ატონ


დღე მწუხრში გადავიდა
და ფიანდაზად გაეიფინა მზე დედამიწის მკერდზე.
ადამიანების სიმაღლიდან აღაპყრო მზერა ზეცას,
გადაიფარა ღრუბელი საბნად
და ხვალინდელი დღის იმედით, მიეცა თავის დარდებს.

ნათელო, სიცოცხლის მომნიჭებელო,
ყოველი სულის მოამაგევ და უზენაესი ნების ბეჭედო,
ამცნე მათ სამყაროს მეორე უკიდურესობაში,
ვისაც უპირობოდ ვუყვარვართ, რომ დარდი არ ქონდეთ ჩვენი.

ვეწევით ჭაპანს ისე როგორც შეგვიძლია,
და დიდი იმედი მაქვს რომ არც ისე ცუდები ვართ,
როგორც ჩვენს თავს გარედან ვხედავთ.

როგორც ოდესღაც მათ, ჩვენც დაგვადო წუთისოფელმა დიდი იარა,
საიდანაც ბინძური სისხლი უხვად მოედინება,
მაგრამ ესაა ჩვენი აღთქმული მიწა, რძე და თაფლი,
იერუსალიმი, ფარი ხმალი, ციხესიმაგრე
და თავაწეულები სიამაყით ვატარებთ მას.

ინებე ხვალ დაუბრუნდე შენს ზეციურ ტახტს
და გაგვითენე დიდებული დღე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი