****
მიწა გასკდება და მიცვალებულთა ჯარი ათასწლეულებით ნალეს, ჩაჟანგებულ ხმალ-ხანჯლს იშიშვლებს. შემუსრავს ეშმას და ჩატენის უკან უკუნეთში.. არარაობა მიეცემა არარაობას და არფერში გადაინაცვლებს მისი უკვდავება. არ არსებობს კაცი, რომელსაც თავიდან დაბადება უნდა და თავის წილ ორმოც წელს არ იხეტიალებს უდაბნოში.. ესაა დრო ნიღბების მორგების და ნიღბების ჩამოხევის. ესაა დრო ცრუ მეტყველების და მათი ქადაგების აღგვისა პირისაგან მიწისა. ცრუ ღირებულებების დევალვაციისა, მტყუანთა გამტყუნებისა და წესიერების დახსნისა ავაზაკთა დიქტატისგან. შავისა და თეთრის, სისხლისა და პურის. ისე როგორც გუშინ იყო აღარ იქნება.. ისე როგორც ბევრს აწყობდა არც ის აღარ იქნება. და თუ ესეც მორჩება, მოედანი გაიწმინდება ყოველგვარი უწმინდურობისაგან. ისევე როგორც ადრე, ახლა არის მხოლოდ "ან" და არავითარი "მაგრამ". და ეს ყველაფერი ისეთივე მშვენიერია როგორც განთიადი, მუშტად შეკრული თითები, ახალი სიცოცხლე ახალი ისტორია. BER 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი