*****
საღამოს, გზაში ათასგვარი ნათება ჭრის თვალებს. ერთის მხრივ ადამიანები, მეორეს მხრივ კი ქალაქის ეშმაკები და ანგელოზები, მონოლოგების მოლოდინში მიირთმევენ ყავას, და ასე მიედინება ფიქრებში დრო. სადღაც შორს... ჰორიზონტს მიღმა... უკიდურესობების მხარეში. ლოცულობენ, რომ დროზე გაიღოს ზეცამ წყალობა, მოეფინოს მიწას მისი სასწაულები, და ასე მიედინება ვედრებაში დრო. ზემოდან ყველაფერი ნათელია... არემარე ლაჟვარდში ამოვლებული... უთვალავი თვალებით მოჭედილი თვლებიდან, მოჩანს აწეწილი, აჭრელებული პეიზაჟები. და ამ ზეციური სიმშვიდის ძიებაში მიედინება დრო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი