***
მზერას ვწყვეტ და დაფშვნილია ნათურა სიბრალულის, ვოლფრამს სული ვუბერე… ისე მძიმედ ჩამოიმსხვრა სუდარა, ისე უცებ,ვეღარ გამოვიგლოვე… როგორც ყურძნის მტევანია დამთვრალი ჩემი სული ბორგავს ,მალებს აწვება, ასეთია ჯადოსნური ზღაპარი, სხეულიდან ჩამომსკდარი ნათება… მეჩვენება ბედნიერი განცდიდან გარბის ფეხი დაკლაკლინილი რელსებით, მეჩვენება,გაგორებულ კამათელს შევაჩვიე ბედის დანაბედები, გამოსული წყობილების გარეშე როგორ ვიგრძნო გონის თვითმყოფადობა?! გახრწნილ სუნად აყროლდება სინესტე, დაინგრევა ხასიათის ბავშვობა… ისევ ისე ფორიაქის კანკალით დამესიზმრე,გაღმა სანაპიროზე ქვიშის მტვერი გეყრებოდა სახეზე, ტალღის კვნესა გისველებდა სამოსელს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი