დეპო


ბნელი ხიდის ქვეშ ჩამწკრივებულა ვაგონების ჯარი. 
თავზე სქელი მტვრის ფენა ადევთ. 
გზების მტვერი, ათასი ქალაქისა თუ სოფლის მტვერი.
წარსულის მტვერი, აწმყოს მტვერი... 

მორჩილად დგანან თავიანთ გზაზე, 
თითქოს შეეჩვიენ თავის მდგომარეობას. 
სვლა წინ, სვლა უკან, სვლა წინ.. 

ლოკომოტივის კივილი თუ დაფერავს ლითონის რითმებს. 
ჩუმად ზმუის თავის ბუნაგში, 
არ ჩქარობს ყოველდღიურობაში ჩაბმას.

ყველაფერი წინაა.

რკინის ბილიკი, გაფენილი  ჰორიზონტამდე
ახალი, ძველი ნაცნობების მოლოდინში, 
ყოველ დღე უსასრულობაში არეული
თვალუწვდენელი ზეცა მოჭედილი ფერადი თვლებით.

მარტოსული ხიდი ვაგონების თავზე
და უკიდეგანო ცის ქვეშეთში,გაფენილი
თავის წილ ყოველდღიურობად.
ათასების ყოველდღიურობად
მილიონების ყოველდღიურობად.
პირისპირ დროსთან..
უყურებს წარსულს,აწმყოს 
და თითქოს შეეგუა თავის დანიშნულებას.


TBS 2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი