ეშმაკი
ქეჩოთი კიდია ეშმაკი, ჩემს წინ მდგარ ხეზე. ჩამოსვლას ლამობს, მაგრამ არავინ ეხმარება. იყურება საბრალო თვალებით, უმწეოდ... ვერც კვდება და ვერც სახლში მიდის. ზემოთ, (ჩვენთან) ცივა. მიეჩვია მისი ბებერი ძვლები ქვესკნელის სითბოს. მაგრამ რას წარმოიდგენდა, თუ ასე დატრიალდებოდა მისი ბედის ბორბალი. აძიძგნიან მიწიერი მძორიჭამიები ხორცს, აკორტნიან თვალებს... მავანი კი მშვიდად აუვლის გვერდს და წავა თავის საქმეებზე... დაბანილ დავარცხნილი. ყოველდღიურობის სურნელი ტრიალებს ჰაერში. თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტში მიედინება. ყველას თავი მიწაში აქვს ჩარგული. სულების მჭამელი-კი, სადღაც მაღლაა კენწეროში გამოკიდებული და ქერუბიმივით გადმოჰყურებს ამა ქვეყნის შვილებს ანგელოზების სიმაღლიდან. აღარ ჭირდება ამ სიგიჟეებით გამოტენილ დედამიწას მისი სამსახური. დაბერდა. ახლა სხვა დროა. სხვა თვალები სხვა და საცდურები. TBS 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი