****
მოვა მორიგი გაზაფხული და ყუმბარისებრ იფეთქებენ ალუბლის ყვავილები. ეფემერებით გარშემორტყმული ვეზიარები მეათასედ ამ საოცრებას, და მეათასედ ბედნიერი შევისუნქავ ამ ზღაპრულ ნათელს. სადღც შორს თუ სადღაც ახლოს, არარსებულ წინაპრების ვირტუალურ აკლდამებს ამოფარებული ეშმაკები ქვესკნელში ცდილობენ ჩაითრიონ ანგელოზები. ხარბად სვავენ სისხლს და აგლეჯენ ხორცს მართლებს, სამყაროს სახელით. სამართლის სახელით, ღმერთის სახელით. ტყუილი და ღალატია მათი ფარხმალი. ცრემლი და ტკივილია მათი საჭურველი. შიში და სიბნელეა მათი მოკავშირე. მაგრამ სიმწვანე ამოშანთავს ამ სიბინძურეს და ნათელი გადაეფარება მართალს სიმაგრე. იქნება ბოროტის ვაება, კბილთა ღრჭენა. და ჭეშმარიტების წამს, ავსული თავად შეევედრება, უზენაესს გაუძღვეს ქვესკნელისკენ. სხვა დროა ახლა... ჟამი ქვათა შეკრების. ხოლო ამას აქეთ კიდევ ათასჯერ იფეთქებს გაზაფხული, ისევ ათასჯერ შეიმოსება დედამიწა ზურმუხტით და კიდევ ათასჯერ შევისუნთქავ ამ სასწაულს. დავეწაფებით აღთქმულ მიწაზე რძისა და თაფლის მდინარეებს და მადლიერებით აღვსილი დავტკბებით წელიწადის ყოველი დროით. BER 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი