...


ღამე დიადი

მე მძინარეთა ხილვა ვარ,თვალდახუჭულთა ცრემლთა დინება,
და ღამის შუქი ბნელი სიზმრებით ჰორიზონტისკენ მიედინება.

ვხედავ ჩემს კალამს,როგორ აშენებს,
როგორ პირკეთობს მელანთა გუნდი,
და ღამის სიო კვლავაც ამშვენებს,
ჩემს ნაწერს ახლა და მე დავდუმდი.

მიედინება თქვენი ნაფიქრი,ღრმა ძილში ახლა როგორც მდინარე,
და მე ვუმზერი ყველა განთიადს,
სანამ ხალხია...ხალხი მძინარე.

დღეს მე დავტოვებ ამ ლექსს კაცთათვის,
ამ ლექსს სახელად "ღამე დიადი",
ახლა დაგტოვებთ,ახლა მშვიდობით,
ახლა შეჰყურებს ცას განთიადი.

"და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე".

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი