...


ლექსი დამტვერილი

სული ნასისხლარი გრძნობით მარტოობის, ტრფობით დამტვრეული მალვით ნატარები, ცეცხლად ივსებოდა, ცეცხლი ივსებოდა,
მთა-მთად იდებოდა ქვები პატარები.

არსად წარმოქმნილი ზეცა სინდისიფრად, მწარედ გარდაქმნილი 
ლტოლვით დაატარებს, ცრემლი შეემოსა ისევ წარსულისფრად, 
ოდეს შეხედავდა ტანჯვით, ლაღ პატარებს.

თვალწინ დადგომილი ყრმობა თეთრი წუთის, როგორ დამსჩნევია 
თვალებს ალმოდებულს, მაშინ გახსენდება ჩრდილი ლურჯი თუთის,
როცა დააკლდება გემო ნაწამებ გულს.

ოდეს მონატრება პირველ ჩახუტების,
როგორც ფაეტონი ისე დაათრევდა,
დარდად იცლებოდა მკაცრი საათები,
სანამ ღამეები დროებს დაამტვრევდა.

ბზარი მარტოობის წარსულს მოგაგონებს, და იმ ჩახუტების,
სულზე ნელი კოცნის, დღეებს ავიწყდებათ როგორც დროის მონებს,
რომ ეს შეხებაა დროს და მგოსნის.

ასე იტანჯება სული ნასისხლარი,
მწარე საიდუმლოც ასე იმალება, 
როგორც სიცოცხლეში,ისე სამუდამოდ,
დაე გამაფერფლონ გარინდებით მზის ალებმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი