ამ გაზაფხულის ღამეს
ამ გაზაფხულის ღამეს, ტაძარი შეიმოსა ცეცხლის ალში. ამ გაზაფხულის ღამეს, კიდევ ერთი გარდატეხის საათი დადგა. ამ გაზაფხულის ღამეს, ატირდა ღმრთისშობელი, მდუღარე ცრემლით, აევსო გული ადამიანების ტკივილითა და სევდით. ამ გაზაფხულის ღამეს, დაიწერა ახალი ამბავი, სავსე სიჭრელეებით, ფარისევლობითა და სხვა სათნო ადამიანებით. ამ გაზაფხულის ღამეს ატირდა კაცობრიობა, ატირდა ის, ვისაც აქვს დენი და თბილი წყალი ბინაში. ვინც იცის გაყოფა, გამრავლება და ისევ გაყოფა, დადის კინოში, თეატრში. სამყაროს მეორე მხარეს კი სხვანაირი გაზაფხულის ღამეებია... უფრო ბნელი, უფრო ცივი, თუმცაღა ცრემლი იშვიათად იღვრება. და თუ არ მოიპოვება ცეცხლი, მოსიყვარულე სხეულები ათბობენ ერთმანეთს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი