...


***
დავეხეტები გზაარეული, გადარეული ვეძებ ქაოსებს, იმ ქალწულების თვალების სიღრმე და მოფრიალე თმები მაოცებს.

იმ გაზაფხულზე აკრძალულ ხილის,
ნანატრი წუთის ბგერა სიმების,
და იმ სიცოცხლის უხმო შეგრძნების,
დროს მაისობის თქეში წვიმების.

როგორ მაოცებს მათი სინაზე,
როგორ მაოცებს მათი ფერები,
გადავერცხილი ცის კაბადონზე 
და ღრუბლებივით ღმერთის ხელები.

როგორ თამაშობს ცისარტყელები,
ჰორიზონტები იხმობენ სხივებს,
როს დაინგრევა ქარით ველები
და შემოირტყავს სიცოცხლე მძივებს.

როს შეირყევა მიწა და წყალი,
ტყეები ფოთლებს რომ შეიმოსებს,
გაოცებული, გადარეული, მაინც 
ვიპოვ(ნ)ი მე ჩემს  ქაოსებს.

მაინც გავყიდი ამ სილამაზე,
სინათლის სხივებს მაინც დავგრიხავ,
და ბოლოს მაინც იუდას თოკზე,
ჩემთავსვე ვკითხავ - ახლა შენ ვინ ხარ?

მიდის და გარბის! შორს თმებგაშლილი
დრო უნდობარი და საზარელი,
და უსაშველოდ დარჩენილ სოფელს,
სილამაზისთვის აღარ ჰყავს მხსნელი.

მიდის და გარბის...უუნაგიროდ, ცხენო ველებში კვალად იარე, მე სიმშვიდეში
არსი მაოცებს, მაგრამ ვაი რომ ვერ ვეზიარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი