა. წინა სავარძელზე მოთავსდა და რადიო ჩართო.
სალონში მუსიკის ხმა გაისმა.ჩემოდანი მუხლებზე დაიდო და თვალები დახუჭა.
ის ის იყო მისი თანამგზავრიც იგივეს გამეორებას აპირებდა, რომ ჩიხში მაღალმა მამაკაცმა შემოუხვია. ტყავის შავი მოსაცმელი უწესრიგოდ მოეგდო მხრებზე და ბარბაცით მიუყვებოდა კედელს. დათომ ფეხი შეანელა და მოსულს გახედა. მამაკაცი არეული ნაბიჯით გაუსწორდა მანქანას. ქურთუკიდან სიგარეტის ერთი ღერი ამოაძრო და სანთებელას დაუწყო ძებნა. მერე დათოს გახედა და გაუღიმა.
- " ზაჟიკალკა" ბრატ - არეული ხმით უთხრა და მისკენ დაიძრა. ბიჭმა სანთებელა აანთო, მაგრამ შეხედვა ვერ მოასწრო, რომ რკინის კლანჭებმა ყელსა და კისერზე მოუჭირა . უმნიშვნელო ტკაცუნის ხმა გაისმა და მოშვებული სხეული მიწაზე დაცურდა. 
ზვიადიმ მანქანის სარკეში დალანდა მეგობრის სხეული. მანქანის გასაღების გადატრიალება სცადა მაგრამ წამიერად გასროლილმა ტყვიამ საფეთქელი გახვრეტა და მეორე მხარეს გავიდა . საქარე მინაზე კი ერთმანეთში არეული სისხლი და ტვინი ჩამოცურდა. ქურთუკიანი მამაკაცი ჩემოდანს დაწვდა, ხელბორკილს დახედა და სანადირო დანა გაშალა. მაჯაში სახსარი გადაუხსნა და ხელბორკილი მოაძრო. მანქანის კარები მიხურა და აუღელვებლად დატოვა ქუჩა.

 მარინე მანქანას მართავდა და თან დაბალ ხმაზე მუსიკას უსმენდა.ღამე მშვიდად ეძინა და ენერგიით სავსე მიდიოდა სამსახურში. ქუჩის კუთხეში თავისი საყვარელი "სტარბაქსის" ყავა აიღო და მოხდენილი ნაბიჯით შევიდა შენობაში.
- მარინე გურამ ჯიშკარიანი გეძებს, გაცოფებულია. - შეეჩეხა დერეფანში მორიგე გოგონა.
- რა ხდება? რატომ არ დამირეკეს? - ტელეფონს დაუწყო ძებნა მარინემ.
- გირეკავდნენ და არ პასუხობდოი. არ ვიცი რა ხდება,უფროსი ნახე - შეშფოთებული ხმით ლაპარაკობდა გოგონა, მაგრამ მარინეს უკვე აღარაფერი ესმოდა. ისე გარბოდა ჯიშკარიანის კაბინეტისკენ.
  საგამოძიებო სამსახურის უფროსის კაბინეტთან გამომძიებელმა ერთ წამს შეისვენა, ღრმად ამოისუნთქა, ჩაისუნთქა, კარებზე დააკაკუნა და თან შეაღო.
- სად ხარ ნაკაშიძე ამდენ ხანს? ცოცხლებში წერიხარ? - იმხელა ხმაზე იყვირა კაცმა, მარინეს თვალები გაუფართოვდა. მაგიდაზე ფურცლების გროვა ედგა ჯიშკარიანს და ისედაც ჩია კაცი ძლივს მოჩანდა.
- მითხრეს რომ მეძებდით - გაინაზა მარინე და თვალების ფახურით ცადა უფროსის გულის მოგება.
- მეტჯერ აღარ დაიკარგო, ლამის ძებნა გამოვაცხადე შენზე - დატკბა მამაკაცი - რატომ არ პასუხობდი ტელეფონს.
- ალბათ გამომერთო ხმა, ან ღრმად ჩამეძინა, ბოდიში - თავი დახარა ქალმა - რა ხდება ასეთი ბატონო გურამ?
- ისეთები ხდება ნაკაშიძე, რომ აზრზე ვერ მოხვალ.აი ლევანი მოვა წუთი წუთზე, ყოვლისმცოდნე საბაც აქ დასუნსულებს ჭორების მოსაგროვებლად. სანამ შემოგვიერთდება მანამდე აი ამას გაეცანი. ჯიშკარიანმა ყვითელი საქაღალდე ძლივს ამოქექა ქაღალდების გროვაში და მარინეს მიაწოდა.
  პირველივე ფურცელზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო იყო პასპორტიდან ამოღებული.მას მანქანაში გადაღებული ფოტოები მოსდევდა. ერთ- ერთს თავი უკან გადაეგდო და წინა სავარძელზე ჩაკეცილიყო. მეორე მამაკაცი შუა ქუჩაში გაშოტილიყო და თავი არაბუნებრივად უკან მოქცეოდა. მარინემ თვალები დახუჭა, როცა მორიგ ფოტოზე მაჯაში გადაჭრილი ხელი დაინახა.
- ეს რა არის ბატონო გურამ?  კითხვა დამთავრებული არ ქონდა გამომძიებელს, კაბინეტში ლევან არაბული რომ შემოვიდა.
- გუშინ ღამე წერეთლის გამზირზე, ჩიხში, ორი მამაკაცი მოკლეს. დათო დეკანოიძე და ზვიად ჩიხლაძე. წარსულში ორივე ნასამართლევი.-  ჯიშკარიანის მაგივრად პასუხი გასცა არაბულმა და საქაღალდეში ჩაკრულ ფოტოებზე მიუთითა. - ნარკოტიკები, კონტრაბანდა, წვრილმანი ხულიგნობები.მოკლედ ყველაფერი. ექსპერტიზა ვოვამ გააკეთა.დათო დეკანოიძეს კისრის მალები აქვს გადამტვრეული. ადვილად რომ გითხრა, ისე მოუგრიხეს კისერი, რომ მალები ერთმანეთს დაშორდა და ზურგის ტვინი დაზიანდა.თავის არაბუნებრივი პოზაც ამის შედეგია.მეორე - პაუზა გააკეთა პროკურორმა და სახელის გასახსენებლად საქაღალდეში ჩაიხედა - ბატონი ზვიადი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. აბა თუ გამოიოცნობ რომლით? 
  აქამდე მარინე მხოლოდ უსმენდა არაბულს. ახლა კი მიხვდა, რატომ ეძებდნენ დილიდან გამომძიებელს და რა იარაღზე იყო საუბარი.
- აკ-47 - ით? - თვალები გაუფართოვდა ქალს.
- დიახ, აკ-47. ზუსტად ისეთივე როგორიც მაისურაძეების შემთხვევაში გამოიყენეს. ქალაქში ვიღაც ნადირობს ამ იარაღით და ჩვენ ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს ვინაა.
- მოჭრილი ხელი? - ფოტოს დახედა მარინემ.
- ვოვამ თქვა, ისეთი სიზუსტით არის სახსარში გადახსნილი, ამას ან ექიმი გააკეთებდა, ან ვინმე, ვინც ძალიან კარგად გაწვრთნილ- გაცნობიერებულია ანატომიაშიო.  ამას თუ იარაღის ამბავს დავუმატებთ, ან მოქმედი ან ყოფილი სამხედროა. მე ასე მგონია. - ხელები გაშალა არაბულმა.
- კიდევ ორი გვამი ამ ჩახლართულ საქმეს უფრო ართულებს - სავარძლის საზურგეს მიეყრდნო მარინე.
- ხელზე სავარაუდოდ ხელბორკილით  ქონდა რაღაც დამაგრებული. -:საუბარში ჩაერია ჯიშკარიანი - იმიტომაც მოაჭრეს ხელი. რაღაც ძვირფასი წაიღეს. ალბათ პატარა ჩანთა ან ჩემოდანი.არამგონია რამე სხვა ყოფილიყო.
  რამდენიმე წამიანი დუმილი კარების გაღების ხმამ დაარღვია.
 - გურამ - როხროხით შემოვარდა ოთახში საბა, მერე შეამჩნია გამომძიებელი და პროკურორი და ხმას დაუწია - ბოდიში მარტო მეგონეთ - და სავარძლისკენ დაიძრა.
- მარტო რომ ვიყო ასე უნდა გამიხეთქო გული ბიჭო? - ღიმილი შეაგება ჯიშკარიანმა. 
- ბატონო გურამ, ბოდიში ხომ მოვიხადე - დაიმორცხვა ბიჭმა - როგორ ხარ მარინე? გამარჯობა ბატონო ლევან
არაბულს გაეცინა. ყველამ იცოდა, საბა ჯიშკარიანის ნათლული და მისივე გაზრდილი იყო და მიუხედავად ამისა, ყველა ჯოხი მასზე ტყდებოდა.
- მე შენ რა გითხარი, მალე მოდი და თანამშრომლებთან ფლირტაობას თავი ანებე- თქო.ასე არ გითხარი? - დაუბღვირა გურამმა.
- კარგი რა ბატონო გურამ, კი არ ვფლირტაობ, ვსაუბრობ.მაგრამ ამჯერად საქმეზე ვიყავი. ბომბა ამბავი გავხეთქე, ბომბა, ბუჰ - თქვა საბამ და აფეთქების იმიტაცია გააკეთა.
რამდენიმე წამით სამივე გაჩუმდა და საბას მიაჩერდა.
- ჰა არ მკითხავთ? - ხელები გაშალა ბიჭმა.
- იმედი გვაქვს შენით გვეტყვი - გაეცინა მარინეს.
- მოკლედ - საქმიანად დაიწყო საბამ - კამერების დიდი ხნის ქექვა- ძებნის შემდეგ დავადგინე. ზუსტად იმ საათებში, როცა ეს ჩვენი ორი ყმაწვილი მოკლეს, წერეთლის გამზირზე მოძრაობდა მამაკაცი,  ზუსტად ისეთივე აგებულების, როგორიც მაისურაძეების სახლთან დამონტაჟებულ კამერებში.
  ოთახში მყოფებმა ერთმანეთს გადახედეს.
 - მადლობა საბა - მიუბრუნდა პროკურორი ბიჭს - კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ რაღაც დიდ საქმეს ვართ შეჭიდებული. იმედია ესენი ბოლო დახოცილები არიან. ეს კაცი მალე თუ არ ვიპოვნეთ, ნახევარ ქალაქს მოკლავს.
- ხო ცუდადაა საქმე, ძალიან ცუდად - ამოიოხრა გურამმა.
- მთელი ქვეყნის პოლიცია მაგ კაცს ეძებს, როგორ გადაადგილდება და ხოცავს ხალხს ისე, რომ ვერავინ ხედავს? როგორ დავიჯერო რომ შეცდომას არ უშვებს - თითქოს თავისვის ლაპარაკობდა გამომძიებელი.
- დაუშვებს მარინე, დაუშვებს.სადღავ გამოვიჭერთ.შენ პირველ რიგში დეკანოიძე- ჩიხლაძის ახლობლები მოინახულე. იქნებ გაიგო რას საქმიანობდნენ ბოლო პერიოდში ეს ყმაწვილები.
  საბა გულდაწყვეტილი იჯდა, მისი ბომბი ამბავი ძალიან დიდი ბომბი რომ არ აღმოჩნდა და ჩუმად უსმენდა საუბარს. უცებ თვალები გაუნათდა
-გურამ, უიი,  ბატონო გურამ, - შეასწორა უცებ, ჯიშკარიანის თვალების ბრიალი რომ დაინახა - გინდა ეგ ამბავი მე გავარკვიო?
ოთახში მყოფებმა გაკვირვებული სახეებით შეხედეს ბიჭს.
- რას მიყურებთ, ეგენი ორივე ჩემი უბნელების უბნელები არიან, მოკლედ ნაცნობი "სასტავია". ხოდა ხო უნდა მივიდე ისედაც სამძიმარზე.ერთი სამი დღე თუ გამათავისუფლებთ, იქ რომ ვიყო სულ, გავიგებ რას აკეთებდნენ ამ ბოლოს.არ არსების რაღაცა რომ არ ითქვას.
- მე გიშვებ, - ხელები მაგიდაზე დააწყო ჯიშკარიანმა.
- ხოდა მაშინ წავედი მე - ფეხზე წამოდგა ბიჭი.
- წესიერად ლაპარაკი ისწავლე შენ თუ არა აქ მოსული არ დაგინახო - მუქარა დაადევნა უკვე კარებისკენ მიმავალ საბას გურამმა. მერე თბილად ჩაიღიმა და ოთახში დარჩენილთა გასაგონად ჩაილაპარაკა: გიჟია ეს ბიჭი და ძალიანაც მიყვარს, ჩემი გაზრდილია ეს გადარეული.
მარინეს და ლევანს გაეცინათ, უხმოდ წამოდგნენ და დატოვეს ჯიშკარიანის კაბინეტი.

  რესტორანში ქართული სუფრა გაეშალათ და ოთხი მამაკაცი შემოსხდომოდა. ცეკვა- თამაშს აყოლებდნენ თვალს, მაღალი შავგვრემანი მათივე ასაკის კაცი რომ შემოვიდა დარბაზში და სუფრასთან მსხდომების მიმართულებით დაიძრა.
- ჩვენს დაკარგულ პროკურორს გაუმარჯოს - წამოიძახა ერთმა და ფეხზე წამოდგა.
-. შენ ბიჭო რაც დაგაწინაურეს სულ დაიკარგე - მხარზე ხელი შემოკრა მეორემ და ცარიელ სკამზე ანიშნა.
- კარგი რა დვალი, შენ მაინც არ იცოდე რა დღეში ვარ - ლევანმა წყრომით შეხედა მეგობარს.
- ხო ვიცი და მაგიტომაც არ გეუბნები არაფერს. ჩვენი მომხიბვლელი გამომძიებელი როგორ არის?- თვალი ჩაუკრა დვალმა.
- ვინ? ვინ? - ყურები ცქვიტეს დანარჩენებმა.
- ერთი მაგარი გამომძიებელი ყავს, ულამაზესია, მაგრამ ტვინი ვერ აქვს მთლად მწყობრში - გაიცინა ლაშამ.
- შენ ბიჭო ფსიქოლოგი ხარ თუ ყვითელი პრესის ჟურნალისტი - თვალები დაუბრიალა არაბულმა.
- შენ გვერდით ვართ ბიჭო, ჩვენზე ახლობელს ვის ეტყვი - გაეღიმა ცისფერ პერანგიანს - რა ჭირს მაგ გოგოს? - მიუბრუნდა დვალს.
- ტრეფიკინგის საქმეს იძიებდნენ, მარინე შეაგზავნეს, მაგრამ მოვლენები უკონტროლოდ წარიმართა, ძლივს გამოიყვანეს ცოცხალი. ზუსტად რა მოუვიდა არ ვიცი. არც საუბრობს ამაზე, მაგრამ გოგოს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო - ძლივს ამოთქვა არაბულმა.
- შენ გვითხარი ლაშა რა მოხდა, თუ არა ამისგან მეტს ვერაფერს გავიგებთ - ამჯერად მელოტი მიუბრუნდა დვალს - რთულადაა საქმე?
- ცუდი ამბები გადაიტანა, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა, მაგრამ ახლა მშვენივრადაა ტვინითაც და ფიზიკურადაც. ძალიანაც რომ გინდოდეს ნაკლს ვერ იპოვნი.ანგელოზივით გოგოა.
- რას ფიქრობ ლევან, მართლა მოგწონს? გასართობად არ გაიმეტო,, ცოდვაა - არაბულს მიუბრუნდა ცისფერ პერანგიანი. 
- ხო მომწონს ძალიან- თავი ჩაღუნა არაბულმა.
- მაშინ. არაბულს გაუმარჯოს - ჭიქა აწია მელოტმა- ჩვენ შენს გვერდით გვიგულე ყოველთვის.
 - გაუმარჯოს -აიტაცეს მეგობრებმა.
- ლაშა შენ იცი რა დაემართა მარინეს? - საუბარში ჩაერთო ყველაზე ახალგაზრდა, რომელიც აქამდე გაჩუმებული უსმენდა სუფრის წევრებს.
- უფ შენ კიდე აქ ხარ კაცო? - გაეცინა დვალს.- მე ვიცი მაგრამ ამ ამბის ჩემგან გასვლა არაეთიკური და არაპროფესიონალურია. ჯობია თავის დროზე ლევანს თვითონ მოუყვეს. აი მაგაზე თუ დაითანხმებს,, მერე ყველაფერი აეწყობა პირად ცხოვრებაში ჩვენს მეგობარს.
- თბილისის ზღვაზე გვყავდა ძაღლები - ჩუმად ჩაილაპარაკა არაბულმა. ოთხი წყვილი თვალი მას მიაჩერდა.
- ძაღლი ყავს? - იკითხა მელოტმა.
- ხო, პატარა როკი. რამდენიმე დღის წინ შემხვდა და გავისეირნეთ.მერე თვითონ შემოგვთავაზა იგივე.
- მშვენიერი მიზეზია ურთიერთობის ასაწყობად - გაუხარდა ცისფერ პერანგიანს.
- ხო მაგრამ ჩემი თანამშრომელია, ფაქტიურად ხელქვეითი. არ მინდა ცუდად გამოვიდეს - თავი იმართლა არაბულმა.
- მერე რა ინტერესთა კონფლიქტია?  ნუ სულელობ ბიჭო რაღაცას.შენ ცადე და დანარჩენი ღმერთმა იცის.იქნებ იმ გოგოს არ მოეწონო და აქეთ გითხრას უარი.
- მაგის მეც მეშინია - ჩაილაპარაკა არაბულმა - იმიტომ მაინტერესებს მაგის ისტორია.
- დაუახლოვდი და ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე - დააიმედა დვალმა და მოცეკვავეებს შეუერთდა.


ლევან არაბული ჯერ კიდევ გზაში იყო, მდივანმა რომ დაურეკა, მარინე ნაკაშიძე გელოდება კაბინეტთანო. პროკურორმა გაზს ფეხი დააჭირა და ლამის საპატრულო პოლიციის ყურადღება მიიქცია სიჩქარის გადაჭარბებისთვის. "სტარბაქსის" ყავას ჩაუარა, გაეღიმა, მანქანა პირველივე შესახვევში მოაბრუნა და აქაფქაფებული ყავა იყიდა. დარჩენილი გზაც გაღიმებულმა გაიარა და გაკვირვებული თვალიც ბევრი გაიყოლა პროკურატურის შენობაში .
- მარინე დილა ადრიან არ გელოდი - ცხელი ყავა მიაწოდა ქალს - მშვიდობაა?
- ბოდიში ბატონო ლევან, რომ არ გაგაფრთხილე, გუშინ უკრაინიდან დიდი საქაღალდე მოვიდა. ლილი მაისურაძის ქმარს, გენადი ბაბროვიჩს ეხებოდა. მთელი ღამე გავათენე და მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა. ქალი ტანის რხევით მიყვებოდა უკან არაბულს და თან ესაუბრებოდა. შავი შარვალი და პერანგი კოხტად ქონდა ტანზე მორგებული, ქერა თმა იდეალურად ეხამებოდა მის ჩაცმულობას. პატარა ფეხები მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში კიდევ უფრო პატარა ჩანდა. " ამ ქალს არც მაკიაჟი ჭირდება და არც სუნამო, ისედაც იდეალური სუნი აქვს" - გაიფიქრა არაბულმა.
- აბა რა საქმეში იყო გარეული ქალბატონი ლილის მეუღლე? - მიუბრუნდა პროკურორი მარინეს, მას შემდეგ რაც სავარძელში ჩაესვენა.
- მთლად მეუღლე არ იყო, ბატონ ბაბროვიჩს ოფიციალური მეუღლე ყავს. ქალბატონ ლილისთან პარალელურად ქონდა ურთიერთობა.სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ბატონი ბაბროვიჩი ჩვეულებრივი მუშა იყო ქარვის ქარხანაში. მაშინ ასაკითაც პატარა იყო და შავ სამუშაოს ასრულებდა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში საბადო და ქარხანა კერძო ხელში გადავიდა. გენადი ცვლის უფროსი გახდა და ფულიც გაუჩნდა. ზუსტად მაშინ გამოჩნდა მის ცხოვრებაში ქალბატონი ლილი.
- ფულთან ერთად ერთი ქალი აღარ ეყო? მადა გაეხსნა?- გაეღიმა არაბულს.
- ზუსტად მასეა. ლილი საკმაოდ ლამაზი ქალი იყო, მუშად მუშაობდა. შეამჩნია და მალევე საერთო საცხოვრებლიდან კერძო ბინაში გადაიყვანა.
- სამართალდამცავები რატომ დაინტერესდნენ ამ კაცით?
- სანამ არეულობა იყო, მანამდე არავინ დაინტერესებულა საიდან ქონდა ბაბროვიჩს ამდენი ფული. ერთ დღესაც ქარხნის მთავარი ინჟინერი მოკლეს და მაშინ ამოტივტივდა ამ კაცის სახელი. ვერაფერი დაუმტკიცეს, მაგრამ ეჭვი იყო რომ ან ბაბროვიჩმა მოკლა, ან ვინმე მიუგზავნა. რაც უფრო მდიდარდებოდა, უფრო საინტერესო ხდებოდა მისი შემოსავლები. ბევრი ფული და პატარა თანამდებობა. ერთ დღეს ქარხანაში აღმოჩნდა, რომ გამზადებულ - გაწმენდილი ქარვა ქრებოდა. გასაყიდად გამზადებული ნედლეულის ნაწილი კონტრაბანდულად გადიოდა  და ახლო აღმოსავლეთსა და კვიპროსში იგზავნებოდა. რისთვის ან ვის ჭირდებოდა არ ვიცი. 
- ამ დროს ქალბატონი ლილი რას აკეთებდა?- დაინტერესდა არაბული.
- ისევ ქარხანაში მუშაობდა, ვაჟი გააჩინა და გენადის დახმარებით კარგად ცხოვრობდა. ეჭვობდნენ რომ ლილიც გარეული იყო ამ საქმეში.
- მეც მასე მგონია, საყვარელს დაიხმარდა, უფრო მეტად ვის ენდობოდა. თან ცინცაძემაც ხომ თქვა, გავიგე მაისურაძეს უკრაინაში აქვს ბიზნესიო.
- ძიება მიდიოდა, მაგრამ ბაბროვიჩის დაჭერა ვერ მოასწრეს, - გააგრძელა ამბის მოყოლა მარინემ- ერთ დღეს ლილიდან გამოსული გენადი ხიდიდან გადავარდა მანქანით და დაიღუპა.არც ნასვამი იყო და არც რაიმეს ზემოქმედების ქვეშ. ლილი ერთ კვირაში აიბარგა და საქართველოში წამოვიდა შვილთან ერთად.
- ლილი იყო ეჭვმიტანილი?
- ოფიციალურად არა, მაგრამ დაკითხეს. დიდად არავინ დაინტერესებულა ბაბროვიჩის სიკვდილით.
- ხოდა ბევრი ფულიც წამოიღო ქალბატონმა ლილიმ როგორც ჩანს - გაეღიმა არაბულს - კონტრაბანდა შეწყდა?
- ამ მასალების მიხედვით შეწყდა. ახალი ინფორმაცია არ გამოუგზავნიათ კონტრაბანდასთან დაკავშირებით.თქვენი დახმარება მჭირდება, რომ თხოვნა გავაგზავნო, რაიმე ძიება თუ მიდის ამ კუთხით.
- დღესვე გავაგზავნი, ჩავინიშნავ ახლავე - ლევანმა კალენდარზე რაღაც მოინიშნა - თხოვნის გასამყარებლად მაისურაძეებზე თავდასხმასაც მივწერ. ვნახოთ რა იციან.
- ეჭვი აღარ მეპარება, რომ ლილი მაისურაძე ისევ ქარვის კონტრაბანდას ეწევა, მაგრამ ვინ ეხმარება ამჯერად უკრაინიდან?
- ეგ უკრაინელებისთვისაც საინტერესო იქნება, საბა ამბობს, რომ დახოცილი დეკანოიძე და ჩიხლაძე ქარვის კონტრაბანდას ეწეოდნენო. მათ და მაისურაძეებს ერთი და იგივე პიროვნება ესხმით თავს, სხვა რა კავშირი უნდა იყოს ამ ხალხს შორის.
რამდენიმე წამი ორივე გაჩუმდა.
- რატომ ნადირობენ ამ ხალხზე?რა ხდება? - მუხლებზე იდაყვებით დაეყრდნო მარინე და თვალებში მიაჩერდა არაბულს.
- არ ვიცი მაგრამ ძალიან საინტერესოა - ჩაფიქრდა პროკურორი.
- თავდამსხმელი თუ უკრაინიდან არის გამოგზავნილი, როგორ შემოვიდა ქვეყანაში, ისე რომ. ვერცერთ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ვერ აღმოვაჩინეთ?
- არ ვიცი, - აიჩეჩა მხრები ლევანმა - ტვინი სულ არ მუშაობს, წამოდი სადმე ვისაუზმოთ, იქნებ მიეწოდოს ცოტა ჟანგბადი ტვინს და რამე აზრი მომივიდეს.პასუხს აღარ დალოდებია, ისე დაწვდა დივანზე მოიგდებულ პიჯაკს.მარინემაც აალაგა თავისი ქაღალდები და უკან გაყვა პროკურორს.

ირაკლი მაისურაძის დაკრძალვას დიდი პომპეზურობით არ ჩაუვლია.სულ რამდენიმე მეზობელმა და უბნის ახალგაზრდობამ მიაცილა საფლავამდე ბიჭი. ლილი მაისურაძე საავადმყოფოდან ექემების და ორი პოლიციელის თანხლებით მიიყვანეს ორი საათით და ისევ უკან დააბრუნეს. სამაგიეროდ საბურთალოს სასაფლაო გადავსებული იყო პოლიციელებით. ყოველ ორმოცდაათ მეტრში ისხდნენ საფლავებთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები და უცხო ხალხს დასტიროდნენ. თვალებს გაფაციცებით ატრიალებდნენ და ყველა საეჭვო პირს ათვალიერებდნენ., მაგრამ მათთვის საინტერესო არავინ გამოჩენილა.
  დაკრძალვის მეორე დღესვე ლევან არაბული გამომძიებელ მარინე ნაკაშიძესთან ერთად საავადმყოფოში ესტუმრა ლილი მაისურაძეს. ქალბატონი ლილი ჯერ ისევ სუსტად იყო, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილება შეეძლო, ფანჯარასთან იჯდა, ხელში შვილის სურათი ეკავა და ცრემლები ჩამოდიოდა სახეზე. გამომძიებლის და პროკურორის დანახვაზე ფეხზე წამოდგა და უმეტყველო თვალებით მიაჩერდა მოსულებს.
- როგორ გრძნობთ თავს ქალბატონო ლილი? მოიკითხა ავადმყოფი მარინემ და იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა.
- როგორ უნდა ვიყო - სურათზე ანიშნა ქალმა.
- კიდევ ერთხელ ვიზიარებ - თანაგრძნობით შეხედა გამომძიებელმა.
- მადლობა რამე გაარკვიეთ? - დაინტერესდა მაისურაძე
- ვიძიებთ, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება...
- ამდენი ხანი რას იძიებთ, რომ გკითხოთ კაცმა პოლიცია გამართულად მუშაობსო და ესაა თქვენი მუშაობა?- წამოენთო ქალი.
- დაწყნარდით ქალბატონო ლილი, იმდენი საინტერესო რამე გავიგეთ ძიების პროცესში. თქვენც კი გაგიკვირდებათ. - საუბარში ჩაერია არაბული - საინფორმაციო გამოშვებას უყურებთ, ან პრესას ეცნობით?
ქალს თვალები გაუფართოვდა.
- არა არ ვეცნობი,რა მოხდა?
- ორი დღის წინ მოკლეს დავით დეკანოიძე და ზვიად ჩიხლაძე. იცნობთ ამ ხალხს? - პროკურორმა სურათები ამოიღო და მაისურაძეს მიაწოდა.
- არ ვიცნობ, რატომ უნდა ვიცნობდე? - აიმრიზა ქალი.
- იმიტომ რომ ირაკლი და ეს ორი ბიჭი ერთი და იგივე პიროვნებამ მოკლა. პირობითად "კეპიანი" ვუწოდოთ. ეს ჩვენი კეპიანი საკმაოდ დახელოვნებულია მკვლელობაში, ჩვენ გვგონია, რომ ქილერია. ხომ იცით ქილერი რა არის?
ქალმა თავი დაუქნია, ისე რომ სურათებისთვის თვალი არ მოუშორებია.
- ხოდა ახლა გეკითხებით, რატომ უნდა ნადირობდეს ქილერი თქვენზე? იმასაც გაგიმხელთ, რომ მე მგონია, როგორც კი გაძლიერებულ დაცვას მოგიხსნით,ან სახლში წაბრძანდებით, ქილერი ისევ მოგაკითხავთ. აბა რას ფიქრობთ, რატომ უნდა მოგაკითხოთ " კეპიანმა"?
 - არ ვიცი, - მტკიცე სახით შეხედა მაისურაძემ პროკურორს.
- მაშინ მე გეტყვით ჩემს ვარაუდს.პირველი: თქვენგან გამოსული გენადი ბაბროვიჩი მანქანით გადავარდა ხიდიდან და მოკვდა.არც ნარკოტიკები და არც ალკოჰოლი მის სისხლში არ იყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან რამდენჯერმე გადავიდა სანამ ხიდზე ამოვიდოდაო.გამოდის, რომ ეს კაცი ვერ იმორჩილებდა ავტომობილს. მანქანას კი არავითარი პრობლემა არ ქონდა, როგორც მექანიკოსებმა თქვეს. მაშინ პოლიციას ყურადღება არ მიუქცევია ბაბროვიჩის სიკვდილისთვის. თქვენ კი ბევრი ფულით და შვილით მაშინვე დატოვეთ უკრაინა. შეიძლება მისი ცოლი, შვილი ან თანამოაზრეები გეძებენ. ახლა მოგაგნეს და თქვენ გაბრალებენ გენადის მკვლელობას. მაგრამ ეს ვერსია უფრო საეჭვოა, რადგან თქვენ უკრაინასთან კავშირი არ გაგიწყვეტიათ. უკანასკნელ თვეებშიც ბევრჯერ გაქვთ დარეკილი ვორნოში. მათ რომ დომოდათ აქამდეც გიპოვიდნენ.
  ქალს სახეზე ერთი კუნთიც კი არ შეტოკებია.თვალმოუშორებლად უყურებდა პროკურორს.
- მეორე ვერსია უფრო მყარია - აგრძელებდა არაბული- მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თითქმის ათი წლის წინ წამოხვედით უკრაინიდან, კავშირი ძველ მეგობრებთან არ შეგიწყვეტიათ.დროებით მიყუჩდით. ფული წამოიღეთ და მშვიდად ხარჯავდით. მაგრამ ან ფული გამოგელიათ, ან მადა გაგეზარდათ. კიდევ დაიწყეთ ქარვის კონტრაბანდა.ეს ბიჭები - თითით აჩვენა არაბულმა ქალს ფოტოზე - თქვენთან მუშაობენ.ქარვას იბარებდნენ და შემდეგ გადამზიდთან მიქონდათ.მათ პასპორტში ძალიან ბევრი შესვლა- გასვლაა უკრაინის რესპუბლიკაში. ხან თვითმფრინავით, ხანაც ზღვით და შემოვლითი გზებით.თქვენ მშვიდად იჯექით აქ, ესენი კი თქვენს კონტრაბანდას ატარებდნენ. არ ვიცი ვის რაში ჭირდება ქარვა, მაგრამ ფაქტია, რომ მასზე მოთხოვნა დიდია. ან ისევ სირიასა და კვიპროსში გაგაქვთ, ან ახალი მყიდველი იპონეთ.  მაინტერესებს სად გაგაქვთ ძვირფასი ქვები?
  - ეგ ყველაფერი რა შუაშია ჩემი შვილის მკვლელობასთან?- თავი აარიდა შეკითხვას მაისურაძემ.
- იმ შუაშია, რომ ან მომწოდებელი მოატყუეთ ან ის  ვისაც აბარებთ, ან ვიღაცას ფული არ გადაუხადეთ. მოკლედ რაღაც მოხდა რის გამოც სასიკვდილოდ დაგსდევენ თქვენ და თქვენს ხალხს. ახლა მითხარით, სად გაგაქვთ, ვინაა ბოლო მიმღები და ვინ გაწვდით უკრაინიდან თუ გინდათ, რომ თქვენ გადარჩეთ და თქვენი შვილის და ამ ბიჭების მკვლელი დავიჭირო.
  მაისურაძე რამდენიმე წამი ჩაფიქრდა. თვალებში სინათლე ჩაუარა.
- კვიპროსში გაგვაქვს, სტავრო აგვარებს იქ ყველაფერს.
- ვინაა სტავრო? რა ეროვნების? - ჩაეკითხა მარინე.
- პონტიელი ბერძენია, წარმოშობით წალკიდან. კრიმინალური ავტორიოტეტია. რაში ჭირდება ქარვა არ ვიცი. არც არასოდეს დავინტერესებულვარ. მე მარტო ტრანზიტს ვაგვარებ. წინა პარტიაზე რაღაც პრობლემები გვქონდა. რამდენიმე ქვა ყალბი აღმოჩნდა.აქედან ნამდვილები გავაგზავნე და გზაში შეცვალეს.ურთიერთობა დაგვეძაბა
- თქვენ გგონიათ, რომ სტავრომ გამოაგზავნა მკვლელი?
- შეიძლება, უკრაინიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ყალბ ქვებში სტავრომ ფული არ გადაიხადა, ამაზე უკრაინელებიც გაბრაზდნენ.
- მოკლედ რომელიღაც მხარე გიშორებთ.ალბათ სხვა გზას მოძებნიან კონტრაბანდისთვის. - დაასკვნა ლევანმა.
- ალბათ - ჩაფიქრდა ქალი - ახლა რა იქნება?
- ახლა ჯერ უკრაინელი მომწოდებლის სახელი მითხარი.
- სერგეი ტკაჩოვი.
- ძალიან კარგი .კიდევ რა იცი ტკაჩოვის შესახებ?
- კიევში ცხოვრობს, ვორნოში პატარა კარიერი აქვს.კიდევ რაღაც ბიზნესები.მეტი არაფერი ვიცი.
- სტავროს შესახებ რა იცი?
- რაც გითხარი იმის მეტი არაფერი.
- კიდევ ვიინაა ამ საქმეში. ვინ უნდა იყოს შემდეგი მსხვერპლი, დარწმუნებული იყავით, მასაც მიაგნებენ. -ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მყოფმა მარინემ.
- თამარა ჩაჩუა - ჩუმად ჩაილაპარაკა ქალმა .
- ვიიინ? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა გამომძიებელს - თქვენი მეზობელი თამარა?
- დიახ, თუ შეგიძლიათ დაიცავით - ამოიკნავლა მოტეხილმა ქალმა.
- ქალბატონი თამარა რა როლს ასრულებს?
- თავისთან ინახავდა ქვებს და თუ საჭირო გახდებოდა ინფორმატორი იყო.
- საინტერესოა - სკამის ზურგს მოიეყრდნო მარინე და არაბულს გადახედა.
- კარგი - ამოისუნთქა ლევანმა - ქალბატონო ლილი, დაკავებული ხართ კონტრაბანდული საქმიანობისთვის.ხვალ სხვა გამომძიებელი მოვა და დანარჩენს ის გაარკვევს. მე კი კეპიანს უნდა მივხედო, სანამ დახოცა მთელი ქალაქი.
 გამომძიებელი და პროკურორი ხმის ამოუღებლად ჩავიდნენ საავადმყოფოს ეზოში და მანქანაში ჩასხდნენ.
- ვერ წარმოვიდგენდი ის გაპრანჭული თამარა თუ ამხელა საქმეს ატრიალებდა - ჩაილაპარაკა მარინემ.
- "დამდგარ წყალში მეტი ბაცილააო," არ გაგიგონია? - გაეცინა ლევანს- მაინტერესებს ციხეში ვინ მიართმევს ტკბილეულს და სახის კრემებს.
- მოუნდა სიბერეში ტკბილეულობა - ბრაზობდა გამომძიებელი
- ბატონო ლევან, - მიუბრუნდა რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ გამომძიებელი პროკურორს - არაჩვეულებრივი იყავი. ისე დაარწმუნეთ ის ქალი, რომ აღარც შემოგკამათებია.
- მადლობა მარინე, მაგრამ შენი მუშაობა რომ არა, მე არაფერი გამომივიდოდა.ყველაზე მთავარი საქმე წინ გვაქვს. ჯერ კიდევ არ ვიცი ვინ არის "კეპიანი" 
- მაგასაც გავიგებთ - თქვა გამომძიებელმა - ახლა თამარას მივხედოთ.
- მივხედოთ მაგ გაპრანჭული მელას - გაეცინა ლევანს და კმაყოფილი სახით შეხედა მარინეს - მარინე ინგლისურად ლაპარაკობ?
- დიახ ბატონო ლევან, - ვერ მიხვდა რატომ დაინტერესდა პროკურორი მისი ენების ცოდნით და გაუკვირდა ქალს.
- რუსულად?
- სამწუხაროდ მხოლოდ მესმის, ვერ ვსაუბრობ გამართულად.
- აბა უკრაინიდან გამოგზავნილი მასალები როგორ წაიკითხე? რუსულად არ იყო?- გაუკვირდა ლევანს.
- დედა მყავს უცხო ენების პედაგოგი.სკოლაშიც ასწავლის და უნივერსიტეტშიც კითხულობს ლექციებს.თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.ის მეხმარება ხოლმე როცა მჭირდება.
- მამა? - დაინტერესდა პროკურორი.
- მამა იურისტია, კერძო სექტორში მუშაობს.სამოქალაქო სამართლის კუთხით. ისიც უნივერსტეტში კითხულობს ლექციებს.სრული პროფესორია.
- საინტერესოა - ღიმილით გადახედა არაბულმა ქალს- შენ მამის კვალს გაყევი?
- ძალიან უნდოდა ადვოკატი ვყოფილიყავი, მეც მაინტერესებდა, მაგრამ პროკურატურაში სტაჟირებაზე წავედი და აღარ მომეწონა მარტო საბუთებში ქექვა.
- შენგან კარგი ადვოკატი გამოვიდოდა. უნივერსტეტშიც პროკურატურის გამო არ დარჩი? თუ არ გაინტერესებს სტუდენტებთან ურთიერთობა?
მარინეს გაეღიმა. თან ესიამოვნა არაბული მისით რომ დაინტერესდა.
- არა ბატონო ლევან, დოქტურანტურის პირველ კურსზე ვიყავი ტრეფიკინგის საქმე რომ დაიწყო. ჯერ არც სადისერტაციო თემაზე მქონდა მუშაობა დაწყებული.ისე მივანებე ყველაფერს თავი.მამას უნდა ისევ გავაგრძელო.მეც ვფიქრობ.
- ძალიან კარგია, არაჩვეულებრივია. აუცილებლად გააგრძელე.თუ რამეში შემეძლება დახმარება აუცილებლად მითხარი.
- მადლობა ბატონო ლევან. თქვენ ვის კვალს გაყევი?- დაინტერესდა მარინე.
- მე? - ლევანმა პაუზა გააკეთა - მამა ინჟინერია, კერძო სამშენებლო კომპანიაში მუშაობს.დედა ექიმი, ორივეს ძალიან უნდოდათ ექიმი ვყოფილიყავი, მაგრამ იურისტი გავხდი.
- პროკურატურაში საიდან მოხვდი?
- ადვოკატურიდან, სისხლის სამართალს მივყვებოდი. ყველაზე მძიმე დამნაშავეებს ვიცავდი ხოლმე.მაინტერესებდა რთული საქმეები. მერე მივხვდი, რომ მეც მათსავით ნაძირალა ვხდებოდი და პროკურატურაში გადმოვბარგდი.
- ნანობთ რომ ექიმი არ გახდით? ცისფერი თვალები შეანათა მარინემ არაბულს.
- არაა, არ ვნანობ.მთელი ცხოვრება დედაჩემს ვუყურებ, როგორ გარბის დღის და ღამის ნებისმიერ დროს საავადმყოფოში.ამას ჩემი ძმაც დაემატა.დედა- შვილი ქირურგიის მეფე- დედოფალი არიან. შენ დედისერთა ხარ?
- არა უმცროსი ძმა მყავს, გერმანიაში სწავლობს.ჭკვიანი ბიჭია. ფიზიკოსი - სითბო ჩაეღვარა თვალებში მარინეს.
- ფიზიკოსი იურისტების და პედაგოგის ოჯახში?- იცინოდა ლევანი- ვერ წარმომიდგენია.
- ხოო და იძახის ცერნის ლაბორატორიაში უნდა ვიმუშაო დიდი აფეთქების თეორიაზეო. აიი ასეთი გეგმები აქვს ჩემს პატარა ძმას - გაეცინა მარინესაც.
- დიდი აფეთქებაო? ეგ სამყაროს წარმოქმნის და ევოლუციის თეორია არ არის? - დასერიოზულდა არაბული - რამხელა ამბიცია აქვს...
- აბაა - დაეთანხმა მარინეც.
მანქანაში სიჩუმემ დაისადგურა.ლევანმა რამდენჯერმე გადახედა ქალს, გამომძიებელი კი ფანჯრიდან ათვალიერებდა ქუჩებს.
- რატომ მკითხეთ ინგლისურის ცოდნაზე ბატონო ლევან? - მიუბრუნდა მოულოდნელად არაბულს.
- კვიპროსში უნდა გაგგზავნო, მაგრამ ჯიშკარიანის თანხმობა მჭირდება.
- მე? - გაოცება ვერ დამალა ქალმა.
- ხო,რა იყო? შენზე უკეთესს ვის გავუშვებ, გაირუჯები, ზღვაში იბანავებ.ხომ არ გეშინია ზღვის?
- " ზღვას ზღვასავით დიდი გული და თავმოყვარეობა აქვს, ზღვა ცოცხალია და როდესაც ლაპარაკობს, ზღვას უნდა მოუსმინო" - ციტირება გააკეთა გამომძიებელმა.
- დუმბაძის მოყვარული ხარ ? ეს ხომ "მზიანი ღამეა". არ მგონია არსებობდეს ადამიანი , რომელსაც ერთხელ მაინც არ წაუკითხავს ჩვენი დუმბაძე და ზეპირად არ ესწავლოს მთელი შემოქმედება.
- გეთანხმები.ჩემი აზრით, დუმბაძე რომ ქართველი მწერალი არ ყოფილიყო, მისი ნაწარმოებები მსოფლიო შედევრთა რიცხვში იქნებოდა.
  ლევანს გაეცინა: ის რომ გურული არ ყოფილიყო, ასეთი იუმორით ვერ შენიღბავდა ამდენ ტკივილს.ცოტა მკითხველი ყავს, მაგრამ ისეთი, ვისაც სულით ხორცამდე უყვარს.ცოცხალი რომ იყოს, ალბათ მასაც ეს ერჩივნებოდა.
- არ შემიძლია არ დაგეთანხმო.- თავი დააქნია მარინემ. ორივე ჩაფიქრდა, დუმილი ისევ ლევანმა დაარღვია.
- მე ყველაფერს მოვამზადებ შენს კვიპროსში გასამგზავრებლად. ჯიშკარიანის დათანხმებაც მომიწევს. შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თუ დაგჭირდება, შენს გვერდით გავჩნდები. რაც შეიძლება მალე მინდა რომ წახვიდე.
- მადლობა ნდობისთვის ბატონო ლევან, იმედებს არ გაგიცრუებთ.
- ძალიან. კარგი, ახლა მითხარი სად მიგიყვანო. საღამოს კი თუ საქმეები არ გაქვთ, მე და ტაისონი გამოგივლით.
- განყოფილებაში ბატონო ლევან, ქალბატონ თამარას მივხედავ და საღამოს დაგელოდებით. არაბულმა გაიღიმა, მანქანა მკვეთრი მოძრაობით მოატრიალა და პოლიციისკენ წავიდა.

9 თავი
 შუადღის 3 საათზე საგანგებო პრესკონფერენცია იყო დანიშნული გენპროკურატურაში. ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად BBC, CNN და ევრონიუსის კამერები ჩანდა. იორღოს პალიკარისს სახეზე მკვდრისფერი ედო. თვალები ჩაშავებოდა და ჩაქრობოდა. აღარც მისი ხმა ისმოდა შენობაში. ხელებში თავჩარგული იჯდა კაბინეტში და პრესკონფერენციის დაწყებას ელოდებოდა. შუადღე მოახლოვდა. იორღომ წელი ძლივს აითრიია, ჰალსტუხი შეისწორა, პიჯაკი ჩაიცვა და საკონფერენციო დარბაზში თავისი ადგილი დაიკავა. შესავალი სიტყვის შემდეგ როგორც იქნა მთავარ სათქმელზე გადავიდა  და " წითელ ტბაში" მესამე გვამის აღმოჩენის შესახებ ამცნო საზოგადოებას.
- ვინაობა ცნობილია? - მოესმა რომელიღაც სულსწრაფი ჟურნალისტის ხმა.
- დიახ, სამწუხაროდ ის ნიკოლა პეტროვას შვილი სტეფანი პეტროვაა.
- ეჭვმიტანილი გყავთ? - იკითხა ვიღაცამ მეორე მხრიდან.  
- დიახ , ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით. - კითხვას თავი აარიდა იორღომ.
- რა კომენტარს გააკეთებთ იმასთან დაკავშირებით,რომ კვიპროსის პოლიცია არ იძიებს დაკარგული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმეებს? იორღომ კითხვის ავტორს შეხედა, გულზე CNN - ის ლოგო შეამჩნია და ნაძალადევად გაუღიმა.- ჩვენ ყველა საქმეს ერთნაირი პასუხისმგებლობით ვუდგებით. რაც შეიძლება მშვიდი სახით თქვა, პრესასთან კონფლიქტი ნამდვილად არ ჭირდებოდა.
- რას უპასუხებდით აქციის მონაწილეებს, რომლებიც თქვენს გადადგომას ითხოვენ? - მოესმა შემდეგი შეკითხვა. პროკურორს ოფლმა დაასხა, ჰალსტუხი მოუშვა  და მშვიდად უპასუხა: თუ ეს საქმე გაუხსნელი დარჩება,მათ მოთხოვნას დავაკმაყოფილებ. კიდევ ისმოდა აქეთ-იქიდან ჟურნალისტების შეკითხვები, მაგრამ პალიკარისს მეტის გაძლება აღარ შეეძლო, წამოხტა და საკონფერენციო ოთახი დატოვა.
  კაბინეტში შესულ პროკურორს ფეხდაფეხ გამომძიებელი სოფოკლეს სოფოკლეო მიყვა.
- რატომ არ ისაუბრეთ გამოძიების შედეგებზე, ეს მდგომარეობას შეამსუბუქებდა და ხალხსაც დააწყნარებდა. - გულდაწყვეტით შეხედა გამომძიებელმა პროკურორს.
- რა მეთქვა, სამი გვამი მყავს, აქედან ერთი დამხრჩვალი, მეორე ისეთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული, რომელიც ქვეყანაში არ იშოვება და აკრძალულია. მესამე ბავშვი, რომელსაც კისრის მალები აქვს გდატეხილი-თქო? მანიაკი დადის, ხალხს ხოცავს, და მე წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის-თქო? ცოტა ხანში გადავდგები და იმტვრიოს თავი მერე სხვამ. წავალ სადმე დასასვენებლად.- ხელი ჩაიქნია იორღომ და სავარძელზე მოწყვეტით დაეშვა.
- ეჰ ბატონო პალიკარისს, თქვენც ხო კარგად იცით რომ ასე მარტივად ვერ დატოვებთ თანამდებობას?
- ვიცი - სავარძელში შესწორდა პროკურორი - ვიციი 
- რამე უნდა მოიფიქროთ აქციის მონაწილეების და დასამშვიდებლად - არ ანებებდა თავს გამომძიებელი.
- ეგ პრეზიდენტმა იდარდოს, მე გადამაყენოს და მშვიდად წასვლის საშუალება მომცეს.სოფოკლე ხვდებოდა რომ პროკურორს ხელი ჩაქნეული ქონდა. დანებდა და დინებას მიყვებოდა.მას თუ მორევი ჩაითრევდა სოფოკლესაც თან გაიყოლებდა.

  ლევან არაბული კვიპროსში გამგზავრების წინ ბოლო ინსტრუქტაჟს უტარებდა მარინეს. პროკურორმა ყველა საქმე დილიდან გადადო.მასალები დაახარისხა და დეტალებში უხსნიდა გამომძიებელს სად რა უნდა ეთქვა და გაეკეთებინა.
- აეროპორტში ქართველი ბიჭი ბაქარი დაგხვდება, თარჯიმნობასაც ის გაგიწევს და გიდობასაც. მაგრამ ეცადე თუ ძალიან არ დაგჭირდება მისი თარგმანი არ გამოიყენო. თხოვე რომ შენი თანდასწრებით ყოველთვის ინგლისურად ისაუბრონ. მათი გეპროკურორი დიდი გაიძვერა ვინმეა, არ ვენდობი.ახლა დიდ სკანდალში არიან გახვეული.სერიულ მკვლელს დასდევენ. როგორც იორღოს პალიკარისმა მითხრა, აკ-47 ხოცავს ქალებს. ამიტომაც დაინტერესდა ჩვენი საქმით. ეს გამოიყენე, მაგრამ რამე შარში არ გაყო თავი.ფრთხილად იყავი.
- სტავროზე რა გითხრა?
- ნარკოტიკების გასაღება, იარაღის ყიდვა- გაყიდვა, რეკეტი, მოკლედ ყველაფრისთვის ეძებენ.ქარვის ამბავი არ იცოდნენ.ეს კაცი ისე დადის, მთელს ევროპაში კაციშვილი ვერ პოულობს.წითელი ცირკულარით ეძებენ.თუ ჩვენი "კეპიანი" არის კვიპროსში მომხდარ მკვლელობაში გარეული, მაშინ ძალიან დაგვეხმარებიან. სასტუმროს ჯავშანი, მივლინების ხარჯები და ა.შ. კანცელარიაში დაგხვდება. იარაღი არ წაიღო, - ლევანმა გაიღიმა - რამე კითხვა ხომ არ გაქვს?
- ის ქართველი ბიჭი ვინაა?
- საქართველოში დაბადებული მაგრამ იქ გაზრდილია.ადმინისტრაციაში მუშაობს.უბრალოდ თარჯიმნად მოგამაგრეს.დაგეხმარება მაგრამ ყველა კარტს ნუ გაუხსნის.
- გასაგებია ბატონო ლევან, მოვემზადები. მადლობა რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს მანდობთ. - წასასვლელად გაემზადა მარინე.
- წარმატებები და მშვიდობით  დაგვიბრუნდი.-  ლევანმა მხარზე ხელი მოხვია გამომძიებელს და შუბლზე აკოცა. - როგორც კი დამირეკავ, შენთან გავჩნდები, ხომ დამირეკავ? - თვალებში ჩახედა და ისე ელოდა პასუხს. მარინემ წამწამები დააფახურა თანხმობის ნიშნად, პროკურორს მოეხვია ერთი წამით და დატოვა კაბინეტი.
  

იორღოს პალიკარისს მთელი ღამე არ ეძინა, საპროტესტო აქციებმა პროკურატურიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა და ქვეყნის მთავარსარდალი დღეში სამჯერ რეკავდა გენპროკურორთან პირად ტელეფონზე. 
მომიტინგეები მკვლელის მინიმალურ დროში დაჭერასთან ერთად ყველა დაკარგული და სახლიდან გაქცეული ადამიანის კვალის გაგებას ითხოვდნენ. მთელი სახელმწიფო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე იყო გადასული. ასეულობით პოლიციელი დღე და ღამეს ამოწმებდა გზებს, აკონტროლებდა საჰაერო სივრცეს და უჯდა ქალაქში დამონტაჟებულ კამერებს, მაგრამ საქმეში წინსვლა არ ქონდა.
მთელი ღამე იბარებდა გენპროკურორი საქმის მიმდინარეობის დეტალებს და  დილა ადრიან ვიღაც ქართველი რიგითი გამომძიებლის შეხვედრის არც სურვილი ქონდა და არც ძალა. მაგრამ აკ-47 ტიპის იარაღმა დააინტერესა. ის არც ისე ადვილი საშოვნელი იყო, ძირითადად ტერორისტები ან სერიოზული კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყენებდნენ. ალექსანდრა კალჩუ კი ამ იარაღით იყო მოკლული. გენპროკურორი თავზე ხელშემოდებული იჯდა კაბინეტში და ფიქრობდა, როცა მდივანი შემოკაკუნდა თავისი წითელი ფეხსაცმლით.როგორ აღიზიანებდა ეს ხმა იორღოს და საერთოდაც ამ ბოლოს ყველაფერი აღიზიანებდა, რაც ქალებს ეხებოდა.
  კაბინეტის წინ ქართველი გამომძიებელი ელოდა, ესეც ქალი იყო, რაც კიდევ უფრო აცოფებდა კაცს. ფეხზე წამოდგომაც არ იკადრა, ისე ანიშნა სავარძელზე კაბინეტში შემოსულ მარინეს.
ქართველმა გამომძიებელმა და მისმა თარჯიმანმა ადგილები დაიკავეს.
- თარჯიმანმა მითარგმნოს, ახლა ინგლისურად მოსმენის თავი არ მაქვს - აგდებულად თქვა პროკურორმა.
მარინემ თავი დაუქნია, ბაქარს გაეცინა.გაგონილი ქონდა, რომ გენპროკურორი პოლიგლოტის ნიჭით არ გამოირჩეოდა.
- საიდან დავიწყო? თქვენ ესაუბრეთ ქართველ პროკურორ ლევან არაბულს, მან მოგახსენათ საქმის ვითარება.
- თავიდან დაიწყე მოკლედ, რაც დამაინტერესებს გკითხავ - მოკლედ უპასუხა კაცმა და მოსასმენად მოემზადა.
- სამი მამაკაცი მოკლეს, ერთი ქალი დაჭრეს. სამივე ქარვის არალეგალურ ბოიზნესში იყო ჩართული. ქვები უკრაინიდან შემოდიოდა და საქართველოს გავლით კვიპროსში ჩამოდიოდა. კვიპროსში ამ საქმეს ვინმე სტავრო კურირებს. მის შესახებ თქვენს სამართალდამცველებს აქვთ ინფორმაცია და ძებნაშია.  მარინემ შეიწვება სანამ თარჯიმანი თარგმნიდა. პროკურორმა თავი აწია.
- სტავრო- ჩაფიქრდა რამდენიმე წამით - ნარკოტიკები, იარაღი, კრიმინალური გარჩევები. ახლა კონტრაბანდა დაემატა.ამ კაცს რამდენი რამისთვის ვეძებთ ვერც კი წარმოიდგენთ და თქვენ გინდათ, რომ რამდენიმე დღეში დააკავოთ?
- არა ბატონო პალიკარისს, მე სხვა ვინმეს მეძებ.ამ მკვლელობების შემსრულებელს, რომელიც ან სტავროს გამოგზავნილია ან უკრაინელი მომწოდებლების. ყველა მკვლელობა აკ-47 ტიპის იარაღით არის შესრულებული.ერთ- ერთ მოკლულს ხელის მტევანი ქირურგიული სიზუსტით აქვს გადაჭრილი.მეორეს კისრის მალები აქვს გადამტვრეული. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მას კარგი სამედიცინო განათლება აქვს მიღებული და სავარაუდოდ ყოფილი ან მოქმედი სამხედროა. მისი ფოტო რობოტიც გვაქვს...
 - ერთი წუთით - შეაჩერა პროკურორმა მარინე - თქვენ და ამ ბატონმა ცოტა ხნით შეისვენეთ, დაგიძახებთ. ჩემი მდივანი რამეს შემოგთავაზებთ.
გაკვირვებული გამომძიებელი ფეხზე წამოდგა.  ნამდვილად არ ელოდა ასე უცერემონიალოდ კაბინეტიდან გამოძევებას.
- ეს სულ ასეთია? - კითხა კაბინეტიდან გამოსულმა მარინემ ბაქარს. ბიჭს გაეცინა: კი ასეთია, ყველას ეშინია მისი. აქამდე კარგიც არაფერი გამიგონია.დღეს მეც პირველად შევხვდი.
დაახლოებით ნახევარ საათში გენპროკურორის კაბინეტი მაღალმა მამაკაცმა შეაღო.რამდენიმე წუთში კი სტუმრებსაც დაუძახეს.
- ეს ჩვენი ქართველი კოლეგას, ეს კი ბატონი ბაქარი, ჩვენთან მუშაობს, რომელიც თარჯიმნობას უწევს ქალბატონ მარინეს. სტუმრები გააცნო პალიკარისმა მამაკაცს. - ეს კი გამომძიებელი სოფოკლეოს სოფოკლეა. ის იძიებს ორი ორი ქალის და ერთი ბავშვის მკვლელობას. დანარჩენს თავად გეტყვით.
  სოფოკლემ ქართველებს ხელი ჩამოართვა და სავარძელში ჩაესვენა. მერე დიდი საქაღალდე გახსნა და იქიდან ფურცლების ამოლაგება დაიწყო.
- ბატონმა პროკურორმა მითხრა, რომ თქვენს საქმეში იშვიათი იარაღი, დამტვრეული კისრის მალები და მოჭრილი მტევანია. ერთი ქალის შემთხვევაში იგივე იარაღია გამოყენებული.ბავშვს კისერი აქვს გადამტვრეული.სამივე გვამი იშვიათი ქირურგიული ოსტატობითაა დანაწევრებული. 
 გამომძიებელმა გვამების ფოტოები ამოიღო და მარინეს წინ დაუწყო.ჩემოდნებში აკურატულად ჩალაგებულმა ნარჩენებს და ტანსაცმელს ქალს ღებინების შეგრძნება გაუჩინა.შეგიძლიათ მკვლელის დაახლოებითი აღწერილობა მითხრა?
- მამაკაცი, დაახლოებით 180 სმ. სიმაღლის. ნავარჯიშები ან გენეტიკურად ძლიერი.თმაგადაპარსული.კეფაზე ობობას ქსელის ტატუირებით. ფოტოს გაჩვენებთ. სანამ ბაქარი თარგმნიდა, მარინემ სურათი ამოიღო ჩანთიდან.
სოფოკლეს სოფოკლეო და იორღო დიდხანს ათვალიერებდნენ მამაკაცის სახეს. მერე ერთმანეთს გადახედეს.თითქოს რაღაც ინფორმაცია გაცვალეს თვალებით.
- მგონი ერთი და იგივეს ვეძებთ. მოწმეები დაახლოებით ასეთივე მამაკაცს აღწერენ. ვცადოთ - თვალებანთებულმა თქვა გენპროკურორის - ჩვენი საქმიანობა ხომ მუდმივი ცდის პროცესია.ბატონი სოფოკლე საქმის მასალებს გადმოგცემთ. გაეცანით და სტრატეგია მოგვიანებით დავგეგმოთ.დილის 8 საათზე გელოდებით.
იორღო ფეხზე წამოდგა დ ხელი გაუწოდა გამომძიებელს. მარინეს გაუკვირდა, ეს უხეში კაცი როგორც იქნა ზრდილობიანად მოიქცა.მადლობა გადაუხადა აუდიენციისთვის  და ოთახში შემოსულ ქალს გაყვა.
  იორღოს პალიკარისის წითელ ფეხსაცმლიანმა მდივანმა ქართველები პატარა ოთახში შეიყვანა.მოზრდილი მაგიდა და სამი სკამი იყო მათ განკარგულებაში. ფურცლები და საწერი კალმები მიუტანა და დატოვა. მარინეს მარტო დარჩენა ერჩივნა, მაგრამ ბაქარის გარეშე გაუჭირდებოდა საქმის მასალებში გარკვევა.დრო ცოტა ქონდა, საქაღალდე კი სქელი იყო.
  ჩემოდნებში ჩალაგებული გვამების დეტალური სურათების ყურება მარინეს აღარ შეეძლო.რაც უფრო მეტს ნახულობდა, მით უფრო რწმუნდებოდა,რომ ორ ქვეყანაში ერთი და იგივე კაცი მოქმედებდა.მაგრამ თბილისში ეს ბიზნესი იყო, კვიპროსში კი გართობა. საქმე აშკარად კარგად გაწვრთნილი და  ცივსისხლიან სერიულ მკვლელს ეხებოდა. წინ მძიმე სამუშაო ელოდა, თან მარტო იყო უცხო ქვეყანაში  და ცოტა ეშინოდა კიდეც. მაგრამ ახლა ამის გამჟღავნების არც დრო იყო და არც ადგილი. 
მარინემ პატარა ერთ სართულიან სასტუმროში დაიდო ბინა.კედელზე პლაზმური ტელევიზორი იწონებდა თავს.მინი ბაღში უამრავი სასმელი იდო.პატარ აივანი მაგიდა- სავარძლით იდეალური ადგილი იყო ფიქრისთვის. გენპროკურორთან საუბრის და სამი ქალის მკვლელობების საქმეების ნახვის შემდეგ, საჭმლის გახსენება არ უნდოდა.ძილი თვალზე არ ეკარებოდა. თან არაბულთან აუცილებლად უნდა დაერეკა და მშობლებიც ელოდნენ მის ზარს.
 მიუხედავად კვიპროსის თბილი დღეებისა, ღამე ცოტა გრილოდა. გამომძიებელი თეთრი ხალათით აივანზე მოკალათდა და პატარა ლეპტოპი გახსნა.
  ლევან არაბულს კიევის სიცივისგან თავის დასაღწევად გათბობა ბოლომდე აეწია და გიშლით ხელში იჯდა სასტუმროს ნომერში. როგორც კი მარინეს ზარი შემოვიდა ტელეფონზე, ჭიქა გადადო, სქელი მოსაცმელის საყელო გაისწორა და მწვანე ღილაკს თითი გაუსვა.. ეკრანზე სველი თმით და თეთრი ხალათით გამომძიებელი გამოჩნდა.
- აბა ქალბატონო მარინე, როგორ მოეწყვე კვიპროსში, თბილად ხარ ჩემგან განსხვავებით ხო?- გაუცინა პროკურორმა.
- რა გითხრათ ბატონო ლევან, მთელი დღეა პატარა ოთახიდან ცხვირი არ გამომიყვია და ახლა ცოტა გრილა.
- მოგწონს კვიპროსი?
- მხოლოდ გუშინ საღამოს რისი ნახვაც მოვასწარი, ძალიან ლამაზია.სამწუხაროდ ჯერ ზღვა არ მინახავს.რომ ვნახავ მოკითხვას გადავცემ თქვენგან.მანდ რა ხდება, რამე საინტერესოა? - ჩაეკითხა ქალი.
- არაფერი ჯერჯერობით მარინე, უფრო ბიუროკრატიულ ეტაპებს გავდივარ. შენთა რა ხდება?
- ჩემთან მართლა საინტერესოდაა საქმე ლევან, გახსოვს რომ მითხარი სერიულ მკვლელს ეძებენო, მგონი ჩვენი კეპიანია.
- რაა? სავარძელში წამოიწია ლევანი.
- ხო ლევან, ზუსტად იგივე იარაღი. ქირურგიული სიზუსტით დანაწევრებული სხეულები და რაც მთავარია, იგივე აღწერილობა.ყველაფერი ემთხვევა.
- როგორ გგონია, ეგ ქალებიც ქარვასთან არიან დაკავშირებული?
- არა, ამ შემთხვევაში მსხვერპლს სოციალური ქსელიდან ირჩევს. ერთმანეთის მსგავსებს. სიმაღლით, წონით, ვიზუალით. სამი გვამი იპოვნეს, მაგრამ კიდევ ეძებენ.შეიძლება სხვებიც იყვნენ.
- რას ამბობს პროკურორი პალიკარისი?
- ჯერ არაფერი უთქვამს, არც ჩვენი მისვლა გახარებია. დამთხვევების აღმოჩენის შემდეგ ცოტა დაინტერესდა. ხვალ დილას უნდა შევხვდე. საქმის მასალები შენს ელექტრონულ ფოსტაზე უკვე ავტვირთე.რომ მოიცლი ნახე.
- შენ დაღლილი ხარ? გეძინება? - მზრუნველი ხმით იკითხა ლევანმა.
- კი ძალიან დავიღალე, მაგრამ ისეთი ფოტოები ვნახე,სავარაუდოდ არ დამეძინება.
- ისეთი ამბები მითხარი, ახლა აღარც მე დამეძინება - გაეცინა არაბულსაც.
- უკრაინელებმა მასპინძლობა არ გაგიწიეს? რატომ არ გაისეირნე ღამის კიევში?
- შემომთავაზეს მაგრამ ისე ცივა, ახლა გარეთ გასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია. ნახე რა თბილ მოსაცელში ვარ გახვეული. უკან დაიწია ლევანმა და ბეწვიანი ქურთუკი აჩვენა ქალს. მარინეს სიცილი აუტყდა. 
- ბატონო ლევან, არჩევანში შევედით. აქ უნდა წამოსულიყავით.ნახე მე აივანზე ვზივარ ხალათით.
- მართალი ხარ - დანანებით დააქნია თავი ლევანმა - შენი დამხმარე როგორი ბიჭია.შეეწყვე?
- განათლებული და კარგი ბიჭია, თავისუფლად საუბრობს რამდენიმე ენაზე.იურისპუდენციას ეუფლება. არც მოსაბეზრებელია, ზედმეტად არ შევუწუხებივარ. გუშინ ქალაქის ცენტრი დავათვალიერეთ.
- ძალიან მიხარია, ერთი დღე აიღე თავისუფალი და ზღვისპირა კურორტებზე წადი. მერე შთაბეჭდილებები გამიზიარე. თუ მეღირსა შვებულება მერე მეც წავალ. პროკურორს ისეთი საწყალი სახე ქონდა, მარინემ თავი ვერ შეიკავა და გაეცინა.
- ლევან, ჩემს მშობლებს დავურეკავ და ისევ დავბრუნდები. თუ სურვილი გექნება კიდევ ვისაუბროთ.
პროკურორი გამოფხიზლდა. ეგონა მარინე თავიდან იშორებდა, არადა მთელი საღამო მის გამოჩენას ელოდა. 
- დაგელოდები - მხოლოდ ეს უთხრა და ტელეფონი გათიშა.


დილა ადრიან სოფოკლე ტელეფონის ზარის ხმამ გააღვიძა.გენპროკურორი რეკავდა, რაც დილის სასიამოვნოდ დაწყებას ნამდვილად არ ნიშნავდა.
- გაიღვიძე სოფოკლე და იმ ქართველთან წადი - გაისმა ტელეფონში იორღოს ხმა.
- რა მინდა ქართველთან? - ვერ მიხვდა გამომძიებელი.
- აკოცე შუბლზე და დილა მშვიდობისა უსურვე - აღრიალდა გენპროკურორი ტელეფონში - უთხარი თუ მკვლელის მოძებნა უნდა, ვიცი რაც უნდა გააკეთოს, თუ არა აწიოს იის თავისი ლამაზი ტ... და როგორც ჩამოვიდა ისე წავიდეს აქედან. მასეთი ახალბედებით  სავსე მაქვს პროკურატურა, ეგ აღარ მჭირდება.
  გაკვირვებული გამომძიებელი ვერ ხვდებოდა რას ითხოვდნენ მისგან და ბოლომდე აცდიდა ორთქლის ამოსვლას პალიკარისს.
- მიაკითხეთ და აქ მოიყვანე - დაამთავრა თავისი სათქმელი პროკურორმა.
  სოფოკლე ზლაზვნით წამოდგა ფეხზე, პირზე წყალი შეისხა და ქართველი გამომძიებლის სასტუმროსკენ აიღო გეზი.
 - დაბრძანდით და მისმინეთ - გენპროკურორის კაბინეტში გამომძიებლების გამოჩენისთანავე გაისმა პალიკარისის მქუხარე ხმა. მარინემ, ბაქარმა და სოფოკლემ სასწრაფოდ დაიკავეს ადგილები.
- გეგმა ასეთია, შენ ქალბატონო მარინე, ძალიან გავხარ მოკლულებს - მერინეს გააჟრჟოლა - ამიტომ ერთადერთი რაც შეგიძლია, ისაა რომ დარეგისტრირდე იმ სოციალურ ქსელებზე სადაც ის ქალები იცნობდნენ მკვლელს, მოძებნო და თუ გაგიმართლა გაიცნო. ტექნიკური საშუალებებით და დამხმარეებით მოგამარაგებ.მეტი არაფერი შემიძლია და არც არაფერში მჭირდები.
  იორღოს პალიკარისის ნათქვამის გადახარშვას რამდენიმე წამი მოანდომა მარინემ.
- ჩემს უფროსს უნდა შევატყობინო - უპასუხა ძალიან მშვიდად. 
- დაურეკე - ტელეფონი მიაწოდა გენპროკურორმა. რამდენიმე წამში ეკრანზე ლევან არაბულის გამოსახულება გამოჩნდა.
- რა ხდება მარინე, კარგად ხარ? - იკითხა შეშფოთებულმა კაცმა.
- გენპროკურორთან ვზივარ, უნდა რომ გაცნობის საიტებზე დავრეგისტრირდე და იქ ვეცადო მკვლელის მოძებნა.ჩემი თარჯიმანი აქაა - მიახვედრა ქალმა, რომ შეიძლებოდა მათი საუბარი მამაკაცებისთვის გასაგები ყოფილიყო.
- შენ თანახმა ხარ? - იკითხა ლევანმა, თუმცა უკვე იცოდა, რომ მარინე ყველაფერზე წამსვლელი იყო.
- მინდა ვცადოთ - დაუფიქრებლად უპასუხა ქალმა
- შენს უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს?
- არ გვისაუბრია ამ საკითხზე.
- შენი თარჯიმანი მოიყვანე ახლოს და ტელეფონი მიაწოდე - მუქარა ნარევი ხმა ქონდა პროკურორს.
- გამარჯობა ბაქარ, რასაც ახლა გეტყვი სიტყვა-სიტყვით უთარგმნე ბატონ იორღოს.მას თუ მარინეს დახმარება ჭირდება, ყველანაირად იზრუნოს მის უსაფრთხოებაზე, თუ არა, ვინც უნდა ის მოძებნოს. სანამ მე ჩამოვალ, თმის ღერი არ ჩამოუვარდეს ჩემს თანამშრომელს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი გადამირჩებით ცოცხალი.
 ბაქარმა თარგმნა.მარინე სულგანაბული ელოდა გენპროკურორის რეაქციას.ერთი წუთით ისიც იფიქრა, ამ მუქარის შემდეგ აქედან უკანმოუხედავად გამაგდებსო, მაგრამ პალიკარისს გაეცინა: მიყვარს შენნაირი ბიჭები, თავისი ხალხის გამო ყველაფერზე რომ მიდიან, შენს ჩამოსვლამდე უსაფრთხოდ იქნება ეს გოგო - დაამშვიდა არაბული.
ლევანი აშკარად კმაყოფილი იყო.
- მარინე- დაიძახა და ტელეფონი მარინეს მიაწოდეს - თავს გაუფრთხილდი, მე მალე ვიქნები შენს გვერდით. ყველაფერი გამოგვივა. სხვებისთვის შეუმჩნევლად კოცნა გაუგზავნა და კავშირი გაწყვიტა.
 საღამომდე მარინეს რამდენიმე ისეთი სურათი გადაუღეს, სადაც მისი ქერა თმა და თვალები კარგად ჩანდა. გაცნობის საიტ OKKON,COM -ზე დაარეგისტრირეს და ნამდვილი სახელის მაგივრად მოლდოვური სახელი და გვარი ჩაუწერეს. Facebook- ის ახალი გვერდიც შეუქმნეს და თარიღები ისე შეუცვალეს თითქოს ორ წელზე მეტი ხნის აქტიური მომხმარებელი იყო. ტელეფონში გაუმზადეს აპლიკაცია, დანარჩენი გამომძიებლის მოხერხებაზე იყო.
OKKON.COM-ს ბევრი მომხმარებელი არ ყავდა, როგორც მარინემ აღმოაჩინა, აქ ძირითადად ერთი ღამის პარტნიორებს ეძებდნენ.ქალმა რამდენიმე ტესტი შეავსო, რომელიც მისთვის შესაფერის კანდიდატურას მოუძებნიდა.მამაკაცების დახასიათებისას ყურადღება "კეპიანის" ვიზუალურ მხარეზე გაამახვილა და არც ტატუირებისადმი ინტერესი გამორჩენია. მთელი ღამე იჯდა სასტუმროს პატარა აივანზე და უამრავ შესაფერის ვარიანტს უბამდა დიალოგს.
 ოთხმა გათენებულმა ღამემ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ მარინეს პროფილი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და გამომხმაურებელიც ბევრი გამოუჩნდა. ღამის უძილობამ თავისი ქნა, თვალები ჩაუწითლდა და თავის აუტანელი ტკივილი დაეწყო.ძლიერი ძილის წამალი ჭირდებოდა, რომ დღის განმავლობაში მაინც შეძლებოდა დაძინება. სოფოკლეს სოფოკლეომ რამდენჯერმე დაურეკა და ერთხელ მოინახულა კიდეც ქართველი გამომძიებელი.
გენპროკურორს ციხეში შესვლაც თხოვა მარინემ, იქნებ პატიმრებს რამე ეთქვათ მისთვის სტავროს შესახებ იორღო დათანხმდა, მაგრამ ეს მცდელობა არაფრისმომცემი გამოდგა, პატიმრებს ეს სახელი თითქოს არასდროს გაეგონათ.მხოლოდ მარინეს მომხიბვლელობით ერთობოდნენ და სასაცილოდ არ ყოფნიდათ გამომძიებლის მონდომება.ერთმა ისიც კი თქვა, რომ ინფორმაციის გაცემისთანავე მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.ამიტომ ხმას არავინ იღებდა. კრიმინალური ავტორიტეტი ისე მართავდა ციხეს, რომ რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსითაც არ უახლოვდებოდა მას.
  დაღლილმა და უძილარმა გამომძიებელმა ფანჯრებზე სქელი ფარდები ჩამოაფარა, სრულიად ჩააბნელა ოთახი და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.
  უკვე დაბინდებული იყო, გარედან შემოსულმა ხმაურმა და შეუწყვეტელმა კანუნმა რომ ააწევინა თავი მარინე ნაკაშიძეს.იქვე მიგდებულ ხალათს ხელი დაავლო და ოდნავ შეაღო კარები. დერეფანში ლევან არაბული იდგა დიდი ჩემოდნით და სასტუმროს ადმინისტრატორს ყელგამოწეული თხოვდა მარინეს ნომრის გასაღებს.შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი კი უარის ნიშნად თავს იქნევდა.
- ლევან რა ხდება? - როგორც იქნა გამოფხიზლდა ქალი.
- ორი საათია ვაკაკუნებ, ვრეკავ და ახლა მეკითხები რა ხდება? - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა არაბული. ადმინისტრატორმა მოკამათე წყვილის შეხედა.
- policy? - იკითხა ქალის მიმართულებით. მარინემ გაიცინა.
- არა ჩემი მეგობარია, შეეშინდა უბრალოდ - გაუღიმა კაცს და არაბულს კისერზე ჩამოეკიდა. ლოყები დაუკოცნა და წელზე ხელშემოხვეული შეიპატიჟა ნომერში.
- მარინე ნაკაშიძე ინფაქტს დამმართებ ერთ დღეს, როგორ გეძინა რომ ვერაფერი გაგაგონე? - ნომერში თავისი ჩემოდანი შემოათრია პროკურორმა.
- შენ აქ რა ქარმა გადმოგაგდო? - კითხვა შეუბრუნა მარინემ და ელექტრო ჩაიდანი ჩართო - ყავას დალევ?
- გავიგე, რომ ძალიან პოპულარული გამხდარხარ სოციალურ ქსელში და ვიფიქრე მარტო ვერ გაუმკლავდება კაცებში არჩევანის გაკეთებას-თქო და დასახმარებლად მოვედი. თან კუთვნილი შვებულებით ვსარგებლობ.ორ წელზე მეტია არ დამისვენია. ათი დღე ვარ თავისუფალი. - ცოტა შეისვენა და ნომერი შეათვალიერა- მეშინია შენი და იმ პალიკარისის წამოწყების, რომ გაგშიფროს "კეპიანმა" მაშინვე მოგკლავს. ამ ათ დღეში ან დავიჭერთ, ან უკან მივდივართ და რამე სხვას მოვიფიქრებთ.
  მარინემ ყავა დაასხა და ჭიქა არაბულს გაუწოდა.
- ნურაფრის გეშინია, ახლა შენც აქ ხარ, ყველაფერი გამოვა. დაბინავდი სადმე?
- არა შემისახლე ერთი ღამით - დაეკრიჭა ლევანი.
- ძალიან მიხარია შენი ჩამოსვლა, ამაზე კარგს ვერაფერს ვინატრებდი.ორივეს კომპიუტერზე ჩავრთავ საიტებს, შენ რუსულ ენოვანს მოძებნი მე ინგლისურს.თანახმა ხარ?
- კი მაგრამ რა უნდა ველაპაკო?- დაიბნა კაცი.
- ეფლირტავები, როგორც გოგო - გაეცინა მარინეს.
- მაშინ ვარდისფერი ტანსაცმელი მათხოვე, ცოტა ქალად რომ ვიგრძნო თავი - ახარხარდა პროკურორი და ოთახში თეძოს რხევით გაიარა.
- ჯერ ვახშამი ლევან და მერე საქმე - შეთავაზა მარინემ და აბაზანაში შეიკეტა.

  - ნახე სტარბაქსის ყავა მოგიტანე - თავზე დაადგა გამომძიებელი მარინე ნაკაშიძე აივანზე სავარძელში ჩაძინებულ პროკურორს.
- უკვე დილაა? - თვალების ფშვნეტით წამოდგა კაცი.
- კი დილაა , აბა რამდენი გაიცანი წუხელ?- იქვე ჩამოუჯდა ქალი.
- ვეღარ ვითვლი იმდენი, რამდენიმე ისე დაინტერესდა, პაემანი დამინიშნა.
- გაგხსნია ბედი არაბულო - გადაიხარხარა მარინემ. - ადექი გაემზადე, გენპროკურორი და ჩემი თარჯიმანი უნდა გაგაცნო. იორღოს ყველგან თვალები და ყურები აქვს. დილით დამირეკა, გავიგე შენი უფროსი ჩამოვიდა და ჩემთან გელოდებითო.
- დიდი გაიძვერა კაცია - ფეხზე წამოდგა ლევანი, მაგრამ წელის ტკივილმა მოკეცა და სავარძელში ჩაესვენა. - შენთან გამოჩნდა ვინმე საინტერესო?
- კი, აი ნახე - ხელი დაავლო კომპიუტერს მარინემ  და არაბულს გვერდით მიუჯდა, - აი ეს სამი კაცია, ფოტოს გამოგზავნაზე სამივემ უარი თქვა, რუსულად და ინგლისურად საუბრობენ.სამხედრო წარსული აქვთ. განსაკუთრებით ჩემი რუმინელობით დაინტერესდნენ.დღეს საღამოს პაემანი გვაქვს ინტერნეტში.
- საინტერესოა - ცხელ ყავას დაეწაფა არაბული.
- პალიკარისთან ვიზიტის შემდეგ, სამივეს პროფილებს კომპიუტერების ტვინებს შევამოწმებინებ. ვნახოთ სად არიან დარეგისტრირებული და რა ადგილებიდან სარგებლობენ ინტერნეტით.ხალხის გაცხრილვაში დაგვეხმარება, ზედმეტად რომ არ ვიწვალოთ.
- მართალია ცოტა გაგვიადვილებს მუშაობას. თუ არა ამდენი კაცის დამახსოვრებით უკვე ტვინი ამერია - ზლაზვნით წამოიწია ლევანი - აბაზანაში პირველი მე ვარ, როგორც სტუმარს მეკუთვნის.პასუხისთვის აღარ დაუცდია ისე გაუჩინარდა ნომერში.


- ამ მარჯვენა მხრივ მოძრაობას ვერაფერი გავუგე, - წუწუნობდა საჭესთან მჯდომი არაბული და თან ნაქირავები მანქანის სალონსათვალიერებდა.
- გითხარი მე ვიტვირთავ ჩემს თავზე მძღოლობას-თქო და უარი მითხარი, ახლა ნუ მესმის შენი წუწუნი.- გადახედა მარინემ და სარკეში თავი შეათვალიერა.
- აბა გეგმა როგორია, პაფოსში ჩასვლისთანავე სასტუმრო და ზღვა, თუ ჯერ იალიას მონასტერი? 
- ჯერ მონასტერი, საღამოსაც მოვასწრებთ დანარჩენს - წამით გაჩუმდა - რა დროს სეირნობა იყო ლევან - საყვედურნარევი ხმით გააგრძელა ქალმა - საქმე გვაქვს, მკვლელია დასაჭერი.
- ინტერნეტი ყველგან არის და სანამ ის კომპიუტერის ჭიები რამეს გაარკვევენ ვისხდეთ სასტუმროში და ველოდოთ? დღე ჩვენია, ღამე სამუშაოსი. ნახე რა კარგი წყვილი ვართ, ერთი "დავსელფდეთ" რაა - შავი სათვალე გაისწორა არაბულმა და მარინესთან ახლოს მიიწია სურათის გადასაღებად.
- ეს რომ ჩვენმა უფროსობამ ნახოს... გაგვიშვებენ სამსახურიდან - ღიმილით დასცქეროდა ფოტოს ნაკაშიძე.
- ხოდა არ ნახონ, შეინახე, გაგვახსენებს ხოლმნე დღევანდელ დღეს. რამდენი კილომეტრი დაგვრჩა?
 მარინემ GPS ჩართო ტელეფონზე.
- აიი აქ გადაუხვიე და მერე მონასტრისკენ მიმავალ გზას დავადგებით. ისე რა საოცრებაა არა? თამარ მეფეს სახსრები გამოუყვია მონასტრის შესაკეთებლად. წარმოიდგინე რამდენი ხნის იქნებოდა ტაძარი, შეკეთება რომ დაჭირდა.
- ნეტა თვითონ თუ იყო ნამყოფი? - ჩაფიქრდა ლევანი - როგორ იპოვეს ეს კუნძული ქართველებმა და აქ რა ესაქმებოდათ?
- არ მიკვირს ლევან, ეგვიპტელ მამლუქებთან ქონდათ დიპლომატიური ურთიერთობები და აქ ბერების ცხოვრება გასაკვირია?
- ნახე რა ხეობაა საქართველოს გავს- ტაძრისკენ მიმავალი გზით აღფრთოვანებას ვერ მალავდა კაცი.
- ალბათ ამიტომაც აირჩიეს ეს ადგილი, ნეტავ რამდენი ქართველის ძვალია აქ ჩაკარგული.
- შეიძლება სოფელშიც ცხოვრობდნენ ქართველი გლეხები. ახლა მაგას ვინ გაიგებს. ნახე ჩვენი დროშა ფრიალებს. რამხელა ტაძარია, ვინ იცის ამ გორაზე კიდევ რამდენი რამეა ჩამარხული.
  აღფრთოვანებული მარინე ყველა დეტალს ათვალიერებდა. ლევანმა ფოტოგრაფობა სიამოვნებით შეითავსა და ერთ წამს არ კარგავდა უსაქმოდ.
  საღამოხანს ხეობიდან გამოსვლისთანავე ტელეფონმა სიგნალი დაიჭირა და ბაქარის უამრავი გამოტოვებული ზარიც მოვიდა.
- საღამო მშვიდობისა ბაქარ - დაურეკა მარინემ თარჯიმანს.
- გამარჯობა მარინე. "აიტიშნიკებმა" რაღაცები გაარკვიეს.სამივე პიროვნების კომპიუტერული სისტემები გატეხეს. ერთი ამერიკაში მცხოვრებია, ოჰაიოს შტატიდან ერთვება საიტზე. ორი კვიპროსშია. ორივე ახალი დარეგისტრირებულია სოციალურ ქსელში. ახალ კომპიუტერებს და აიპი მისამართებს იყენებენ. ანდონი კომპიუტერით სარგებლობს რომელიც სულ ცარიელია. არავითარი დოკუმენტები, წერილები. მოკლედ არაფერი. ფილმიც კი არ უყურებია. მხოლოდ OKKON.COM - ისთვის იყენებს. სიგნალი რამდენიმე ადგილიდან ფიქსირდება. ძირითადად ლარნაკაშია. ხან სასტუმროს wifi - ით სარგებლობს, ხან კაფე-ბარების, ხან მაგდონალდსის. მისამართი ვერ გაიგეს.დაახლოებით იგივე ხდება ხრისტოს შემთხვევაშიც. მას ტელეფონში აქვს აპლიკაცია.მუდმივი ინტერნეტის წყარო არ აქვს. ძირითადად აია-ნაპაში გადაადგილდება.
  მარინემ პროკურორს გადახედა.
- როგორ გგონია რომელიმე ჩვენი კეპიანია?
- ორივე საეჭვოა, როგორ შეიძლება ასეთი სუფთა ტელეფონი და კომპიოუტერი გქონდეს ადამიანს, რომელიც მას ყოველ წუთს მოიხმარს. "კეპიანი" თუ არაა რომელიმე, მაინც საეჭვო საქმეებში იქნება გარეული. ან უკიდურეს შემთხვევაში ცოლიანები არიან და მალავენ ერთი ღამის ურთიერთობებით გატაცებას. გამომძიებელმა სოფოკლემ იცის ეს ამბავი? რა თქვა? - ჩასძახა ტელეფონში ლევანმა.
- დიახ, მან მთხოვა თქვენთან დარეკვა.მასაც საეჭვოდ მიაჩნია ორივე, მაგრამ ცარიელი კომპიუტერისა დ ტელეფონისთვის მათზე ძებნას ვერ გამოვაცხადებო. უფრო მეტი სამხილი მჭირდებაო.
- რა თქმა უნდა - დაეთანხმა პროკურორი - ყურადღების ქვეშ უნდა გვყავდეს ორივე.
- კარგად გაერთეთ, სიახლის შემთხვევაში დაგიკავშირდებით - დაემშვიდობა ბაქარი წყვილს და სატელეფონო კავშირი გაწყვიტა.
- მგონი საქმე დაიძრა -. აღტაცება ვერ დამალა მარინემ.
- მშვიდად ქალბატონო, ამ საღამოს ორივესთან ვირტუალური პაემანი გაქვს, არაფერი შეიმჩნია და რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია გამოძალე. ახლა დავბიონავდეთ, ვივახშმოთ და მერე სამუშაო.
 პაფოსამდე ხმა აღარცერთს ამოუღია, ორივეს გონება გეგმებს ადგენდა და მიღებული ინფორმაციის გადამუშავებით იყო დაკავებული.

  გამთენიისას არაბულს სავარძელზე მიეძინა.მარინემ თხელი გადასაფარებელი მიაფარ და თვითონაც იქვე მიწვა. ნაყოფიერი ღამე გამოდგა, როგორც იქნა ორივე ეჭვმიტანილი დაითანხმა, რომ მომდევნო ღამეს ვიდეოთვალს ჩართავდნენ. მათი ინტერნეტ გვერდები კონტროლზე იყო აყვანილი.საცხოვრებელი ადგილის დადგენა უნდა მოეხერხებინათ.
  ნაშუადღევს მარინე ტელეფონზე შემოსულმა შეტყობინებების ხმამ გააღვიძა. ეკრანს დახედა, ფეხზე წამოხტა და ლევანს მთელი ძალით კრა ხელი.
- ლევან გაიღვიძე, ანდონმა მომწერა.
- ვინ? რა მინდაო? - თვალები მოიფშვნიტა კაცმა.
- ონლაინში ლაპარაკიო, თუ შეგიძლია ახლა მაქვს დროო.
- შენ მოწესრიგდი, მაგას მე გავართობ ცოტა ხნით, მაგრამ ძალიანაც ნუ დააგვიანებ.- ტელეფონი წაართვა ქალს და გაღიმებული სახით ჩაუჯდა საქმეს.
- აბა ვრეკავთ? რა უთხარი სად ვარ-თქო? - გალამაზებულ- თმა დავარცხნილი დაადგა თავზე საქმეში გართულ არაბულს მარინე.
- სამსახურში ხარ და ათი წუთი ისვენებ. ჯერ დაინახე, გაიგე ვინაა და იმის მიხედვით იმოქმედე - მიაწოდა ტელეფონი ლევანმა ქალს და თვითონ კუთხეში დადგა, რომ ეკრანისთვის თვალი ედევნებინა.
  გაბმული ზარის შემდეგ ტელეფონის ეკრანზე ჯერ საწერი მაგიდა და სავარძელი გამოჩნდა, მერე კი საშუალო ასაკს გადაცილებული ჭაღარა შერეული კაცი.
- ძვირფასო, როგორც იქნა მოვახერხე მარტო დარჩენა და ახლა სულ შენი ვარ - დაშაქრული ხმით დაილაპარაკა კაცმა. ლევანმა პირზე ხელი აიფარა სიცილისგან თავის შესაკავებლად და შემოსასვლელისკენ გაქანდა.
- მეც აქ ვარ, ვმუშაობდი და შენს გამო ათი წუთით შესვენება ვთხოვე უფროსს - გაინაზა ქალი.
- შენ იმაზე ლამაზი ყოფილხარ ვიდრე ფოტოებში ჩანხარ - კომპლიმენტებად დაიღვარა კაცი.
- მადლობა, მაგრამ შენ სხვანაირი აღმიწერე შენი თავი - გაებუსხა მარინე კაცს.
- ასეთი ლამაზი ქალის ყურადღება ხომ უნდა მიმექცია. რომ შევხვდებით ნახავ რა შეუძლია მამიკოს - თავის თავში დარწმუნებული გაიჭიმა კაცი სავარძელში.
- რა თქმა უნდა ვნახავ... - გაუღიმა მარინემ -  თუ საიდუმლო არაა სახ ხარ?- დაინტერესდა ქალი.
- სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ - თქვა კაცმა და დანარჩენის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
- ჩვენს საუბარს ვინმე ისმენს?
- არა ძვირფასო მარტო მოვახერხე დარჩენა, სახლშიც გვიანობამდე ვმუშაობ ხოლმე და ღამე იმიტომაც დავძრომიალობ აქ
- ოჯახი გყავს?
- კი შენთვის რამე პრობლემაა?- გაკვირვება დაეტყო ხმაში კაცს - ჩვენ ხომ სულ რამდენჯერმე უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. სერიოზული ურთიერთობები არ მჭირდება.
- არც მე. აღმაგზნებს იმაზე ფიქრი, რომ სხვა ქალის ქმარი ჩემთან კარგად გრძნობს თავს.- თმაში ხელი შეიცურა მარინემ და მერე ყელისკენ ჩამოყვა.
- ახალგაზრდა სხეული მიყვარს, ოჯახი ვალდებულებაა - ხმა ჩაეხრინწა კაცს.
- მაშინ დავგეგმოთ ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ახლა სამუშაოს უნდა დავუბრუნდე.მოგვიანებით ვისაუბროთ დეტალებზე.- ვნებიანი კოცნა გაუგზავნა გამომძიებელმა ანდობს.პასუხად კი კაცის ხვნეშა მიიღო, რომელსაც გული ამოყვა თან.
- კარგი ძვირფასო, ველოდები შეხვედრას- მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და  მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა.
  ვიდეო თვალის გათიშვას ლევანის ახარხარება მოყვა.
- რაო მარინე, ახალგაზრდა მხარ-ბეჭიან კაცს ელოდი და ბებრუხანა შეგრჩა ხელში? აიი მესმის აფიორა - სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა ლევანი.
- რა გაცინებს ლევან, იქნებ სხვა მალაპარაკა "კეპიანიმა" ჩემს შესამოებლად.
- ეგ არ მიფიქრია, მაგრამ არამგონია. ისე რა პაემანი გელოდება - სიცილს არ წყვეტდა კაცი.
- ნუ დამცინი, თუ ვცდები ხომ გამოჩნდება, თუ არადა ავიტან ერთ ვახშამს.
- რას ავიტანო? - ხარხარებდა ლევანი - შენ გგონია ვახშამზე გეპატიჟება ანდონი?- სახელი გამოკვეთა კაცმა.
- აბა? 
- კარგი სანამ ვახშამზე წახვალ მომხიბვლელ ანდონთან ერთად, ზღვაზე წამყევი და ცოტა გავერთოთ ამ საღამოს - კითხვა აიცილა ლევანმა და ყელი გამოუწია მარინეს. 

ბაღს წითელი აბრა მიმზიდველად ანათებდა ლევანმა ვეღარ შეძლო გულგრილად ჩაევლო მისთვის და მარინე სულ სიცილ- კისკისით ჩაათრია მიწისქვეშ.
- აბა რას ვსვამთ? - მოკალათდა არაბული ბარის სკამზე.
- ჩემთვის სასმელი არ შეიძლება - გულდაწყვეტილი გაუღიმა გამომძიებელმა.
- დღეს შეიძლება, მხოლოდ ერთი ჭიქა - არ ნებდებოდა კაცი.
- ჩემზე არ გითხრეს ცოტა გიჟია და ფსიქოლოგთან დადისო?
- შენმა ფსიქოლოგმა ასე მითხრა, მაგაზე ჯანმრთელი და ნორმალური პროკურატურაში არავინ გყავთო.- გაუღიმა პროკურორმა და ორი ჭიქა ტეკილა შეუკვეთა.
- შენ ჩემს ფსიქოლოგს იცნობ? - თვალები გაუფართოვდა მარინეს.
- კი უახლოესი მეგობარია. - ტეკილა სულმოუთქმელად გამოცალა ლევანმა და მარინესაც ანიშნა ჭიქაზე. - მიდი დალიე და სხვა რამესაც მოგიყვები. ქალმა თვალები დახუჭა და სასმელი ხახაში გადაუშვა.
- უფ გამიარა ხერხემალში - დაიჯღანა მარინე.
- შენი ფსიქოლოგი ლაშა დვალი ჩემი ბავშვობის მეგობარია, შენზე ვკითხე მაგრამ არავერი მიპასუხა.პროფესიული საიდუმლოაო. ასე მითხრა ძალიან ჭკვიანი ქალია და ხშირად მოუსმინე და დაუჯერეო.
- მართლა? - სასმელი მოერია მარინეს - არაფერი მოუყოლია?
- შენ წარმოიდგინე არა, თუ ენდომება თვითონ მოგიყვებაო
- გინდა მოსმენა? - თვალები დაუწვრილდა გამომძიებელს
- შენი მოსმენა მთელ პროკურატურას უნდა მარინე, ახლა შენ გადაწყვიტე გინდა თუ არა ღამის თქვა.
მარინემ ბარის მაგიდას დაარტყა ხელი და კიდევ ერთი ჭიქა ტეკილა მოითხოვა. სულმოუთქმელად გადაუშვა პირში. დაიჯღანა და ლიმონი მიაყოლა. თვალები კიდევ უფრო აუჟუჟუნდა და ჩაუწყლიანდა. ლევანს სურვილი მოეძალა ძალიან მაგრად მოეხვია ხელი და სახე დაეკოცნა მისთვის. თავი ძლივს შეიკავა და ისევ სასმელს მიეძალა.
- პროკურატურაში სტაჟირებაზე რომ მივედი, გურამ ჯიშკარიანმა მაშინვე შემამჩნია. მითხრა, პატარა როლი უნდა შეასრულოო.შენნაირი გარეგნობის გოგონებს ასაქმებს ერთი ქალი საზღვარგარეთ და რაღაც საეჭვო სუნი უდის ამ საქმესო. - აგრძელებდა ქალი - მე თავიდან მხოლოდ ქალბატონ დალის გაცნობა და მცირე ინფორმაციის შეგროვება მევასებოდა - ქალმა თვალები დახუჭა. ლევანი გრძნობდა როგორ უჭირდა მარინეს საუბარი. ხელი მოუჭირა მაჯაზე და თითებს ოდნავ შეეხო ტუჩებით.
- დალის ორჯერ შევხვდი.ვუთხარი რომ არავინ მყავდა და სამუშაო მინდოდა საზღვარგარეთ. ათასი დოლარი მომთხოვა.ერთ კვირაში მივუტანე, ძლივს ვუსესხე-თქო. რამდენიმე დღეში დამირეკა და მითხრა დეტალებზე უნდა დაგელაპარაკოო. ჩემი როლი ამ შეხვედრის შემდეგ უნდა დასრულებულიყო.მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა.იმ დღეს ოფისში მივაკითხე დალის.პატარა ნაქირავები ოთახი ქონდა მიცკევიჩზე. რაღაცებს მელაპარაკა, წესიერად ვერც გავიგე რაზე მასაქმევდა და სად. ამ დროს ორი მამაკაცი შემოვიდა, ერთ- ერთზე მანიშნა გაყევი და საბუთებს მოგცემსო. დერეფანში გავედით.მერე აღარაფერი მახსოვს.გარეთ ოპერმუშაკი მელოდებოდა.რომ არ გამოვჩნდი შევიდა ოფისში მაგრამ მე იქ აღარ ვიყავი. აზრზე რომ მოვედი, სარდაფში ვიყავი ოთხ გოგონასთან ერთად. შეშინებულები ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ტიროდნენ.ალბათ 22-23 წლისები იქნებოდნენ. ერთმანეთზე უფრო ლამაზები. ორი დღე არაფერი გვიჭამია. სარდაფში ვიყავით, სინესტის სუნი იდგა. მესამე დღეს მანქანაში ჩავსხედით და სარფისკენ წავედით. ვიფიქრე, მანქანის კარებს გავაღებ და გადავხტები-თქო, მაგრამ ჩაკეტილი მანქანიდან ხელებშეკრული გადახტომის მცდელობას აზრი არ ქონდა. ისე გავიარეთ საბაჟო- გამშვები პუნქტი, არავის შევუჩერებივართ.პასპორტებიც პირდაპირ მანქანიდან. გადააწოდა ჩვენმა თანმხლებმა და თურქეთში გადავედით.გზიდან საკმაოდ მოშორებით დაუსახლებელ ადგილზე ორი შენობა იყო.ერთში ჩვენ მიგვიყვანს, როგორც გავიგე მეორე ჩვეულებრივი სასტუმრო, სტანდარტულ სტუმრებს იღებდა. ჩვენი კი სპეციალურ კლიენტებს ემსახურებოდა. 
  ქალმა შეისვენა და ბარმენს ისევ სასმელი მოთხოვა. ლევანს ცოტა შეეშინდა მარინეზე ალკოჰოლს ძალიან არ ემოქმედა, მაგრამ მის შეჩერებას აზრი არ ქონდა. ამიტომ ეცადა თვითონ შეენარჩუნებინა ფხიზელი გონება.
- პირველ დღეს კარგად გვაჭამეს და დაგვაძინეს. სამი დღის მშივრები ვიყავით და მგლებივით დავერიეთ საჭმელს. მეორე დღეს ტანსაცმელი მოგვიტანეს და ბარში ჩასვლა გვიბრძანეს. კვამლით გაჟღენთილ ოთახში წითელი დივან- კრესლოები იდგა. ზოგიერთ კლიენტს გოგონები იქვე ემსახურებოდნენ.ვინ ვის კოცნიდა და სად, წესიერად არც კი ჩანდა. ჩვენმა უფროსმა ქალმა სასტიკად გაგვაფრთხილა, რომ სასმელს არ გავკარებოდით, მსუბუქი ნარკოტიკი შეგვეძლო მიგვეღო.გაქცევაზე ფიქრს აზრი არ აქვსო, საბუთები არ გაქვთ და სანამ დასახლებულ ადგილამდე მიაღწევთ, მოკვდებითო. ვუყურებდი ამდენ შიშველ ქალს დ კაცს და თავი მეზიზღებოდა. იმ დღეს არავინ მომკარებია. გვიანობამდე ჯერ ოთახის, შემდეგ კი კლიენტების შესწავლა დავიწყე. ძირითადად დიდი სატვირთოების მძღოლები იყვნენ. მანქანები შენობაში შესვლამდე დავინახე. იმ ღამეს მთელი შენობა დავათვალიერე.ფანჯარა არსად იყო, კარები რა თქმა უნდა ჩაკეტილი. ერთი კვირა ყოველ საღამოს ვათვალიერებდი შენობას. კლიენტებს ვემალებოდი და არც არავინ მაქცევდა ყურადღებას. ერთ დღესაც მაღალი მამაკაცი მომიახლოვდა და გაყოლა მომთხოვა. მოშორებით კაბინეტში გამიყვანა და იარაღი ამიფრიალა ცხვირწინ. დამემუქრა, თუ არ ვიმუშავებდი, მომკლავდა და იქვე სადმე დამმარხავდა. მართალი გითხრა, იმ წამს არც შემშინებია და ვუთხარი კიდეც. სიკვდილი გამოსავალი იყო ჩემთვის. შევაფურთხე სახეში და ხელი გავარტყი. გაცეცხლდა, მის ყვირილზე ოთახში ორი მამაკაცი შემოვარდა. გამაკავეს, უფროსმა კი, რომელიც მე მემუქრებოდა, პირსა და ცხვირში ნარკოტიკი ჩამიყარა. ცოტა ხანში ისე გავბრუვდი, შეგრძნება დავკარგე. ვხედავდი როგორ დამაწვინეს დივანზე, ჯერ უფროსმა და შემდეგ ჩემმა გამკავებლებმა სიცილ- ხარხარით გაიძვრეს შარვლები და ჩემით გართობა დაიწყეს. ვგრძნობდი როგორ გადავდიოდი ხელიდან ხელში სანამ ბოლომდე გამეთიშებოდა გონება. თვალი მეორე დილას გავახილე, ჩემს ოთახში ვეგდე იატაკზე, სისხლიანი და ნაწამები. ძლივს ავწიე ტანი და წყლის ნაკადს შევეშვირე. იმ დღეს არავის შევუწუხებივარ, მეც ძალებს ვიკრებდი. მეორე საღამოს ჩემი ინიციატივით გავედი გარეთ. კარებთან ახლოს ვტრიალებდი და გარეთ გაძღომის შანსს ველოდი. გამთენიისას მოვახერხე. ავტოსადგომზე გავიპარე. ერთ-ერთი სატვირთოს ძარაზე ავძვერი და კაბინასა და მისაბმელს შორის გავეკვეხე. გამიმართლა და მძღოლი მალევე გამოვიდა. მანქანა დაძრა და წავედით. ძლივს ვიკავებდი თავს. ალბათ ორი-სამი საათი ვიარეთ, როგორც იქნა გზაზე ბენზინგასამართი სადგური გამოჩნდა. მძღოლმა მანქანა გააჩერა და პატარა მაღაზიაში შევიდა. ჩამოვძვერი და დაველოდე როდის წავიდოდა. მაღაზიაში შევედი და ტელეფონი ვითხოვე. გამყიდველმა კაცმა ასე დალურჯებული რომ დამინახა, ჯერ შეეშინდა, მერე კი თვითონ დარეკა პოლიციაში. სანამ გურამ ჯიშკარიანთან არ დამარეკინეს, ნაბიჯი არ გადავდგი.არც პოლიციას გავყევი. ქართველებს დალი დაკავებული ყავდათ, მაგრამ ქალბატონმა მხოლოდ ის იცოდა,რომ თურქეთში გადაგვიყვანეს. თურქეთის პოლიციაც გვეძებდა. იმ ღამესვე სპეცოპერაცია ჩატარდა. ბუნაგში გარდა ტრეფიკინგის მსხვერპლებისა, უამრავი ნარკოტიკი და უკანონო იარაღი ნახეს. ამას დაჭერების დიდი სერია მოყვა. შენც იცი რამდენი ხალხი აღმოჩნდა ამ საქმეში ჩართული. მე კი ფსიქიკური პრობლემები დამეწყო - დაამთავრა თხრობა მარინემ და თავი ჩაღუნა. ლევანს სახეზე ფერები ეცვლებოდა. მუშტებს კრავდა და კბილებს ერთმანეთს აჭერდა. თავი მოთოკვა, მარინეს თმაზე ხელი გადაუსვა და თვალებში ჩახედა.
- ყველაფერმა ჩაიარა მარინე, დამთავრდა. შენ არაფერი დაგკლებია, ისევ ისეთი ლამაზი და ჭკვიანი ხარ, ახლა უფრო მეტადაც. მე შენ მიყვარხარ - სულ რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა არაბულმა - თუ ოდესმე იგივე გრძნობით მიპასუხებ, უბედნიერესი კაცი ვიქნები დედამიწაზე.თუ არა, იცოდე, რომ ყოველთვის გეყოლება ადამიანი, რომელიც დაძახებისთანავე შენთან გავჩნდები.
  მარინემ თვალები ააფახურა და რაღაცის სათქმელად პირი დააღო. ლევანმა ერთი ხელი პირზე ააფარა, მეორე ზურგზე მოხვია და გულზე მიიკრა.
- არაფერი მითხრა,უბრალოდ დაიმახსოვრე. ახლა კი წავედით, მგონი ბევრი დავლიეთ, ძილის დროა. შენი ინტერნეტ თაყვანისმცემლები ხვალამდე დაგელოდებიან.
  მარინემ დამჯერი ბავშვივით დაუქნია თავი, გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება და ბარის კიბეებს აუყვა.

  მარინე ნაკაშიძე თავის აუტანელია ტკივილმა და პირის სიმშრალემ გააღვიძა. თვალებს აფახურებდა და პირს თევზივით აღებდა. მაგრამ ხმა არ ამოდიოდა. როგორც იქნა ტანი აზიდა და მინი ბარისკენ დაიძრა.
- წყალი არ დალიო, ფორთოხლის წვენი დევს მაცივარში.- შემოესმა აივნიდან ლევანის ხმა. ქალმა ხმის ამოუღებლად დაცალა ერთი ჭიქა წვენი.
- შენ არ გეძინა? - გასძახა აივანზე მოკალათებულ არაბულს, რომელიც მზის სხივების ქვეშ ნებივრობდა. 
- მეძინა მაგრამ ადრიანად გავიღვიძე, თავი გტკივა?- სათვალის ქვემოდან ამოხედა კაცმა.
- უფ გასკდება ასე მგონია 
- წუხელ ხრისტომ მოგწერა, მე ვესაუბრე.დღეს საღამომდე დაგემშვიდობა. კიდევ ორი საეჭვო პირი მოვნიშნე. დაურეკე სოფოკლეს და მათი ინფორმაცია გადაამოწმებინე. - ჩააბარა ანგარიში არაბულმა.
- მადლობა - სავარძლის საზურგეს მიეყრდნო მარინე და მზეს მიეფიცხა - შენ რატომ არ დაურეკე გამომძიებელს?
- გამოძიება შენ მიგყავს, მე შვებულებაში ვარ. ახლა ადექი და ზღვაზე წავიდეთ, დღეს ლევკოსიაში მივდივართ და შევურიოთ დღევანდელი დღე. - ხელი მოკიდა მარინეს და ძალით გამოაგდო ფეხზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესასვლელთან მომიტინგეები იდგნენ. გენპროკურორის დანახვაზე ტრანსპარანტები აწიეს და ორმაგად ახლაურდნენ. უკვე თვეზე მეტი გავიდა რაც აქციები არ წყდებოდა. ყვავილებით და სათამაშოებით სავსე იყო სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელი. პოლიცია გაათმაგებული ძალებით მუშაობდა.საქმეში ინტერპოლი ჩაერთო.რეიდებმა გაამართლა და ნარკოტიკი შემცირდა, თუმცა სერიულ მკვლელს ვერსად პოულობდნენ. ტელევიზია ყოველ დღე ახალ-ახალ ვერსიებს ავრცელებდა. ბეჭდვითი მედია მეტს აღარაფერს წერდა. იორღოს პალიკარისი გაასმაგებული ძალებით მუშაობდა და ამუშავებდა თავის ხალხს. სახლში ვეღარც მიდიოდა და აღარც უნდოდა. მარია გაუთავებლად რეკავდა ტელეფონზე და სკანდალებს აწყობდა. რამდენჯერმე სხვადასხვა გადაცემაში გაიელვა და ამით ძალიან კმაყოფილი იყო. გენპროკურორის საქმე დღითიდღე უკან მიდიოდა, მაგრამ ვერაფერს შვებოდა. პრეზიდენტიდან გამოსულს ან ექნებოდა ისევ თანამდებობა და ან არა.
  ქვეყნის მთავარსარდალმა სტუმრები გაუშვა და იორღო შეიპატიჟა. სახეზე დაძაბულობა ეტყობოდა. უსიტყვოდ ანიშნა სავარძელზე და თვითონ მეორეში დაეშვა მოწყვეტით.
- იცი ეს ორი ადამიანი ვინ იყო?- კითხვა პრეზიდენტმა იორღოს. გენპროკურორი მოულოდნელი კითხვისგან დაიბნა და თავი გააქნია.
- ევროკავშირის წარმომადგენლები. აინტერესებდათ არის თუ არა ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო ევროპისთვის. ხვდები რას მეკითხებოდნენ?- სახეზე წამოჭარხლდა პრეზიდენტი.
- ბატონო პრეზიდენტო ვმუშაობ
- როგორ?! მთავარი აი ეს არის. უამრავი ეჭვმიტანილი და უამრავი დაკავებული. მაგრამ არცერთი მკვლელი. მთელი ქვეყანა ეძებს მაგრამ შედეგი?
- შედეგი მალე გვექნება. კიდევ ერთი ახალი ეჭვმიტანილი გვყავს, ქართველებმა იპოვნეს- ჩაებღაუჭა ბოლო იმედს იორღო.
- გისმენ ვინ არის?
- ინტერნეტით იპოვეს ბატონო პრეზიდენტო. თავიდან მხოლოდ იმიტომ წავიყვანე ამ მიმართულებით, რომ მომეშორებინა, რამით დამესაქმებინა, მაგრამ მგონი ეს გზა უფრო შედეგიანი აღმოჩნდა. კიდევ რამდენიმე დღე მომეცით, თუ ვერ დავიჭირე მკვლელი, მე თვითონ დავტოვებ თანამდებობას.
  პრეზიდენტმა თავი გაიქნია.
- კიდევ ერთი კვირა. ერთ კვირაში შედეგი მჭირდება. არც ერთი დღით მეტი. არც ერთი წუთით.
- თანახმა ვარ, მხოლოდ ერთი კვირა - თხოვნაზე გადავიდა პალიკარისი
- თავისუფალი ხარ, ცოტა ხანი კიდევ შევაკავებ ხალხს, მერე შენთან ერთად მეც მომიწევს თანამდებობის დატოვება, გაითვალისწინე.
იორღო წამოდგა, ხელი უსიტყვოდ ჩამოართვა პრეზიდენტს და კაბინეტი დატოვა.


საღამოვდებოდა ქართველი პროკურორი და გამომძიებელი ლევკოსიაში რომ შევიდნენ. სასტუმროს შესასვლელთან სოფოკლეს სოფოკლეო თარჯიმანთან ერთად ელოდათ.
- ცუდი ამბები გვაქვს მეგობრებო - შესავლის გარეშე დაიწყო გამომძიებელმა.
- რა ხდება?- ანერვიულდნენ ქართველები.
- პრეზიდენტმა ერთი კვირა მოგვცა.არც ერთი დღე მეტი. თუ ამ ერთ კვირაში მკვლელს ვერ დავიჭერთ გენპროკურორი გადადგება და პრეზიდენტი თანამდებობას დატოვებს. დაგვეხმარეთ, თქვენი ეჭვმიტანილი თუ მკვლელი არაა, წასულია ჩვენი საქმე. 
  კაცს სახეზე ფერი არ ედო, ფაქტია ქვეყანაში დიდი ცვლილებები დაიწყებოდა.
- დღეს ვეცდები შეხვედრაზე დავითანხმე ხრისტო. ვიდეოთვალი მაინც ჩავართვევინო. თუ "კეპიანი" არ აღმოჩნდა, მაშინ ჩვენც სამშობლოში დავბრუნდებით - დანანებით ჩაილაპარაკა მარინემ.
- როგორც კი ზარი შემოვა, მოსასმენი აპარატურა და GPS სისტემა გააქტიურდება. ჯგუფი მზად იქნება მის ასაყვანად.თქვენ სხვა რამე გეგმა გაქვთ?- წყვილს გადახედა სოფოკლემ.
- მერჩივნა შევხვედროდი და ისე დაგვეჭირა - სურვილი გამოთქვა მარინემ.
- შენ საფრთხეში არ ჩაგაგდებ - ხმა გაუმკაცრდა ლევანს.
- კარგი - წინააღმდეგობის გარეშე დაეთანხმა მარინე.
  სოფოკლემ საათს დახედა, დასაკარგი დრო არ ქონდა, დაემშვიდობა ქართველებს და უკანმოუხედავად დატოვა სასტუმრო.
  მარინე და ლევანი გაცნობის საიტ OKKON,COM - ზე დაძვრებოდნენ. ხრისტოს მისალმების ნიშანი დაუტოვეს და პასუხს ელოდნენ.დიდი ხანი არ გასულა, რომ შეტყობინება მოვიდა.
"აქ ვარ"
"შენთან ლაპარაკი მინდა ძვირფასო"- მიწერა მარინემ.
"უკვე ვეღარ ითმენ?"
"შენი ნახვა მინდა, დიდი ხანია არავინ მყოლია და შენს მკლავებში ყოფნაზე ვოცნებობ" - დაჭერა მარინემ და ლევანის გაოცებული სახე დაინახა.
- რას მიყურებ?- გაეღიმა ქალს - აბა რა ვუთხრა, უნდა დავიჭირო და დამენახე "კეპიანი" ხარ თუ არა-თქო?
- მაოცებ მარინე ისეთებს წერ ამ კაცებს ინტერნეტ სივრცეში, საინტერესოა მართლა ასეთი ტემპერამენტიანი ხარ თუ არა.
- მოვა დრო და გაიგებ, თუ არ შეწუხდები წყალი მომიტანე გთხოვ - თავი არ აუწევია კომპიუტერიდან, ისე დაასაქმა ლევანი. კაცმა უსიტყვოდ შეასრულა თხოვნა, გვერდით მიუჯდა და თავზე აკოცა. მარინემ წყალი მოსვა, არაბულს თვალი გაუსწორა და სახეზე ხელი დაუსვა.
- მოვრჩეთ ეს საქმე და ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, ამისთვის დრო გვექნება.
 ლევანი გაწითლდა, ხმა ვეღარ ამოიღო და ორივე მკლავი მოხვია ქალს.
" ერთ საათში დაგირეკავ" - მოვიდა ხრისტოს შეტყობინება და არაბულის მკლავებში გაყუჩებული მარინე გამოაფხიზლა.
- ლევან ერთი საათი გვაქვს მოსამზადებლად.სოფოკლეს დაურეკე ჯგუფი მოამზადოს. თუ ჩვენი კეპიანიმა შეიძლება რამე იეჭვოს დ აღარც გამოვიდეს კავშირზე. პროკურორი გამოფხიზლდა, ტელეფონს ხელი დასტაცა და ჩქარი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. მარინემ შეტყობინებების წერა განაგრძო, არ ასვენებდა მჟავა და ცდილობდა საუბარში აეყოლიებინა. ნახევარი საათი არ იყო გასული, ვიდეოზარის ხმა გაისმა. ქალი გასწორდა, გაიღიმა და მწვანე ღილაკს თითი გაუსვა.
  კომპიუტერის ეკრანზე ნაცნობი სახე გამოჩნდა. მარინე ერთ წამს დაიბნა. უკვე რამდენი თვეა ეს სახე არ შორდებოდა თვალიდან. ჯერ კიდევ მაისურაძეების სახლთან ამოღებული კამერებიდან დაიმახსოვრა და მუდმივად თან სდევდა.
- ძალიან სიმპატიური ხარ, ზუსტად ისეთი როგორც წარმომედგინა - ხმა დაიტკბო ქალმა. გაოცებული ლევანი თითქოს მიხვდა ვის ელაპარაკებოდა გამომძიებელი და ცდილობდა ეკრანისთვის თვალი მოეკრა. უცებ ყველა კუნთი დაეჭიმა და ოთახიდან გავარდა.
- ის არის, მკვლელია - ჩაყვირა ტელეფონში სოფოკლეს - სად არიან შენი ბიჭები.
- მდებარეობას ვადგენთ ლევან, გზაში არიან უკვე ავიყვანთ.
- გეყოფა ხალხი? ძალიან საშიშია - ნერვიულობდა არაბული.
-თქვენი სასტუმროდან ორი ქუჩის მოშორებით რესტორანში ზის, მგონი გაგშიფრათ. მარინეს გვერდიდან არ მოშორდე. თუ ვერ ავიყვანეთ საფრთხე დაგემუქრებათ.
- მარინეს მე მივხედავ - დაუყვირა გამომძიებელს და ჩემოდანს ეცა. ძირში დამალული იარაღი ამოიღო და მზადყოფნაში მოიყვანა. მარინე დაბალი ხმით ესაუბრებოდა ხრისტოს.უკვე შეხვედრაზე თანხმდებოდნენ. ქალი კი ცდილობდა საუბარი უფრო გაეწელა, რომ პოლიციელებს მასთან მისვლა მოესწროთ. ხრისტოს უკან დიდ მინებიანი ფანჯარა მოჩანდა. მარინემ რამდენიმე ადამიანი დალანდა, რომლებიც ნელი ნაბიჯით შელაგდნენ რესტორანში. ერთი ძალიან მიუახლოვდა კაცს და გამომძიებელმა სოფოკლეს სოფოკლეო ამოიცნო. ხრისტო უცებ შეხტა, მაგრამ განძრევა ვერ მოასწრო ისე გადაუგრიხეს ხელები.ხელბორკილი დაადეს და უფლებები წაიკითხეს. რამდენჯერმე გაბრძოლება სცადა, თუმცა მასავით მხარ-ბეჭიანი რამდენიმე მამაკაცი ამოუდგა აქეთ-იქით და თითქმის ხელში აყვანილი გაიყვანეს რესტორნიდან. 
 კომპიუტერის ეკრანზე სოფოკლეს გაღიმებულმა სახემ გაიელვა. მარინეს ხელი დაუქნია, მერე გათიშა და ეკრანი ჩაქრა. ქალი კიდევ რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა, მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როდესაც ლევანი შეეხო და წყლიანი ჭიქა მიაწოდა.
- დალიე ყველაფერი დამთავრდა, გილოცავ - მხარზე მოეხვია კაცი.
- ასე მარტივად? - გაოცებას ვერ მალავდა ქალი.
- აბა შენ სროლები და მტვრევა-მსხვრევა გინდოდა? ეგ ჰოლივუდის ფილმებში უფროა მოდაში. აი რომ ჩავალთ თბილისში მე და შენ კარგ ბოევიკი ვუყუროთ. ისე რომელი მსახიობი გიყვარს?
- ჯეისონ სტეტჰემი - დაუფიქრებლად გასცა პასუხი მარინემ - მოიცა ლევან, რა დროს სტედჰემია. ახლახანს ჩვენი "კეპიანი" დააკავეს. სოფოკლესთან არ უნდა გავრბიდეთ?- წამოხტა ფეხზე ქალი.
- დავურეკავ, გავიგებ რა ხდება, სად გადაიყვანეს დაკავებული და წავიდეთ. მანამდე ერთი ჭიქა ყავა დალიე, გამიგაფხიზლებს. არ შეიძლება ასეთი მძაფრი რეაქცია გქონდეს. ახლა სუფთა ჰაერზე გადი და ყავა დალიე, მეც მოვალ ახლავე.

გენპროკურორი იორღოს პალიკარისი ბედნიერი სახით დააბიჯებდა პროკურატურაში.ასეთი მის თანამშრომლებს დიდი ხანია აღარ ენახათ და გაოცებული ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. დერეფანში შეეგება გენპროკურორი ქართველ კოლეგებს და კაბინეტში შესვლამდე არ გაჩუმებულა. მადლობებად იღვრებოდა კაცი.
- დასხედით მეგობრებო. რამეს მიირთმევთ? - შესთავაზა სავარძლები სტუმრებს.
- ყავა თუ შეიძლება - მორიდებულად ითხოვა მარინემ.
- ახლავე იქნება ყველაფერი - დატრიალდა იორღო და კაბინეტიდან გაქრა. არაბულმა მარინეს გადახედა : ხო კარგადაა ეს კაცი?
- თანამდებობის დატოვებას გადარჩა - მარინეს მაგივრად პასუხი გასცა ბაქარმა.
- ასე ცუდად იყო საქმე? მე მეგონა სოფოკლე აბუქებდა. - გაოცება ვერ დამალა არაბულმა.
- ასე ამბობენ, პრეზიდენტი თავის სიტყვას არასდროს  გადადისო.- განუმარტა ბთარჯიმანმა.
  პალიკარისთან ერთად ოთახში არანაკლებ ბედნიერმა სოფოკლეს სოფოკლეომ შემოაბიჯა. სამმა წყვილმა თვალმა ერთდროულად მიანათა. მისგან ახალ ამბებს ელოდნენ.
- ყველაფერი აღიარა - ამოისუნთქა გამომძიებელმა და სავარძელში ჩაეშვა - თბილისში ჩადენილი მკვლელობებიც და კვიპროსშიც.
- მოტივი? - ერთდროულად იკითხეს მარინემ და ლევანმა.
- თბილისში ჩადენილი დანაშაულის მოტივი კონტრაბანდაა. უკრაინიდან ბუნებრივი მინერალები წამოიღეს, კვიპროსში კი ყალბი ჩამოვიდა. გზაში ვიღაცამ შეცვალა. ამიტომ დახოცა ის ხალხი, გზა უნდა გაესუფთავებინა და ახალი გადამზიდით ჩაენაცვლებინა.
- სტავრომ შეუკვეთა?
- დიახ. სტავრო ხელმძღვანელობდა ქარვის კონტრაბანდას. მან შეუკვეთა ქართველების მკვლელობა. სტავროს ბრალდებები დაუმძიმდა.მასზე ძებნა ისევ მიმდინარეობს.
- კვიპროსში ჩადენილი მკვლელობები?
- ეს პირადი საკითხი იყო. დედა ყავდა ბულგარელი, რომელმაც ბავშვობაში მიატოვა. მის მსგავს ქალებს ეძებდა და კლავდა.
- ბულგარელია?- დაინტერესდა ბაქარი.
- არა მამით ბერძენი, დედით ბულგარელი.კვიპროსის მოქალაქე. ყოფილი სამხედრო რომელსაც გავლილი აქვს ნატოს საწვრთნელი პროგრამები. როგორც დაქირავებული ჯარისკაცი, იბრძოდა ერაყსა და ცენტრალურ აფრიკაში. მოგვიანებით უკრაინაში. იქ ყოფნის დროს ჩაერთო ქარვის კონტრაბანდაში.
- ახლა რა იქნება?
- ძიება დასრულდა. დანაშაული აღიარა.სასამართლო იმსჯელებს და ვნახოთ განაჩენს რას გამოიტანს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარებისთვის. მადლობის წერილს აუცილებლად მივწერთ თქვენს ქვეყანას. დაკითხვის მასალებს გადმოგცეთ.- ფეხზე წამოდგა გენპროკურორი, სტუმრებს დაემშვიდობა და კაბინეტი დატოვა. პრეზიდენტთან ეჩქარებოდა. ბოლო თვეების მანძილზე პირველად მიდიოდა უმაღლეს მთავარსარდალთან ასეთი მხრებში გაშლილი და ბედნიერი .


- ჩვენი ფრენა ორ დღეშია მარინე, ეს დრო შეგვიძლია დასვენებისთვის გამოვიყენოთ - პროკურატურიდან გამოსვლისთანავე მხრებზე ხელი მოხვია არაბულმა მარინეს. - აბა რას იტყვი?
- სხვა აზრი არც მე მქონია - თავი დაუქნია ქალმა- ეს დღეები ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე პროკურატურიდან წავიდე.
- რატომ სად მიდიხარ?- სახე შეეცვალა ლევანს
- უფლებადამცველობა მინდა, არაა ჩემი საქმე დამნაშავეების ძებნა. სწავლასაც გავაგრძელებ და უნივერსიტეტშიც დავბრუნდები. სადოქტორო ნაშრომსაც მივხედავ.
- მიხარია სწავლას რომ უბრუნდები.ესე იგი მომავალში სასამართლო პროცესებზე შევხვდებით როგორც ბრალმდებელი და ადვოკატი?
- არა რატომ მარტო სასამართლოში. როკის და ტაისონს გასეირნება არ უნდა? თან ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს და დამეგობრდნენ კიდეც . შენი სიტყვები არ დამვიწყებია, მიუხედავად იმისა რომ ნასვამი ვიყავი. დროა პირად ცხოვრებაშიც ვცადო სიახლეების შემოტანა.
  ლევანს სახე გაებადრა, პატარა ბიჭივით აცქმუტდა.
- ახლა რომ გაკოცო ძალიან გაბრაზდებით? პასუხს აღარ დალოდებია, ისე დაიჭირა მარინეს სახე თავის დიდ ტორებში და ვარდისფერ ტუჩებზე დაეწება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი