Je t'aime


ღამის დარაჯად ფიქრი ეული
კვებავს გაძლებას დილის იმედით.
მე კი, მშვიდი და თან გალეული
გაგიმცირედდი.

მეძავ ქალივით ათასჯერ ნახმარ
სიტყვებს მოვიხმარ: 
Je t'aime, 
Adios.
შეშის სითბოზე სტროფებით გამხმარ 
ლექსებს ვწერ და შენ კვლავ ვერ გპატიობ.

როგორც რელსებზე მცოცავ ვაგონებს
ისე ვავრცელებ ფიქრებს ჰაერში.
შენ კი აფრინდი,
მე ის მაღონებს
რომ არ დაბრუნდი,
რომ არ დაეშვი.

მე კი ვწევარ და ვკრიბავ ოცნებებს
ჩემზე და შენზე. 
Je t'aime, 
Adios.
ვამსხვრევ და ვამტვრევ ამ შუშის მცნებებს
და ვერ გპატიობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი