წერილი


ჩემო ძვიოფასო, მეგობარო,
ღვინო ხომ არ მოაკლდა შენს ფერმკრთალ ვენებს?
იმედი მაქ ყველაფერი რიგზე გაქვს.
ფერისა რა მოგახსენო მაგრამ აქეთ ხმაურია ღამღამობით.
სადღაც მოლხენის, სადღაც შიმშილის

და სხვა მრავალი მაწანწალა ყველგან მავალი კატებით სავსე საღამოს,
მყუდროებას მირღვევენ ქაჯურად მოელვარე ჭრელი სირენები.
მოწყალებისათვის გაწვდილი ხელები. მშიერი ხელები, ბინძური ხელები,
ტყუილი ხელები, ხელების ტყე… ყველა საკუთარი წარსულითა და აწმყოთი.

ჩამოდი, შენი თვალით ნახე, თუნდაც უბრალო შედარებისთვის,
ან თუნდაც შენთვის, რომ ცოტათი უფრო გახდე მიწიერი.
ნახე რა არის შიში სიცივის და მარტოობის მტვრიან ქუჩებზე,
ეგება შენი უფერო ძარღვიც დაცხრეს ვნებისგან, სიცარიელეში რომ დაგიქნიეს, უსასრულობაში.
ჩამო მოისმინე ქალაქის სუნთქვა, დაადე ყური მის გახურებულ მკერდს.
ჩახედე თვალებში შვილებსა და სხვა შვილობილებს და მერე წადი.
შესვი შენი სასმისით და იფიქრე გიღირს, კი ისევ აქ დასახლება, როგორც წლების წინ?

TBS 2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი