...


***
შორს მისტიურად, უცხოდ მნათობი,
ზედ ტაძრის თავზედ ანათებს მთვარე,
და მაშინ როცა მზისებრ გათბობდი,
ახლა ტაძართან ცრემლები ვღვარე.

ცა იმტვრეოდა შობის ქუხილით,
ცრემლი არ იყო მძიმე და ავი,
და მე ვიდექი,მარტოდ ვიდექი,
ერთით ზედმეტი ცაზე ვარსკვლავი.

ვით გარიყული სამარიტელი,
ფრთებშეუსხმელი და დაცემული,
ბოლო სხივიდან პირველ სხივამდე,
მე წამებისთვის გადაცემული.

და ასდიოდა ჰაერს სურნელი,
მონატრებისა და ტანჯვებისა,
და იმსხვრეოდა წუთები ძნელი,
ჩახუტებისა და იმ ვნებისა,
რომელთა ზღვარი ზეცამ დაიპყრო.

მახსენდებოდა ის ნავედრები 
მკვდარი წამები,ის ღამეები
მუხლმოდრეკილი და ნაწამები,
და მე ვკვდებოდი,ისევ ვკვდებოდი,
და ეჩვეოდა ცრემლს წამწამები.

მაგრამ თუ შენი ნატვრა კოლოპურტს მაცმევს, თუ კი იმსხვრევა ჭერად ზარები, მაშინ გლეწავდეს ტალღათა გუნდი, მაშინ დაჰქროდნენ დროთა ქარები, ვეღარ გიცავდნენ მწვავე მზისაგან შეუდრეკელი, ხეთა ჯარები, და რომც გრძნობებმა ფერფლად მაქციონ,მე შენ არასდროს არ მეყვარები,მე შენ არასდროს მეყვარები.

ცაზე ნისლია,დადუმებული...
ახლა ღამეა შობის რჩეული,
ცრემლი არ არის მძიმე და ავი,
საკურთხევლის წინ მარტოდ, ეული,
ვზივარ და მელის შობის ვარსკვლავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი