შენ !
შენ, სავსე მთვარე …
შენ, ფიქრი წამის …
შენ, სადღაც გნახე,
წარსულად ყარდი …
რამდენჯერ გიხმე
სიზმარში ლანდად,
რამდენად სუფთა გავლენას ვგრძნობდი,
რაოდენ შორიც არ იყო მაინც,
გეძახი,მოდი!
შენ,სავსე მთვარე …
შენ, ფიქრი წამის …
დავხუჭე სუნთქვა,
გავაქრე კვალი …
შენ, ლოცვის მადლო,
დაღვრილო სანთლად,
ეწამე, ნუღარ გაჩნდები,აღარ …!
გიხსენებ შენ და ვიხსენებ მთვარეს …
წამსაც შევათბობ ფიქრის ღუმელში …
კვამლი იყეფებს გრძნობას შორიდან,
შენ კი ამ გრძნობით დაიხუთები…
გეძახი,მოდი !
ამბობ ,შორია!
შორია,ძლივსღა შემორჩი განცდებს …
აღარ მგონია,აღარ მგონია,აღარ მგონია ჩემამდე,სადმე …
ისევ იყო და კვლავ ისევ მწამდე …
გეძახი,მოდი!
ამბობ,შორია!
მეც არ მგონია,აღარ მგონია…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი