...


***
მე არ თამაშის თამაშს ვთამაშობ,
და სინამდვილე ჭორად მექცევა,
მე როგორც ვივსებ ნათელს სიბნელით,
სიბნელეც თვისით მე შემექცევა.

სდუმს ავგაროზად ნაგები ზეცა, 
გარდამავალი შველას მზარდება,
და როცა განჭვრეტს სინდისი სულში, 
გარიჟრაჟები ჩემთვის მზადდება.

ჰყვირიან ქარნი,ინგრევა ზეცა,
აქ სიჩუმია, მზის ამოსვლაა,
და როცა ჰკივის ჩუმად ქაოსი,
დაფაზე მეფის წინ წამოსვლაა.

ისმის ბუნების გამოღვიძება
და მასთან ერთად სულიც ცოცხლდება,
და თუ არ იშვა ახალი ზეცა, მგოსანმა იცის, მაშ რაც მოხდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი