დელფინი


ჯიუტად სერავს ციფერ უკუნეთს ზღვის ანგელოზი,
ბავშვურ ღიმილს თან დაატარებს, როგორც იარას.
მიჰყვება ტალღებს ოთხივე მხარეს,
იქით, საითაც მიუწევს გული.
მისცურავს მანამ, სანამ არ მივა,
და მერე ისევ—ლურჯი უფსკრული.

ეს ჯადოსნური დანიშნულება სასწაულების,
წამით ანგელოზს მიახატავს ლაჟვარდზე ფრესკად.
მერე უბრალოდ ჰორიზონტი მთელს სილურჯეზე—
თეთრი ნავები ახალისებენ მოსაწყენ ეკრანს.

ჯიუტად მიჰყავს ოთხივე მხარეს ცისფერ დინებას,
ეთამაშება ბობოქარ ზვირთებს უძირო ზღვაში.

უკვე ათასი წელია, მისდევს ბავშვურად ნავებს,
არ მობეზრდება სტიქიას ანგელოსთან თამაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი