პეგას
შემოვაჯდები პეგასს, შევცურავ ღრუბლებში და ღვთაებრივი სიმაღლიდან ვეამბორები დედამიწას მკერდზე. როგორც ყოველთვის ოლიმპოზე არ ვღელავ არაფარზე და ნათელია ჩემი აზრები. დაცლილი ყოველდღიურობის საზრუნავისგან. მხოლოდ თეთრი და ლაჟვარდისფერი ოცნებები. მხოლოდ რეაქტიული ხმაური და აღთქმული მიწის მოლოდინი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი