...
*** იქ სადაც არ ჭირს სიტყვათა ბზარი, იქ სადაც დაჰქრის ქაოსით ქარი, მე შენ შეგხვდები დარაზულ კარის, ქურდი,მაშველი და მეგობარი. იქ სადაც სევდა აბიჯებს ღამით, და სადაც მტკვარზე ალისფერ სხივის, ნაზი სიმშვიდე დაგვიგებს მახეს, მე შენ შეგხვდები, ხო უსასრულოდ, შემოგახსენებ ჩემს ტანჯულ სახეს. ნისლიან წუთებს მომაგონდები, შენ ვით ბოროტი ღამით მქუხარე, და მე დარდებში დაწულ განთიადს, მარტოდ შევხვდები,მარტოდ მწუხარე. და როგორ მტანჯავს ფუჭად ოცნება, როგორც სიბნელე სხივისას ვკვდები, მაგრამ ჩემს ტანში ისევ სდუმს ნება, ჩემთან არ სდუმან პირამიდები. სადღაც უფსკრულში ჰქრიან ქორები, გადასჩივიან მდუმარე ეგოს, თითქოს სიკვდილმა გამიღო კარი, თითქოს ზღვარს იქით ხიდი დაეგოს. და მე მივდივარ იქ სადაც არ ჭირს, იქ სადაც დაჰქრის სიმშვიდის ქარი, მე შენ შეგხვდები როცა დრო მოვა, შენი მძარცველი და მეგობარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი