გაზაფხული


იასამანის პარფიუმი მოედო არემარეს
და აქაურობა ისევ ზურმუხტმა დაფერა.
ყველაფერი იასამნისა და ოქროს ბურუსშია გახვეული.

შენ ოცნების მანძილზე ხარ
და შენი ტილოც იფერება ნელნელა წარსულით...
შენც ისეთივე ხდები როგორც სხვები.
ჩვეულებრივი და განუმეორებელი.

არაჩვეულებრივი ეს იისფერი სიმთვრალეა, ყოველ შესუნთქვისას რომ მაგრძნობინებს ღმერთის ხელს ჩემს მხარზე.

ნელნელა შემოდის ძარღვებში, ადუღებს სისხლს, მინელებს გულისცემას და ვკარგავ ფეხებ ქვეშ მიწას, მაგრამ არ ვეცემი.

ველოდები რომ ეს სასწაულები გამიტაცებენ ოცნებებისკენ, სადაც შეიძლება არც რძე და არც თაფლი მოედინება მისი კალაპოტებიდან, მაგრამ მათ იასამნის სურნელი უდით.

BER2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი