დღე
განთიადის მოლოდინში, ოცნებების ბორკილებით შებრრკილი ვუმზერ ჰორიზონტს. და როს გააპობს ატონი ოქროს ხოპეშით კუნაპეტ ღამეს, ავეწყობი და მოვედები ქალაქის ქუჩებს. გავეხვევი ქაოსსა და ორომტრიალში, და როგორც ჩემი დროის რიგითი გმირი. შემოვაჯდები მატარებლის ფოლადის რითმებს და ჯიქურ შევცურავ, მორიგ თავგადასავალში. BER2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი