...
*** მიდის! მიედინება წლები უებროდ, სამყარო ცრემლით ისევ თამაშობს, შენ მარტოოდენ პირისპირ რჩები და სიძულვილი ცრემლისგან გაშრობს. გარბის! კანკალებს სამარიტელი, ბურუსი სიზმრებს ნისლად ედება, გვერდზე გასწიე გული თამამად და სული ბნელში გასხვაფერდება. დარჩები მარტო,ისევ და ისევ, კვნესით ამოვა მთვარის სხივები, ზღაპრად მოყოლილ საშიშ ღამეებს, მოჰყვება ქართა მწარე ხილვები. სად დაანგრიე ფიქრთა ტაძრები, როდის გაუღე კარი ქაოსებს, იყავი,ხარ და იქნები მუდამ, ტალღა რომელიც ანგრევს ნაოსნებს. მოკვდი, გაშავდი აღარ ხარ ღირსი, აღარც ოცნება გევლება წელად, იყოს და გჭამდეს ფიქრები ძირში, სინათლე გექცეს უკუნით ბნელად. წადი და ტყეებს უკარი პირი, შორეულ მთებში მტვერი აჰყარე, შენთვის სატანჯველ შემოსილ დროებს, თავზედ მზის სხივი გადააყარე. ოღონდაც იყავ ცოცხალი მკვდარი, განთიადებში მწველი სანთელი, თუ დაგადნება ხელზე უებროდ, გარინდებისას ყველა ნათელი. კვლავაც რომ ღამეს დაეწაფები, ღამეს რომელიც შენთან თამაშობს, შენ მარტოოდენ პირისპირ რჩები და სიძულვილი ცრემლისგან გაშრობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი