...


***
მე ზედ მეფინა ნორჩი ფოთოლი,
და მგლოვიარე სუნთქვა რწმენისა,
მე ვსეირნობდი ბავშვი ობოლი,
მკვდარი სხივების გამოჩენისა(ს).

მივსეირნობდი უკვალო გზაზე,
ქარის თრთოლვა კი თვალებს ავსებდა,
და ტაძრის გუმბათს შემოვეფეთე(თ),
მე,სიმარტოვე და ჩემი სევდა.

და იყო ღამე,ზღვას ემტვრეოდა ცივი ლოდები,
მე კი ტაძარში უგზოდ მისული,
ჩემს სამარიტელს კვლავ ველოდები.

და სიმარტოვე მარტოდ ძმობილი,
მგოსანურ სევდას თუ ეფეთება,
მაშ დაწყევლილი სამყაროს გზაზე,
მარტოდ მატარონ დიდმა ღმერთებმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი