...


***
ახლა სიმკაცრეა ახლოს მომავალი,
ბინდში გახვეული ცათა კაბადონი,
თითქოს ბურუსშია მთელი მომავალი,
თითქოს გვესალმება ბნელი აბადონი.

მიწას ეხეთქება ღამე ტირიფები,
ისევ სურნელია მკვდარი შემოდგომის,
ახლა იძვრებიან ჩემსკენ დიდი მთები,
და მე სურვილი მაქვს მათ წინ მარტო დგომის.

და მე მარტოსული,კვლავაც მარტო მდგარი,
ღამენათევი და ტანჯვით გამომძღარი,
ისევ წინ ვუდგები,ისევ იმ სამყაროს,
ვისით ცოცხალი და მისით მკვდარი.

ახლა პოეტი და ერთი კალმიანი,
ისევ შემოდგომის პორტრეტს ვეუფლები,
კვლავაც დაღლილი და ძლიერ დარდიანი,
ნეტავ რატომ გავჩნდი,ნეტავ რა უფლებით?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი