ნუთუ გესმოდა…!


მიყვარდა  ხმელი ფოთლების სუნი,
     მთვლემარე სუსხის ფერმკრთალი თრთოლვა…
      მიყვარდა უწინ,ღრუბლებში წოლა…
  
         ახლა მოვედი, ძველ სერენადას
      გიმღერებ,ოღონდ არ დამეკარგო…
 და მე მოვედი, დაჭრილი შიშით
     და მე მოვედი, არ დამემალო …
 
 ისევ დაუკრავს ხსოვნას გიტარა,
    კვლავ აატირებს ნაოჭს სახეზე,
        ისევ დაარქმევს ბედის სიძულვილს,
   გვეკამათება ათას რამეზე…
       მიყვარდი ერთხანს, შემოდგომისთვის
   შემონახულო ხმელო
ფოთოლო…!
     დაცვარულ ტევრში ჩაკვდა სიკერპე,
  კანი მოვირთე იასამნებით,
           რომ დაგენახო …
    დალახვროს თვალმა შემონათების,
         დამბადებელმა წილი გვიყაროს,
      შენ შემოდგომა, მე გაზაფხული,
     ჩემით დაიწყოს, შენ დაამთავრო…
      გეძახი  ბევრის მთქმელი სიჩუმით…!
           გესმის,არ გინდა რომ გაიგონო… 
   შენ ცივი კვალი,მე თბილი სევდა,
      შენ ბრაზი ფიქრის, მე მშვიდი ფეთქვა,
      შენ ალმაცერი,მე მიმზიდველი,
          ასე მარტივად რომ მივიწყებდი…
     ნუთუ  გესმოდა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი