...


***
იყო ქარიშხალი იყო მძვინვარება,
ზეცა ნაცრისფერი ვისთვის ილანდება,
ცრემლთა ნიაღვრისგან ვარდი იქმნებოდა, როგორც სიმსუბუქე როცა ხორცი კვდება.

კალთა დამალული მზისა სინათლისგან, კალთა დამტვერილი ფერფლით ქაოსისა, მე ვინც შემიკედლებს ჩემში მარტო არის,
სხივი არ უნახავს მხსნელი მზისა.

იყო დაფარული,იყო იდუმალი,
მწარე საიდუმლო ფურცელს ვერ ედება, 
დაე როცა მოვკვდე, მაშინ საიდუმლო,
ბზარად იღიღინონ ცაში თეთრ გედებმა.

კვალი ნადარდების ფოთლებს შემოდგომამ, აქ ჩემს გაჩენამდე ყვითლად დაატყვია, ღმერთო რად ხდებოდა,ღმერთო რად მხვდებოდა,
წვიმად წამოსული მწუხრთა ტყვია.

იყო დასასრული გრძნობის ჟამებისა,
ღამით უმადური ხელებს შენ გადებდი,იყო დაზაფრული წამი წამებისა,ურცხვად სოლომონის ბეჭედს ვაწამებდი.

იყო ქარიშხალი, იყო მძვინვარება,
ზეცა ნაცრისფერი შენთვის ილანდება,
როგორც დასასრულის, მწარე დასასრული,ყოფა დანამული ჩემში იბადება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი